ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

პეტრას უფრო გაუმართლა

პეტრას უფრო გაუმართლა

ჩეხმა მატჩზე დამაჯერებლად ჩააწოდა და მატჩბოლის რეალიზაციის შემდეგ გახარებული კორტზე დაეცა - 7:5, 4:6, 6:3
წელს ქალთა პროფესიულ ტურში ძალიან მაღალი კონკურენცია იყო. "დიდი სლემის" ტურნირი ოთხმა სხვადასხვა ჩოგბურთელმა მოიგო, თანაც ამ სიაში არ შედიან კლასიფიკაციის პირველი და მეორე ნომრები. ამიტომაც რთული იყო წლის შემაჯამებელ ტურნირში ფავორიტის გამორჩევა.

კაროლინ ვოზნიაცკი ძალიან ცუდად თამაშობს სეზონის მეორე ნახევარში, ამიტომაც ამ როლისთვის არ გამოდგებოდა. მეორე ნომერი მარია შარაპოვაც ვერ იყო ოპტიმალურ ფორმაში, რაც მან ტრავმას დააბრალა. დანარჩენებიც სტაბილურობით არ გამოირჩეოდნენ, ამიტომაც ყველაფერი ამ კონკრეტული ტურნირისას სათამაშო ფორმაზე იყო დამოკიდებული.

სტამბოლში თავიდანვე სხვებზე უკეთ წარმოაჩინეს თავი პეტრა კვიტოვამ და ვიქტორია აზარენკამ, რომლებიც ნახევარფინალში პირველი ადგილიდან გავიდნენ. ცუდად არც ვერა ზვონარევა და სამანტა სტოსური გამოიყურებოდნენ, მაგრამ თავიანთ ჯგუფებში ლიდერებთან შეხვედრები პირწმინდად დათმეს. ამიტომაც, ნახევარფინალში ისინი აუთსაიდერებად ითვლებოდნენ.

პირველი ნახევარფინალი კვიტოვასა და სტოსურს შორის ჩატარდა. მათ შორის აქამდე გამართულ ორივე შეხვედრაში გამარჯვება პეტრას დარჩა. ჩეხმა ამჯერადაც კარგად დაიწყო შეხვედრა და მის შეტევებს სტოსური ვერაფერს უხერხებდა. სამანტას მხოლოდ მოწოდება გამოსდიოდა და ამის ხარჯზე შორს არ გაუშვა მეტოქე, შემდეგ კი ავსტრალიელს კვიტოვაც დაეხმარა.

ამ ჩოგბურთელს პრაქტიკულად ყველა მატჩში ჩვევია ჩავარდნა და ამჯერადაც ასე მოხდა. ამის წყალობით სტოსურმა 40:0-დან აიღო მეტოქის მოწოდება. სამანტა უფრო დამაჯერებლად ათამაშდა, თუმცა "ვინერსების" რაოდენობით სამჯერ ჩამორჩებოდა კვიტოვას. ეს უკანასკნელი პარტიის ბოლოს ანერვიულდა, რამდენიმე წარუმატებელი შეტევა განახორციელა და ტურნირზე პირველი პარტია წააგო - 5:7.

მეორე პარტიის დასაწყისს ბევრი რამ შეეძლო გაერკვია. სტოსურს შანსი ჰქონდა გაეგრძელებინა თავისი წარმატებული სერია და ადრეული ბრეიკი აეღო, მაგრამ კვიტოვა მოწოდებამ გადაარჩინა. ჩეხმა დამაჯერებლობა იგრძნო და ისევ გადავიდა აგრესიულ თამაშზე. თავად ავსტრალიელი თითქმის არ ცდებოდა, მაგრამ ვერაფერი გააწყო მეტოქის ზეწოლის წინააღმდეგ. შესაბამისად, წინ გაჭრილი პეტრას დაწევა ვერ შეძლო და პარტია დათმო - 3:6.

ჩეხის შეჩერება შეუძლებელი გახდა. კვიტოვამ საკუთარი შეტევების წყალობით მესამე სეტში გადამწყვეტ უპირატესობას მიაღწია - 5:0. სტოსური მხოლოდ მაშინ გამოცოცხლდა, როცა დასაკარგი არაფერი ჰქონდა და ზედიზედ სამი გეიმი მოიგო. პეტრა მორიგი ჩავარდნის საშიშროების წინაშე დადგა, მაგრამ საპასუხისმგებლო მომენტში "მშრალი" ანგარიშით მოიგო თავისი გეიმი - 5:7, 6:3, 6:3.

ზვონარევასა და აზარენკას უფრო მდიდარი ურთიერთშეხვედრათა ტრადიცია აქვთ. ისინი მეათედ ხვდებოდნენ ერთმანეთს და აქამდე უპირატესობა რუს ჩოგბურთელს ჰქონდა - 6:3. საერთოდ, ზვონარევა ამ ტურნირზე წარმატებით თამაშობს - ის უკვე მესამედ გავიდა წლის შემაჯამებელი ჩემპიონატის ნახევარფინალში, აზარენკასთვის კი ეს იყო პირველი ამგვარი წარმატება.

მეორე ნახევარფინალში გაცილებით ნაკლები ბრძოლა იყო, თუმცა აზარენკამ მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ საბოლოო ანგარიში არ შეესაბამებოდა კორტზე განვითარებულ მოვლენებს. პირველ სეტში ბრეიკების გაცვლის შემდეგ, ბელარუს ჩოგბურთელს ძალიან გაუადვილა საქმე ზვონარევას უამრავმა შეცდომამ.

აზარენკას დონის მოწინააღმდეგესთან მატჩში ასეთი თამაშით წარმატების მიღწევა შეუძლებელია.

თამაშის მსვლელობა არც მეორე სეტში შეცვლილა. რუსი ბევრს უტევდა და ისევ ბევრ შეცდომას უშვებდა. განსხვავება ის იყო, რომ გეიმები უფრო ხანგრძლივი გახდა და ყველაზე გრძელში წარმატებას ზვონარევამ მიაღწია. ეს თითქოს მატჩში გარდატეხის მომენტი უნდა ყოფილიყო, მაგრამ შემდეგ ორმა წაგებულმა საკუთარმა ბრეიკმა რუსის მარცხი გამოიწვია - 2:6, 3:6. მთელი მატჩის განმავლობაში ზვონარევას 47 უნებლიე შეცდომა დაუგროვდა, რაც ასეთი დონის შეხვედრისთვის ძალიან ბევრია.

კვიტოვაც და აზარენკაც პირველად თამაშობდნენ ამ ტურნირის ფინალში. პრესტიჟული პრიზის გარდა, ისინი რეიტინგის მეორე ადგილისთვის იბრძოდნენ. წარმატების შემთხვევაში ჩეხი ჩოგბურთელი 115 ქულით მიუახლოვდებოდა კაროლინ ვოზნიაცკის, რაც ახალი სეზონის დასაწყისში სიდნეის ტურნირზე კლასიფიკაციის ლიდერობის შანსს მისცემს.

აღსანიშნავია, რომ ბოლო შვიდი წლის განმავლობაში პეტრა პირველი ჩოგბურთელია, ვინც დებიუტი ფინალში გასვლით აღნიშნა. რაც შეეხება ფინალისტების ურთიერთშეხვედრათა ისტორიას, წინ კვიტოვა იყო - 3:2.

თავიდან აზარენკამ ვერაფერი დაუპირისპირა მეტოქეს. ჯერჯერთი, ბელარუსი ჩოგბურთელი საკმაოდ პასიურად მოქმედებდა და ბევრ შეცდომას უშვებდა, გარდა ამისა, კვიტოვას გამოსდიოდა კარგი შეტევები. ასე გაგრძელდა 5:0-მდე, რის შემდეგაც თამაშის სურათი მკვეთრად შეიცვალა. ინიციატივა ბელარუსი ჩოგბურთელის მხარეს გადავიდა, პეტრა კი ანერვიულდა, რამაც შეცდომების ზრდა გამოიწვია.

ჩეხმა მატჩზე ჩაწოდებისას ორივე საკუთარი გეიმი ნულზე წააგო, ასევე ორი სეტბოლი გაანიავა მიღებაზე. საბოლოოდ, ანგარიში გათანაბრდა - 5:5. მაგრამ ამ მომენტში კვიტოვამ ისევ იპოვნა საკუთარი თამაში და მეტოქეს მეხუთე ცდაზე აართვა პარტია - 7:5.

თუმცა მეორე სეტი პეტრამ ნაკლებად ეფექტურად ჩაატარა. ვიქტორია განთავისუფლდა ზეწოლისგან და საკმაოდ კარგი თამაში აჩვენა შეტევაში, რამაც ბრეიკით უპირატესობა მოუტანა. კვიტოვას ჰქონდა ბრეიკის დაბრუნების შანსი, მაგრამ ბელარუსი ზუსტად მოქმედებდა გადამწყვეტ მომენტებში - ხანდახან რისკავდა კიდეც, მაგრამ უმართლებდა - 6:4.

გადამწყვეტ სეტში ბევრი რამ სტარტზე გადაწყდა. აზარენკამ სამმაგი ბრეიკ-პოინტი მოიპოვა, მაგრამ კვიტოვამ დროულად მოუმატა თამაშს შეტევაში და გადაარჩინა ეს გეიმი, ამ წარმატებით გამხნევებულმა კი იქვე ბრეიკი გააკეთა. ამის შემდეგ ვიქტორიას მეტოქის გეიმის აღების შანსი არ ჰქონია - პეტრა ბრწყინვალედ თამაშობდა თავის მოწოდებაზე. თავად ბელარუსს კი ბოლოსკენ მატჩბოლიდან საკუთარი გეიმის გადარჩენა მოუწია, მაგრამ ამას შედეგზე არ უმოქმედია - ჩეხმა მატჩზე დამაჯერებლად ჩააწოდა და მატჩბოლის რეალიზაციის შემდეგ გახარებული კორტზე დაეცა - 7:5, 4:6, 6:3.

WTA Championships

სტამბოლი (თურქეთი). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 4 900 000 დოლარი

1/2 ფინალი

ვიქტორია აზარენკა (ბლრ)-ვერა ზვონარევა (რუს) 6:2, 6:3; პეტრა კვიტოვა (ჩეხ)-სამანტა სტოსური (ავსტრა, 7) 5:7, 6:3, 6:3.

ფინალი

პეტრა კვიტოვა (ჩეხ)-ვიქტორია აზარენკა (ბლრ) 7:5, 4:6, 6:3.

წყვილთა ფინალი

ლიზელ ჰუბერი/ლიზა რეიმონდი (აშშ, 2)-კვეტა პეშკე/კატარინა სრებოტნიკი (ჩეხ/სლოვაკ, 1) 6:4, 6:4.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[PHOTO] პირველი ქალი ჩოგბურთელი, რომელმაც მკერდი გაიდიდა - ფრანგმა გოგონამ მიზეზი ახსნა

სენსაციებით დატვირთული დღე შანხაიში - ტურნირს რამდენიმე ვარსკვლავი ერთიანად გამოეთიშა

ბასილაშვილი ჩილიჩთან დამარცხდა და ჯოკოვიჩთან კიდევ ერთხელ დაპირისპირების შანსი დაკარგა

ფუტსალი | საქართველო 2:2 ყირგიზეთი

პსჟ პაჩოს კონტრაქტს გაუგრძელებს

შენგელიას 18 ქულა და გამარჯვება, ბურჯანაძის 7 ქულა და ბრძოლაში მარცხი

ქალთა ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

"ინტერის" სპორტულმა დირექტორმა ნეიმარის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა

ბენზემა ევროპაში დაბრუნდება? - ფრანგი ფორვარდის დამატება თურქულ გრანდს უნდა

პსჟ-ში ტრავმირებულები ბრუნდებიან - დემბელესა და მარკინიოსს "ლევერკუზენთან" თამაში შეეძლებათ

აბუაშვილის და წიტაიშვილის "მეცმა" მორიგი მარცხი განიცადა

როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩში?

[VIDEO] გამორჩეული დაპირისპირება მოულოდნელი გმირით - მამარდაშვილის "ლივერპული" სახლში "მანჩესტერ იუნაიტედთან" დამარცხდა

"მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩში "ლივერპულის" შემადგენლობა ცნობილია

[VIDEO] კიტეიშვილის გამარჯვების გოლი და საგოლე გადაცემა - "შტურმმა" 4:3 მოიგო

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" გამარჯვება ხელიდან გაუშვა

"შოთა არველაძის სამშობლოში ვართ და სამწუხაროა, რომ ის ვერ ითამაშებს" - ფრანკ დე ბური ლეგენდების მატჩის წინ

"ესპანური სწრაფად ვისწავლე, რადგან ეს პატივისცემის ნიშანია" - კილიან მბაპე მადრიდულ ცხოვრებაზე

"წლის საუკეთესო მებრძოლად მერაბ დვალიშვილი უნდა დასახელდეს" - უმარ ნურმაგომედოვი

"როცა გულის შეტევით საავადმყოფოში ვიწექი, მესის ქმედებით გაოგნებული დავრჩი" - კასილასმა აქამდე უცნობი ისტორია გაიხსენა

"საფონოვი მოთმინებას კარგავს" - რას წერს ფრანგული გამოცემა რუს მეკარეზე?

[VIDEO] შერმადინის და უერტასის დუეტი კვლავ ბრწყინავს - "ტენერიფემ" "მურსია" დაამარცხა

გვარდიოლამ გაამხილა, როდის იფიქრებს მწვრთნელის კარიერის დასრულებაზე