"სპარტაკთან" (2:0) მოგებული შეხვედრის შემდეგ, "დინამოს" ესპანელმა ლეგიონერმა კომენტარი გააკეთა
ცხინვალის "სპარტაკთან" (2:0) მოგებული შეხვედრის შემდეგ, "დინამოს" ესპანელმა ლეგიონერმა კარლეს კოტომ, რომელიც ცხინვალელთა კარში გატანილი პირველი გოლის ავტორია, გუნდის ოფიციალური ვებ-გვერდისთვის კომენტარი გააკეთა.

კარლეს კოტო:"ვიცოდით რომ ძალიან რთული თამაში გველოდა. "სპარტაკთან" მოგება სატურნირო თვალსაზრისით ჰაერივით გვჭირდებოდა. კმაყოფილი ვარ, რომ უკანასკნელ შეხვედრებში გოლები გამაქვს და მიხარია, რომ გუნდის წარმატებულ თამაშში ჩემი წვლილიც შემაქვს. წინ გორის "დილასთან" დაძაბული და მნიშვნელოვანი სათასო მატჩი გველის.

პირველ თამაშში უპირატესობა გვქონდა და ჩემი აზრით მეტოქეს ვჯობდით, მაგრამ საგოლე მომენტების ვერ გამოყენების გამო დავისაჯეთ და ფრედ ვითამაშეთ. ვიცით რომ ფავორიტები ვართ და ეს მოედანზე გვექნება დასამტკიცებელი, თანაც ისეთ მინდორზე, სადაც ფაქტიურად გამორიცხულია საუკეთესო თამაშის ჩვენება, თუმცა ვალდებულნი ვართ 1/8 ფინალური ეტაპი გავიაროთ.

"დინამოს" დატვირთული კალენდარი აქვს, მაგრამ ეს ფაქტორი ფეხბურთელებს დისკომფორტს არ გვიქმნის, პირიქით ჩვენ პროფესიონალები ვართ და სასიამოვნოა კიდეც, როდესაც ასე ხშირად გიწევს მოედანზე საყვარელი საქმის კეთება".

fcdinamo.ge

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა