ინდოეთის სადებიუტო გრანპრის გახსნის ცერემონიას უამრავი ცნობილი ადამიანი (ადგილობრივი საზომით) დაესწრო
ინდოეთის სადებიუტო გრანპრის გახსნის ცერემონიას უამრავი ცნობილი ადამიანი (ადგილობრივი საზომით) დაესწრო - კრიკეტის მოთამაშეებიდან დაწყებული, ბოლივუდის კინოვარსკვლავებით დამთავრებული. მაგრამ სტუმრებს შორის არ აღმოჩნდა ინდოეთის სპორტის მინისტრი აჯეი მაკენი.

ცერემონიაზე ასეთი მნიშვნელოვანი ჩინოვნიკის არყოფნა ყველას გაუკვირდა. გაზეთმა Times of India-მ დაწერა, რომ მაკენიმ გრანპრის ორგანიზატორებისგან არ მიიღო ოფიციალური მიწვევა.

გაზეთის ინფორმაციით, ავტოდრომის მფლობელმა კომპანია Jaypee Group-მა მიზანშეწონილად არ ჩათვალა მინისტრის მიწვევა. სავარაუდოდ, ეს იმით აიხსნება, რომ ინდოეთის სახელმწიფო სტრუქტურებს თავიდანვე განსაკუთრებული პოზიცია ეკავათ - ისინი ფორმულა 1-ის რბოლას არა სპორტულ ღონისძიებად, არამედ კომერციულ პროექტად განიხილავდნენ.

"საინტერესოა, რომ ორგანიზატორებმა მთავრობას თხოვნით მიმართეს - მილიარდი რუპიას ოდენობის საგადასახადო შეღავათი მოგვეცითო, მაგრამ უარი მიიღეს", - იტყობინება გაზეთი.

გამორიცხული არ არის, რომ ახლა რბოლის ორგანიზატორებმა თავისებურად უპასუხეს მთავრობის ამგვარ ხისტ პოზიციას.

ჯერ აღლუმი, შემდეგ რბოლა...

ინდოეთის გრანპრიმდე ერთი საათით ადრე ავტოდრომზე ისტორიული მანქანების აღლუმი გაიმართა, რომელშიც წლევანდელ ჩემპიონატში მონაწილე პილოტებმა მიიღეს მონაწილეობა.

გულშემატკივრები აქტიურად ესალმებოდნენ ყველა პილოტს, მაგრამ ყველაზე მეტი აპლოდისმენტები ინდური საჯინიბოს "ფორს ინდიას" პილოტებსა და ადგილობრივ ავტომროლს ნარაიან კართიკეიანს ერგოთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა