ფრანგმა, რომელიც წლის შემაჯამებელ ტურნირში მოსახვედრად იბრძვის, ვენაში უმნიშვნელოვანეს წარმატებას მიაღწია
ქალებისგან განსხვავებით, მამაკაცებს სეზონის ბოლომდე კიდევ რამდენიმე ტურნირი აქვთ ჩასატარებელი, მათ შორის, პარიზის მასტერსი და წლის შემაჯამებელი ჩემპიონატი ლონდონში.

მანამდე კი კაცები გასულ კვირას ავსტრიის დედაქალაქ ვენაში არკვევდნენ ურთიერთობას. ტურნირის სტარტი იმით იყო გამორჩეული, რომ კარიერაში თავისი ბოლო მატჩი ჩაატარა ლეგენდარულმა ავსტრიელმა ტომას მუსტერმა, რომელმაც 18 წლის თანამემამულე დომინიკ ტიმთან წააგო. ავსტრიელებმა რეკორდი დაამყარეს მეტოქეების ასაკს შორის მაქსიმალური სხვაობის მიხედვით - 26 წელი!

ფინალში ერთმანეთს შეხვდნენ ხუან მარტინ დელ პოტრო და ჟო-ვილფრიდ ცონგა, რომლისთვისაც ნებისმიერი ტურნირი და მატჩი დიდი მნიშვნელობისაა, რადგან ფრანგი წლის შემაჯამებელ ტურნირში მოსახვედრად იბრძვის.

ამ მხრივ, ცონგამ ვენაში უმნიშვნელოვანეს წარმატებას მიაღწია. პირველ სეტში დაძაბული ბრძოლა ბოლომდე მიდიოდა. ჟომ ტაი-ბრეიკზე, 5:5-ის დროს საბედისწერო შეცდომა დაუშვა - ორმაგი გააკეთა და შემდეგ დელ პოტრომ სეტბოლი მომგებიან ქულაში გარდასახა.

მეორე სეტში არგენტინელმა წარმატება განავრცო - ბრეიკი გააკეთა, თუმცა ცონგამ შეძლო დაკარგული მოწოდების დაბრუნება, შემდეგ კი დელ პოტროს კიდევ ერთხელ დააშვებინა შეცდომა, მეორე ბრეიკი აიღო და 6:3 მოიგო მეორე პარტია.

საბოლოოდ, გადამწყვეტი აღმოჩნდა მესამე სეტის მეშვიდე გეიმი, როცა ცონგამ პირველივე ცდაზე აიღო მეტოქის მოწოდება. ამან ფრანგს მეტი დამაჯერებლობა შესძინა და ბოლო გეიმი "მშრალი" ანგარიშით მოიგო.

თამაში, რომელიც ორ საათსა და 28 წუთს გრძელდებოდა, ცონგამ 25 ეისი ჩააწოდა. ამის წყალობით მან სამ სეტში მოიგო - 6:7, 6:3, 6:4 და ლონდონში სეზონის დასკვნით ტურნირზე გამგზავრების რეალური შანსი მიიღო. აღსანიშნავია, რომ ჟომ კარიერაში პირველად დაამარცხა დელ პოტრო.

Erste Bank Open

ვენა (ავსტრია). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 776 933 დოლარი

ფინალი

ჟო-ვილფრიდ ცონგა (საფ, 1)-ხუან მარტინ დელ პოტრო (არგ, 2) 6:7(5), 6:3, 6:4.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა