ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ფეტელის დიდი სლემი

ფეტელის დიდი სლემი

ინდოეთის სადებიუტო გრანპრიზე პირველი პოული, პირველი სწრაფი წრე და პირველი გამარჯვება სებასტიან ფეტელს ერგო
ინდოეთის სადებიუტო გრანპრიზე პირველი პოული, პირველი სწრაფი წრე და პირველი გამარჯვება წლევანდელი სეზონის საუკეთესო პილოტს - სებასტიან ფეტელს ("რედ ბული") ერგო და ეს სრულიად დამსახურებული ტრიუმფი იყო. გერმანელს სტარტიდან ფინიშამდე არ დაუკარგავს ლიდერობა და კარიერაში პირველი "დიდი სლემი" მოიპოვა.

გუშინდელი გრანპრი იმითაც იყო გამორჩეული, რომ პირველივე წრეზე ტრასაზე უსაფრთხოების მანქანა გამოვიდა. ლიდერებმა სტარტი უპრობლემოდ აიღეს, მაგრამ პელოტონის ბოლოში სერიოზული დანაკლისი იყო: რუბენს ბარიკელო ("უილიამსი") თანაგუნდელი პასტორ მალდონადოს ბოლიდს შეეხო, შემდეგ კი კამუი კობაიასისაც ("ზაუბერი") შეეჯახა. იაპონელმა ტრასაზე დაბრუნება სცადა, მაგრამ ტიმო გლოკის (""ვირჯინი") ბოლიდი დააზიანა. ორივეს მალე მოუწია რბოლის მიტოვება. ამას დაემატა მესამე მოსახვევში იარნო ტრულის ("ლოტუსი") მოსრიალება, თუმცა იტალიელმა მოახერხა ბრძოლის გაგრძელება, ოღონდ ბოლო ადგილიდან.

რაც შეეხებათ წამყვან გუნდებს, ფეტელმა იოლად შეინარჩუნა ლიდერობა, მარკ უებერმაც ("რედ ბული") კარგი სტარტი აიღო და პირველ მოსახვევში მეორე იყო, მაგრამ პირველი წრის მსვლელობისას მას ჯენსონ ბატონმა ("მაკლარენი") გაუსწრო.

სხვათა შორის მანამდე ჯენსონმა ფერნანდო ალონსოს ("ფერარი") უკან ჩამოტოვებაც შეძლო - ესპანელმა პირველი მოსახვევში შესვლისას არასწორი ტაქტიკა აირჩია. ფერნანდოს უკან აღმოჩდნენ ფელიპე მასა ("ფერარი"), ლუის ჰემილტონი ("მაკლარენი") და ორი "მერსედესი" - მიხაელ შუმახერმა ისევ შესანიშნავი სტარტი აიღო და მეთორმეტედან მერვე ადგილზე აღმოჩნდა.

უფრო უარესი სტარტი ჰქონდათ "ტორო როსოს" პილოტებს, რომლებმაც შუმახერის გარდა წინ ბრუნო სენაც ("ლოტუს-რენო") გაუშვეს. ბრაზილიელი რამდენიმე წრე უძლებდა ხაიმე ალგერსუარისა ("ტორო როსო") და სებასტიან ბუემის ("ტორო როსო") იერიშებს, მაგრამ რადიოთი KERS-ის სისტემის პრობლემებზე აცნობეს და სენას ორივეს მეტოქის წინ გაშვება მოუწია. შემდეგ ესპანელმა და შვეიცარიელმა ადრიან სუტილის ("ფორს ინდია") ბარიერიც სწრაფად გაიარეს, თუმცა მოგვიანებით ბუემის ბრძოლის შეწყვეტა მოუწია მექანიკური პრობლემების გამო.

ფეტელმა სტარტზე პრობლემები თავიდან აიცილა და სწრაფად შექმნა კომფორტული ხუთწამიანი სხვაობა ბატონთან. ეს ჰანდიკაპი შენარჩუნდა რბოლის პირველ ნაწილში, მეორეში და მესამეშიც კი - პირველი ადგილისთვის ბრძოლა არ გამოვიდა. უფრო მეტიც, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, გერმანელმა, როგორც იქნა, კარიერაში პირველი "დიდი სლემი" მოიპოვა: სტარტიდან ფინიშამდე ლიდერობდა და ამას პოული და უსწრაფესი წრე დაუმატა.

მესამე პოზიციის მხრივ კი არც ისე მარტივად იყო საქმე: უებერი ბატონის პრესინგის შემდეგ პირველ წრეებზე ჩამორჩა, ხოლო მეტოქეებზე ადრე "ხისტ" საბურავებზე გადასვლამ არ გაამართლა - ავსტრალიელმა ფერნანდო ალონსოც გაატარა.

გვერდიგვერდ მიმავალმა მასამ და ჰემილტონმა, რა თქმა უნდა, ავარიის მეშვეობით გაარკვიეს ურთიერთობა: 24-ე წრეზე ლუისმა შიდა რადიუსით შეუტია ბრაზილიელს, ამ უკანასკნელმა კი არ დათმო. შედეგად, ფელიპე შემოტრიალდა, ჰემილტონი კი დაზიანებული წინა ანტიფრთით ბოქსებისკენ გაემართა, გზად კი რადიოთი ბრაზილიელის მოქმედებაზე უკმაყოფილებას გამოთქვამდა. ბრიტანელს დაეთანხმნენ რბოლის სტიუარდები და მასა პიტლეინზე შესვლით დააჯარიმეს.

მასას უიღბლობა ამით არ დასრულებულა: ფელიპემ ამ უქმეებზე მეორედ დააზიანა წინა დაკიდება... რაც შეეხება ჰემილტონს, "ფერარის" პილოტთან ინციდენტმა ორი ადგილი დააკარგვინა - მასზე წინ "მერსედესის" პილოტები აღმოჩდნენ. ამასთან, შუმახერმა, რომელიც მთელი რბოლა ნიკო როსბერგის უკან იმყოფებოდა, სწორად შეარჩია "ჰარდის" საბურავებზე გადასვლის მომენტი და ამის ხარჯზე მეხუთე ადგილი მოიპოვა.

"მერსედესებისა" და ჰემილტონის უკან ალგერსუარი იმყოფებოდა - "ტორო როსოს" პილოტმა დაადასტურა კვალიფიკაციაზე მაღალი ტემპი. შემდეგ მოდიოდა ადრიან სუტილი.

ისევ ჩააგდო რბოლა "ლოტუს-რენომ". ზედიზედ მეორე ეტაპია ფრანგული საჯინიბო ქულების გარეშე რჩება.

აღვნიშნავთ "ლოტუსისთვის" სასიამოვნო მომენტს - ჰეიკი კოვალაინენმა რუბენს ბარიკელოზე ადრე დაასრულა რბოლა. ჟერომ დ'ამბროზიომ კი "ვირჯინის" ღირსება დაიცვა - HRT-ის ორივე პილოტს გაუსწრო. ხოლო ადგილობრივი გმირი ნარაიან კართიკეიანი (HRT) თანაგუნდელ დანიელ რიკარდოზე წინ აღმოჩნდა...

ინდოეთის გრან-პრი. XVII ეტაპი

ბუდჰი (60 წრე, 308.220 კმ)

1(1). სებასტიან ფეტელი (რედ ბული, გერმანია) 1:30.35,002

2(5). ჯენსონ ბატონი (მაკლარენი, ბრიტანეთი) +8,433

3(4). ფერნანდო ალონსო (ფერარი, იტალია) +24,301

4(3). მარკ უებერი (რედ ბული, ავსტრალია) +25,529

5(12). მიხაელ შუმახერი (მერსედესი, გერმანია) +1.05,421

6(7). ნიკო როსბერგი (მერსედესი, გერმანია) +1.06,851

7(2). ლუის ჰემილტონი (მაკლარენი, ბრიტანეთი) +1.24,183

8(10). ხაიმე ალგერსუარი (ტორო როსო, ესპანეთი) 1 წრე

9(8). ადრიან სუტილი (ფორს ინდია, გერმანია) 1 წრე

10(17). სერხიო პერესი (ზაუბერი, მექსიკა) 1 წრე

11(8). ვიტალი პეტროვი (ლოტუს-რენო, რუსეთი) 1 წრე

12(15). ბრუნო სენა (ლოტუს-რენო, ბრაზილია) 1 წრე

13(13). პოლ დი რესტა (ფორს ინდია, ბრიტანეთი) 1 წრე

14(19). ჰეიკი კოვალაინენი (ლოტუსი, ფინეთი) 2 წრე

15(16). რუბენს ბარიკელო (უილიამსი, ბრაზილია) 2 წრე

16(23). ჟერომ დ'ამბროზიო (ვირჯინი, ბელგია) 3 წრე

17(23). ნარაიან კართიკეიანი (HRT F1, ინდოეთი) 3 წრე

18(22). დანიელ რიკარდო (HRT F1, ავსტრა) 3 წრე

19(20). იარნო ტრული (ლოტუსი, იტალია) 4 წრე

20(6). ფელიპე მასა (ფერარი, ბრაზილია) 27 წრე

21(9). სებასტიან ბუემი (ტორო როსო, შვეიცარია) 34 წრე

22(14). პასტორ მალდონადო (უილიამსი, ვენესუელა) 46 წრე

23(24). ტიმო გლოკი (ვირჯინი, გერმანია) 56 წრე

24(18). კამუი კობაიაში (ზაუბერი, იაპონია) 59 წრე

საერთო ჩათვლა

1. სებასტიან ფეტელი (რედ ბული, გერმანია) - 374 (11 მოგება); 2. ჯენსონ ბატონი (მაკლარენი, ბრიტანეთი) - 240 (3); 3. ფერნანდო ალონსო (ფერარი, იტალია) - 227 (1); 4. მარკ უებერი (რედ ბული, ავსტრალია) - 221; 5. ლუის ჰემილტონი (მაკლარენი, ბრიტანეთი) - 202 (2); 6. ფელიპე მასა (ფერარი, ბრაზილია) - 98; 7. ნიკო როსბერგი (მერსედესი, გერმანია) - 75; 8. მიხაელ შუმახერი (მერსედესი, გერმანია) - 70; 9. ვიტალი პეტროვი (ლოტუს-რენო, რუსეთი) - 36; 10. ნიკ ჰაიდფელდი (ლოტუს-რენო, გერმანია) - 34; 11. ადრიან სუტილი (ფორს ინდია, გერმანია) - 30; 12. კამუი კობაიაში (ზაუბერი, იაპონია) - 27; 13. ხაიმე ალგერსუარი (ტორო როსო, ესპანეთი) - 26; 14. პოლ დი რესტა (ფორს ინდია, ბრიტანეთი) - 21; 15. სებასტიან ბუემი (ტორო როსო, შვეიცარია) - 15; 16. სერხიო პერესი (ზაუბერი, მექსიკა) - 14; 17. რუბენს ბარიკელო (უილიამსი, ბრაზილია) - 4; 18. ბრუნო სენა (ლოტუს-რენო, ბრაზილია) - 2; 19. პასტორ მალდონადო (უილიამსი, ვენესუელა) - 1.

კონსტრუქტორთა თასი

1. რედ ბული - 595 ქულა; 2. მაკლარენი - 442; 3. ფერარი - 325; 4. მერსედესი - 145; 5. ლოტუს-რენო - 72; 6. ფორს ინდია - 51; 7. ზაუბერი - 41; 8. ტორო როსო - 41; 9. უილიამსი - 5.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ისრაელს საერთაშორისო სპორტიდან მოკვეთენ? ოლიმპიური კომიტეტის პასუხი

უარი ბელარუსთან თამაშზე - უკრაინის მამაკაცთა პლაჟის ფეხბურთის ნაკრები მატჩზე არ გამოცხადდება

ამწე კრანის ფასი თბილისში – როგორ ავირჩიოთ ხარისხიანი სერვისი

"მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩში "ლივერპულის" შემადგენლობა ცნობილია

ფრე დინამოების დაპირისპირებაში; წყალტუბოელთა მოგება ფოთში

ქოჩორაშვილი სათადარიგოთა შორის დატოვეს - "სპორტინგი" 1/16-ფინალში ძლივს გავიდა

დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" შინ მარცხი განიცადა

[VIDEO] ვენდეტა არგენტინულად - სიმეონემ "ტორინოს" "ნაპოლისთან" გამარჯვება მოუპოვა

მიქაუტაძის გარეშე - "სიტისთან" მატჩამდე "ვილიარეალმა" "ბეტისთან" გამარჯვება ხელიდან გაუშვა

საქართველო 3:2 ყირგიზეთი

გოჩოლეიშვილს სახეზე 6 ნაკერი დაადეს - "ჰამბურგი" "ლაიფციგთან" დამარცხდა

კვერნაძე შეცვლაზე შევიდა - "ფროზინონე" "მონცასთან" დამარცხდა

39 დღე გაძლო - "ნოტინგემმა" პოსტეკოღლუ გაათავისუფლა

ზივზივაძე დაბრუნდა - "ჰაიდენჰაიმი" "ვერდერს" ფრედ ეთამაშა

"აქ ნებისმიერ მწვრთნელს კრიზისამდე ერთი მატჩი აშორებს" - ბრუნო ფერნანდეშმა რუბენ ამორიმი დაიცვა

"ქუთაისმა" რუსთავში იმარჯვა, "ორბმა" ტყიბულში თსუ-ს სძლია

"ალბათ, სეზონის ბოლოს "ბარსელონას" დატოვებს" - ცნობილი გერმანელი ჟურნალისტი ლევანდოვსკის მოამვალზე წერს

რაფაელ ბენიტესი ბერძნულ გუნდს ჩაიბარებს

გვარდიოლამ გაამხილა, როდის იფიქრებს მწვრთნელის კარიერის დასრულებაზე

კვარაცხელია და იამალი თანაგუნდელები გახდებიან? - პირველადი მოლაპარაკებები გაიმართა

[VIDEO] მამუკელაშვილის 17 წუთი - "ტორონტო რაპტორსმა" პრესეზონი "ბრუკლინთან" გამარჯვებით დაასრულა

ლიდერი შეიცვალა... "გარეჯმა", "ტორპედომ" და "იბერია 1999"-მა მოიგეს

კანტე ევროპაში ბრუნდება? - ფრანგს სერიოზული მსურველი ჰყავს