გერმანულ პრესაში მიაჩნიათ, რომ "მერსედესის" პილოტი ნიკო როსბერგი სერიოზულად განიხილავს "ფერარიში" გადასვლის პერსპექტივას
გერმანულ პრესაში მიაჩნიათ, რომ "მერსედესის" პილოტი ნიკო როსბერგი სერიოზულად განიხილავს "ფერარიში" გადასვლის პერსპექტივას. გერმანელი ავტომრბოლი არ გამორიცხავს, უკვე მომდევნო სეზონში ამოჰყოს თავი "სკუდერიას" რიგებში.

ამის შესახებ ლაპარაკი ადრეც იყო, მაგრამ ახლა საბოლოოდ ცხადი გახდა, რომ ფელიპე მასა ვერ ახერხებს ფერნანდო ალონსოსთან თანაბრად კონკურენციას - ამიტომაც, "ფერარიმ" წელს წააგო კონსტრუქტორთა თასზე მეორე ადგილისთვის ბრძოლა "მაკლარენთან". მიუხედავად იმისა, რომ როსბერგისა და მასას კონტრაქტები 2012 წლის ბოლომდეა ძალაში, ფორმულა 1-ის ისტორიამ მრავალი შემთხვევა იცის, როცა ასეთ გარემოებას ხელი არ შეუშლია პილოტის ტრანსფერისთვის.

ამავდროულად, თუ "სკუდერიაში" გადაწყვეტენ ფელიპეს გაშვებას, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მის ადგილს სწორედ როსბერგი დაიკავებს. ბოლოს დროს, საკმაოდ კარგ ფორმას აჩვენებს "ფერარის" აკადემიის მსმნელები სერხიო პერესი, გარდა ამისა, მასას ადგილზე სხვა კანდიდატებიც არიან.

ნიკო როსბერგმა წლევანდელი სეზონის მსვლელობისას მეასე გრანპრის ჩაატარა კარიერაში, მაგრამ დღემდე არც ერთი გამარჯვებისთვის არ მიუღწევია. მის ანგარიშზე მხოლოდ ხუთი პოდიუმი მოდის. გარდა ამისა, დღეს აღარ შეიმჩნევა ნიკოს უპირატესობა თანაგუნდელ მიხაელ შუმახერზე, როგორც ეს სეზონის დასაწყისში იყო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა