Champions Series-ის რანგში ერთმანეთს შეხვდნენ მსოფლიოს ყოფილი პირველი ნომრები - ამერიკელი პიტ სამპრასი და რუსი მარატ საფინი
საინტერესო მატჩი გაიმართა ჩინეთის ქალაქ ჩენდუში მიმდინარე ვეტერანთა ტურნირზე. Champions Series-ის რანგში ერთმანეთს შეხვდნენ მსოფლიოს ყოფილი პირველი ნომრები - ამერიკელი პიტ სამპრასი და რუსი მარატ საფინი. სამ სეტში გამარჯვება ამერიკელმა ლეგენდამ მოიპოვა - 6:1, 6:7(6), 10:8.

საფინთან დაკავშირებით უფრო საინტერესო ინფორმაცია რუსულმა პრესამ გაავრცელა. ყოფილი რუსი ვარსკვლავი 4 დეკემბერს რუსეთის დუმას არჩევნებში მონაწილეობას აპირებს. ის ქალაქ ნიჟნი ნოვგოროდში იყრის კენჭს დეპუტატობაზე.

საფინს დიდი იმედი აქვს, რომ რუსეთის სახელმწიფო დუმაში 450 ადგილიდან ერთ-ერთი სწორედ მას შეხვდება.

"რატომაც არა? მე ჭკვიანი ბიჭი ვარ, ბევრი საინტერესო იდეა მაქვს და ვიცი, როგორ განვახორციელო ცხოვრებაში", - საკუთარ თავს რეკლამას უკეთებს ჩოგბურთელი.

"გარდა ამისა, თუ დუმაში მოვხვდები, იქ დეპუტატებს შორის ყველაზე ლამაზი მამაკაცი ვიქნები, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ იქ ყველა 60 წელს გადაცილებულია", - ხუმრობს საფინი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა