25 წლის ლადო ჩიხლაძემ 18-თვიანი იძულებითი შესვენების შემდეგ პირველივე ინდივიდუალურ ტურნირში შეძლო ფინალში გასვლა.

25 წლის ლადო ჩიხლაძემ 18-თვიანი იძულებითი შესვენების შემდეგ პირველივე ინდივიდუალურ ტურნირში შეძლო ფინალში გასვლა. ქვემო ავსტრიის ცენტრ ზანკტ პიოლტენში 10-ათასიანი ტურნირი დასასრულს უახლოვდება, დარჩა მხოლოდ ერთი მატჩი გასამართი - ფინალში მსოფლიოს ყოფილი 350-ე ჩოგანი ქართველი, რომელიც დღეს ურეიტინგოდაა ჩეხ დანიელ ლუსტიგს (696) შეხვდება. ჩიხლაძემ ერთეულთა თანრიგში ზედიზედ მე-7 მატჩი მოიგო, როცა ნახევარფინალში მე-4 ნომრად განთესილი ავსტრიელი ნიკოლას რაისიგი (544) დაამარცხა - 6:4, 6:7 (3), 6:2.

ლადოს მომავალმა მეტოქემ ნახევარფინალში პირველ ნომრად განთესილი ავსტრალიელ ჯეიმს ლემკეს (304) იოლად მოუგო - 6:0, 6:2. სხვათა შორის, 26 წლის ლუსტიგს ჩვენებურმა 2007 წელს ორჯერ აჯობა თბილისის ტურნირებში, ჯერ ნახევარფინალში, ერთი კვირის თავზე კი - ფინალში. ჩვენებურმა 9 ქულა უკვე გაინაღდა, მოგების შემთხვევაში კი 17 ქულას მიიღებს.

გუშინ ქართველი ჩოგბურთელი კიდევ ერთხელ გავიდა ზანკტ პიოლტენის კორტზე წყვილთა ფინალში მან და ავსტრიელმა პასკალ ბრუნერმა (1082) მე-2 ნომრად განთესილ ავსტრალიურ დუეტთან (ებელტაიტი, ლემკე) წააგეს - 5:7, 3:6. სხვათა შორის, ლადოსთვის ეს ზედიზედ 10 გამარჯვების (7 ერთეულებში, 3 წყვილებში) შემდეგ პირველი მარცხი იყო.

ფოტოზე: ჩიხლაძე ლუსტიგი დღეს კვლავ დაუპირისპირდებიან

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა