ცხინვალელთა კარში გატანილი ალვაროს გოლი მხოლოდ ტურის კი არა, ჩემპიონატის მშვენებაა!
30.10. თბილისი. მ. მესხი. 300 მაყურებელი

დინამო-სპარტაკი 2:0

1:0 კოტო (11), 2:0 ალვარო (85)

დინამო სპარტაკი

4-3-3 4-2-2

ლორია ძაგანია

შ. კაშია თიბილაშვილი

ჰომოლა ტეტუნაშვილი

რეხვიაშვილი დ. ლომაია

ოდიკაძე ხუბუა

კვეკვესკირი შალამბერიძე

ალვარო თ. შონია

კოშკაძე ვ. კილასონია

კოტო შარაშენიძე

კახელიშვილი რ. ჯიქია

ჩისკო მეტრეველი

მწვრთნელი მწვრთნელი

ა. გარსია ვ. ხაჩიძე

დინამო

74. კახელიშვილი - ლექვთაძე

81. ჩისკო - ჯიღაური

87. კოტო - იაგუე

სათადარიგოები: ზარქუა, ხოჭოლავა, თექთურმანიძე, რობერტინიო

სპარტაკი

46. შარაშენიძე - მამუჩიშვილი

60. კილასონია - რუხაძე

84. ჯიქია - თუხარელი

სათადარიგოები: ნ. დაუშვილი, ბოიომო, სეფიაშვილი, ლობჯანიძე

გაფრთხილება: ვ. კილასონია (18)

არბიტრი: ლ. სილაგავა

წინა ტურში "გაგრას" განადგურებით "დინამომ" ორმატჩიანი დამარცხებათა სერია შეწყვიტა, დედაქალაქელთა გუშინდელი გამარჯვების პარალელურად კი, მათმა ორმა კონკურენტმა მარცხი იწვნია და ალექს გარსიას გუნდმაც სატურნირო მდგომარეობა საგრძნობლად გაიუმჯობესა.

"სპარტაკს" ურიგოდ სულაც არ უთამაშია და მატჩის გადარჩენის შანსს ბოლო წუთებამდე ინარჩუნებდა, მაგრამ "დინამომ" მაინც უკეთესი შთაბეჭდილება დატოვა და დამსახურებულადაც გაიმარჯვა.

"დინამოს" დაცვის ხაზი გუშინ უჩვეულოდ გამოიყურებოდა - ლევან კაკუბავასა და გულვერდ თომაშვილის ტრავმების გამო დაცვის ცენტრი ირჟი ჰომოლამ და გიორგი რეხვიაშვილმა დაიკავეს, მარჯვენა ფლანგზე შოთა კაშია გაამწესეს, მარჯვენაფლანგელმა დავით ოდიკაძემ კი მარცხენა მცველის პოზიციაზე ითამაშა.

პირველ ტაიმში გამოკვეთილილი უპირატესობა არც ერთს ჰქონია, მაგრამ "დინამომ" მთავარი ამოცანის შესრულება, სწრაფი გოლის გატანა მაინც შეძლო - "სპარტაკის" მცველებმა საჯარიმოდან ბურთი კარგად ვერ გამოიტანეს და კარლეს კოტომ ერთი შეხებით ცხრიანში ეფექტურად გაიტანა.

ვლადიმერ ხაჩიძის გუნდი ბედს არ შეურიგდა, თუმცა შესვენებაზე მეტოქეს ბევრი ვერაფერი დააკლო. რევაზ ჯიქიას ორ არცთუ სახიფათო დარტყმას რეალურ მომენტს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ. სამაგიეროდ, "დინამოს" შეეძლო უპირატესობის განმტკიცება. ტაიმის მიწურულს გიორგი კახელიშვილმა ხელსაყრელი პოზიციიდან დარტყმას ალექსანდრე კოშკაძისკენ პასი ამჯობინა და "დინამოს" კაპიტანს დარტყმა არ გამოუვიდა.

მეორე ტაიმი პირველზე უკეთესი სანახავი გამოდგა და გიორგი ლორიას საქმე გაუჩნდა. მან ჯერ მასთან პირისპირ გასულ გელა ხუბუას აჯობა, შემდეგ კი "სპარტაკის" კაპიტანი თეიმურაზ შონია უფრო ახლოს იყო გოლთან, მაგრამ "დინამო" საკუთარი კიპერის რეაქციამ იხსნა.

82-ე წუთზე კი "დინამოს" დაცვის შეცდომის წყალობით ჯიქია მეკარესთან პირისპირ გავიდა, მაგრამ სუსტად დაარტყა და ლორია ბურთს იოლად დაეუფლა.

უქმად არც მასპინძლები ყოფილან. საგოლე მომენტები ხელიდან გაუშვეს კოშკაძემ, კოტომ, კახელიშვილმა და მიკელ ალვარომ. თუმცა ეს მატჩი აშკარად არ იყო 1:0-ის შესაფერისი და საკუთარი გუნდის უპირატესობა ანგარიშში ალვარომ ასახა, თანაც როგორ: მოედნის ცენტრალურ წრეს რამდენიმე მეტრით გაცდენილმა "სპარტაკის" კარში ძლიერად და, რაც მთავარია, ზუსტად დაარტყა - 2:0. ეს გოლი მხოლოდ ტურის კი არა, ჩემპიონატის მშვენებაა!

დარჩენილ წუთებში საინტერესო აღარაფერი მომხდარა და გუშინ დაფიქსირებული რამდენიმე მოულოდნელი ანგარიშის შემდეგ ტურის ბოლო მატჩი მოსალოდნელი შედეგით დასრულდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

giodinamo
თამაშზე იყავით???? როცა მართლა 300 არის 600 წერთ და გუშინ სადღაც 1200-1500 კაცი იყო და 300 წერთ არ შეიძლება ესე
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა