მატჩის შემდეგ გასახდელიდან პირველები ბელგიელები გამოვიდნენ. მათმა მწვრთნელმა ედი კასტელსმა მშვიდად ილაპარაკა...

მატჩის შემდეგ გასახდელიდან პირველები ბელგიელები გამოვიდნენ. მათმა მწვრთნელმა ედი კასტელსმა მშვიდად ილაპარაკა:

"შესანიშნავად ვითამაშეთ. ვულოცავ ჩემს ბიჭებს. დაცვაში დამაჯერებლად გამოვიყურებოდით. მაშინაც კი, როცა სხვაობა მცირდებოდა, გვჯეროდა, რომ მოვიგებდით. საქართველოს ნაკრებს დიდ პატივს ვცემ. ახალგაზრდა და მშენებარე გუნდია. მჯერა, რომ ეს კალათბურთელები თავის სიტყვას აუცილებლად იტყვიან. ახლა, ჯგუფიდან გასვლის ყველაზე კარგი შანსი ჩვენ გვაქვს, შემდეგ პოლონეთსა და საქართველოს".

კრისტოფ ბეგინმა ბელგიელთა მაღალ შედეგიანობაზე ილაპარაკა: "შეტევაში ასე კარგად დიდი ხანია, არ გვითამაშია. ვიცოდით, რომ პირველ ადგილზე გასვლა ამ მატჩზე იყო დამოკიდებული, მობილიზებულები გამოვედით და შედეგსაც მივაღწიეთ. საქართველოს კარგი უკანახაზელებიც ჰყავს, ფორვარდებიცა და მეფარეებიც. ფაჩულიას დარი ცენტრით ბევრი გუნდი ვერ დაიტრაბახებს".

საქართველოს ნაკრების გასახდელიდან ჯერ ტორინ გრინი გამოვიდა: "ასეთი სხვაობით წაგება ჩვენმა ცუდმა თამაშმა და მეტოქის კარგმა გარჯამ განაპირობა. წინ ორი მატჩია და ვეცდებით, რაც ჩვენზეა დამოკიდებული, ყვალაფერი კარგად შევასრულოთ".

იგორ კოკოშკოვმა წაგება საკუთარ თავზე აიღო: "ვულოცავ ბელგიელებს. მათ კარგად ითამაშეს. დაღლილები ვიყავით, თუმცა ეს თავის გასამართლებლად არ გამოდგება. დღეს საქმე გვქონდა სერიოზულ, გამოცდილ გუნდთან, რომელმაც იცის, როგორ ითამაშოს. შემთხვევითი არ იყო ბელგიის ნაკრების შარშანდელი გამარჯვება საფრანგეთთან. ჩვენს დღევანდელ მეტოქეს ევრობასკეტზე მოსახვედრად ერთი ნაბიჯი დააკლდა. საქართველოს ნაკრები ახალგაზრდა გუნდია, თამაშიდან თამაშამდე, მეოთხედიდან მეოთხედამდე აგროვებს გამოცდილებას. ახლა ერთიანობა უნდა შევინარჩუნოთ და წინსვლა განვაგრძოთ. პორტუგალიასა და ბულგარეთთან ურთულესი მატჩები გველის. დღევანდელი წაგების გამო პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ".

ვიქტორ სანიკიძე მწვრთნელს არ დაეთანხმა: "როგორც წესია, მწვრთნელმა მარცხი საკუთარ თავზე აიღო, მაგრამ არ დავეთანხმები. ეს მატჩი ჩვენ წავაგეთ. ცუდად ვითამაშეთ. მოდუნების საშუალება არ გვაქვს, ორი მნიშვნელოვანი მატჩი გველის".

gulshemativari
თუ ზაზას რა უნდა ნაკრებში, აბა ვის უნდა? კეთესი ვინ გვყავს? ლამის ცალი ფეხითაა აცი და ერთი არ დაუწუწუნია, ბოლომდე ჯიგრით თამაშობს და რაღაც დოზით საკუთარ ჯანმრთელობას დარტყმის ქვეშ აყენებს, კარგით რა ნუ ვიქნებით უმადურები
kch
ზაზას თავი გაანებეთ! კაცი ნახევარი გუნდია! ვინც იტყვის რომ სანაკრებე არაა - აზზე არაა კალათბურთის!!! კალათბურთში ხდება ასე ხშირად, მარე რა რომ წავაგეთ დანარჩენს მოვიგებთ!
IMG
ვერაფერს იზამ, როცა რაღაც გამოგდის, თავი უკვე უძლეველები გვეგონა და სწორედ მაშინ დაგვენძრა. ფაჩულიამ ზედმეტად აიღი ტამაში თავისთავზე და ამიტომ წავაგეთ. ეგ არის პოდიუმის კაცი, რა უნდა მაგას ნაკრებში.
დათო
არაუშავს მართალია ძალიან დიდი გული დამწყდა მაგრამ ამის გამო სასაყვედურო არაფერი მაქვს. უბრალოდ მათ წაუვიდათ თამაში და სულ ეს იყო თორემ ჩვენს გუნდს მადლობის მეტი არაფერი ეკუთვნის ყველასში ჩანს რომ ბოლომდე იხარჯებიან
დავითი
რაც მთავარია ღირსეული კაცი გამოდგა იგორი. გადამწყვეტ მომენტში თავზე იღებს მარცხის დანაშაულს, თუ მაგას დანაშაული შეიძლება ეწოდოს. ბიჭებიც რომ მადლობა გადაუხადონ კარგად ითამაშებენ დარჩენილ მატჩებს. როგორც არ უნდა დამთავრდეს, რაც მთავარია ბიჭები ბოლომდე იბრძვიან
mamuka
ჯერ ყველაფერი წინ არის ,კოკოშკოვი მაგარი კაცია
lika
იგორის ბრალი არაა :( ცოდოა საწყალი იგორი ვიკას სავსებიტ ვეტანხმები :*
ბაგატსკისი ამბობს, რომ საქართველოს ნაკრები ისევ უნდა დაამარცხონ
"მადლობა საქართველო, რომ მომეცი შესაძლებლობა, წარმომედგინა ქვეყანა სიამაყითა და სიხარულით" - მარკის რიდი
"უფალო, არავინ ვარ შენს გარეშე. საქართველო, გულში ხარ" - ალექსანდრე მერკვილაძემ გულშემატკივრებს მიმართა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა