2008-09 წლების სეზონში, როდესაც „ვოლფსბურგმა“ ბუნდესლიგის ჩემპიონობა მოიგო, ბოსნიელმა გამარჯვება გემრიელი ნაფაზით აღნიშნა
2008-09 წლების სეზონში, როდესაც „ვოლფსბურგმა“ ბუნდესლიგის ჩემპიონის ტიტული მოიგო, ბოსნიელმა თავდამსხმელმა, ედინ ჯეკომ პირდაპირ მოედანზე მოუკიდა დიდ სიგარას და გამარჯვება გემრიელი ნაფაზით აღნიშნა.

გერმანული გუნდის იმ გამარჯვებაში მწეველ ჯეკოს მართლაც დიდი წვლილი მიუძღოდა. დღეს ბოსნიელი 25 წლისაა და „მანჩესტერ სიტისთან“ ერთად პრემიერლიგის ჩემპიონის ტიტულისთვის იბრძვის. მართალია, ერთი ხნის წინ, მიუნხენში, „ბაიერნთან“ შეხვედრაში, როდესაც მწვრთნელმა, რობერტო მანჩინიმ შეცვალა, პროტესტი გამოთქვა და იტალიელს აწყენინა, მაგრამ ისტლენდელებისადმი მის ერთგულებაში ეჭვს ვერავინ შეიტანს და ფორვარდის მიზანიც მკაფიოა: თუ ნებას დართავენ, მომავალ გაზაფხულზეც უნდა „ეტიჰედ სთედიუმის“ მოედანზე ერთი ლაზათიანი გაბოლება.

თავდამსხმელმა, რომელიც „სიტის“ 27 მილიონი ფუნტი დაუჯდა, თქვა: „ჩვენ ათი შეხვედრის შემდეგ „მანჩესტერ იუნაიტედზე“ ხუთი ქულით მეტი დავაგროვეთ, მაგრამ სეზონის დასრულებამდე ჯერ ძალიან ბევრი მატჩია ჩასატარებელი. პირადად ჩემთვის ფავორიტი დღესაც „იუნაიტედია“.

სხვა საქმეა, რომ ცხრილში პირველ ადგილზე ვართ და ყველა ღონეს ვიხმართ, რათა ეს პოზიცია შევინარჩუნოთ. ის რომ „ჩელსის“ ცხრა ქულით ვუსწრებთ, რასაკვირველია, დიდებულია, მაგრამ ერთი წუთითაც არ ვფიქრობ, რომ პრემიერლიგის პირველობა მხოლოდ ჩვენი და „იუნაიტედის“ დოღად იქცა.

სეზონი ისე დავიწყეთ, რომ მისი წყალობით დღეს საკუთარი თავის რწმენით ვართ აღვსილნი. გასულ სეზონში ხომ მოვიგეთ ფეხბურთის ასოციაციის თასი? ჰოდა, ამ სეზონში უკვე ჩემპიონობა გვინდა. ისევ სიგარით თუ ვაპირებ ზეიმს? თუ ვინმე სიგარას მომაწოდებს, რატომაც არა“.

პრემიერლიგის მომდევნო ტურამდე „მანჩესტერ სიტის“ ჩემპიონთა ლიგის საქმეები აქვს მოსაგვარებელი. ჯეკო, სავარაუდოდ, მოედანზე იქნება. როგორც ზემოთ მოგახსენეთ, მიუნხენის „ალიანს არენაზე“ ჯეკომ შეცვლა გააპროტესტა, რითაც მანჩინის აწყენინა, მაგრამ იმ დღეს ბოსნიელის საქციელი არგენტინელი კარლოს ტევესის ცნობილმა უარმა გადაფარა.

„ეს ამბავი ჩემთვის უკვე წარსულს ჩაბარდა. მწვრთნელს მეორე დღესვე მოვუბოდიშე და კონფლიქტიც ამოიწურა. მოედანზე ყოფნა და თამაში ყველა ფეხბურთელს უნდა და როდესაც ხელი გვეშლება, ხანდახან ვბრაზდებით. ვფიქრობ, ეს ბუნებრივი ამბავია. თან, იმ დღეს ისეთიც არაფერი მომხდარა. ყველაფერში დამნაშავე იმედგაცრუება იყო. წარმოიდგინეთ, დიდი ხნის შემდეგ გერმანიაში დავბრუნდი და მინდოდა ძველი მაყურებლის წინაშე კიდევ ერთხელ გამომეჩინა თავი.

პირველი ნახევარი საათის განმავლობაში ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ მერე იღბალმა ზურგი გვაქცია. თუმცა, მას მერე ჩემი საქმე კარგად მიდის. ბოლო კვირაში ხუთი გოლი გავიტანე. მონდომება არ მაკლია. რას იზამ, ყველაფერი ხდება. ხანდახან, ცუდად თამაშობ და გოლები გაგაქვს, ხანდახან კი პირიქით“.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა