ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

საღარაძის ტურნირი და კონკურენცია ნაკრებში

საღარაძის ტურნირი და კონკურენცია ნაკრებში

ამბროლაურმა ჭაბუკთა შორის თავისუფალ ჭიდაობაში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონის სახელობის ტურნირს მერვედ უმასპინძლა
ამ უქმეებზე ამბროლაურმა მერვედ უმასპინძლა ჭაბუკთა შორის თავისუფალ ჭიდაობაში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონ გურამ საღარაძის სახელობის ტურნირს.

ეს უკვე სხვა ამბროლაურია

წლევანდელ შეჯიბრს ამბროლაური განახლებული ინფრასტრუქტურით შეხვდა - აშენდა ახალი სასტუმრო და სპორტული დარბაზი. ახალ დარბაზში ორი ლეიბი ეტევა და დაახლოებით 250 სკამზეა გათვლილი, თუმცა ფეხზე დასადგომი ადგილების ჩათვლით გაცილებით ბევრ მაყურებელს იტევს.

რეკონსტრუქციის შემდეგ იქაურობა შედარებით დაბალი რანგის საერთაშორისო ტურნირების სამასპინძლოდაც სრულიად მზადაა. მით უფრო, ახალაშენებული სასტუმროც ამუშავდა. გურამ საღარაძის ავტორიტეტიდან გამომდინარე, ტურნირზე უცხოელთა ჩასვლა არასოდეს ყოფილა პრობლემა, მაგრამ დაბინავება სერიოზული სირთულე იყო. ამ მიზეზით არც იწვევდნენ ბევრს, ამიერიდან კი ეს დაბრკოლება მოხსნილია.

იმედია, მონაწილეთა რაოდენობა გაისად მეტად გაიზრდება, მით უფრო, რომ წლეულს ტურნირის მაღალ დონეზე ჩასატარებლად საღარაძესთან ერთად ადგილობრივი ხელისუფლებაც კარგად გაისარჯა - მხარის გუბერნატორი დავით გაგოშიძე და საკუთრივ ამბროლაურის რაიონის ხელმძღვანელობა საკრებულოს თავმჯდომარე კახა ფარჯანაძის, გამგებელ ლევან ჯმუხაძის, სპორტის სამსახურის უფროს ლევან ბარსონიძის და სპორტული სკოლის დირექტორ ბადრი სარდანაშვილის შემადგენლობით.

მისასალმებელია ადგილობრივი ხელისუფლების ასეთი ზრუნვა - ამით ისინი საკუთარ მხარესაც უწევენ პოპულარიზაციას და ძალიან დიდ სტიმულს აძლევენ ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას, დიდი სიახლე და სიხარული შეაქვთ პროვინციის ცხოვრებაში. ადგილობრივი ხელისუფლების ერთ-ერთი პირდაპირი მოვალეობა ხომ ესეცაა.

ცნობილები და სამარელი გიუნაშვილი

ეს ასპარეზობა არაა საერთაშორისო სტატუსის, თუმცა მასში უცხოელები მაინც მონაწილეობდნენ - სომხები, აზერბაიჯანელები და რუსები. მოწვეულები იყვნენ ირანელები, ჩამოსვლაზე თანხმობაც განაცხადეს, მაგრამ საბოლოოდ ვერ მოახერხეს და მოიბოდიშეს. რუსეთს ამჯერად სამარის გუნდი წარმოადგენდა, სადაც წლების განმავლობაში მუშაობს რაჭველი მწვრთნელი მიხეილ ლობჟანიძე.

მას ხშირად ჩამოჰყავს მოსწავლეები საქართველოში შეჯიბრებზე და ამჯერადაც სიამოვნებით ესტუმრა მშობლიურ კუთხეს. ტურნირის მთავარი ჯილდოც, გურამ საღარაძის სახელობის პრიზიც მისმა შეგირდმა, 85 კილოგრამში გამარჯვებულმა წარმოშობით რუსთაველმა ზურაბ გიუნაშვილმა მოიპოვა.

უცხოელებს საქართველოს თითქმის ყველა რაიონის გუნდები დაემატნენ და მონაწილეთა დიდი რაოდენობა გამოვიდა - 350. მათ ორ ასაკობრივ ჯგუფში იასპარეზეს - 1995-98 და 2000-2002 წლებში დაბადებულთა შორის. უფროსებში ეს ის ასაკია, რომლებმაც გაისად უკვე ეროვნულ ნაკრებში ევროპისა და მსოფლიოს პირველობებზე უნდა იჭიდაონ. ეს შეჯიბრი კი მათთვის ერთ-ერთი შესარჩევი ეტაპი იყო გუნდში მოსახვედრად, რასაც წინ უძღოდა ხაშურის და ონის, აგრეთვე სომხეთის ტურნირები.

მწვრთნელებისთვის საინტერესო შედეგებიც აღინიშნა. ასე მაგალითად, 46-ში გიორგი პასიკაშვილმა გაიმარჯვა, რომელიც სომხეთშიც ჩემპიონი გახდა, ონსა და ხაშურში გამარჯვებული ბათუმელი რამაზ ზოიძე კი ამჯერად მესამეზე გავიდა.

დაძაბული კონკურენცია კვლავაც გრძელდება 69-ში, თუმცა მასში ახლა ბევრად გამოცდილი ქუთაისელი, ევროპის წლევანდელი ვიცე-ჩემპიონი ომარ გურჯიძე ჩაერია და ფინალში სომხეთში გაჩემპიონებული ლევან მურადხანაშვილი დაამარცხა, ონის შეჯიბრების მომგები გიორგი ბეჟიაშვილი კი მესამეზე გავიდა.

76 კილოგრამში მსოფლიოს წლევანდელმა პრიზიორმა გიორგი ჩხარტიშვილმა იმარჯვა. 63-ში კვლავ იყოჩაღა ხაშურის ტურნირის მომგებმა, სომხეთში კი ორ სხვადასხვა შეჯიბრზე ოქრო-ვერცხლის მომპოვებელმა ტარიელ გაფრინდაშვილმა. საბედნიეროდ, მსგავსი მაგალითების დასახელება მრავლად შეიძლება, რაც დიდ კონკურენციაზე მიუთითებს, ეს კი წარმატების წინაპირობაა.

ახალი სახეები, გოგოებიც...

ცხადია, ძველ ლიდერებს ახალი სახეებიც დაემატნენ და შეიძლება ითქვას, კონკურენციის თვალსაზრისით საღარაძის ტურნირმა გაამართლა. მით უფრო, კვარცხლბეკს თუ გადახედავთ, შეამჩნევთ, რომ მედალოსანთა გეოგრაფია საკმაოდ ფართოა, ხოლო ჩოხატაური სულაც ახალი წერტილია - გურიაში ბერძნულ-რომაული ჭიდაობაა განვითარებული, "თავისუფალში" კი ეს იქაურთა პირველი ნაბიჯია, რაც ენთუზიასტი მწვრთნელის - გია ბოლქვაძის დამსახურებაა. ასევე თვალშისაცემია ნინოწმინდელთა ხვავრიელი მონაგარიც.

შეჯიბრზე ინდივიდუალური პრიზებიც იყო დაწესებული. იორამ საღარაძის სახელობის ჯილდო, როგორც ყველაზე მძიმეწონიანმა მოჭიდავემ, თბილისელმა გლახო ზედელაშვილმა მიიღო, შეჯიბრის საუკეთესო მოჭიდავედ კი, მასპინძელთა გასახარად, ამბროლაურელი ვლადიმერ გამყრელიძე დაასახელეს.

მაყურებლის სიმპათია ანუ ახლახან გარდაცვლილი ჯუმბერ დავლიანიძის სახელობის პრიზის მფლობელი ომარ გურჯიძე გახდა, ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდა ამბროლაურელი მოჭიდავის - ფრიდონ მკერვალიშვილის სახელობის ჯილდო კი, რაც მთლიანად მსაჯთა სიმპათიით გამოვლინდა, გარდაცვლილის თანაქალაქელ ნიკოლოზ გოგრიჭიანს გადაეცა.

ბოლო წლებში პირველად, ამ ტურნირზე გოგოების ასპარეზობაც გაიმართა - აბსოლუტურ წონით კატეგორიაში, სადაც სულ 6 მონაწილე გამოდიოდა. აქ გორელმა ანი აკოფოვმა გაიმარჯვა, მომდევნო ადგილები კი ამბროლაურელებმა დაიკავეს - ვერცხლი ანა ჩარქსელიანს ერგო, ბრინჯაო - ხატია ჯოხაძეს.

კვარცხლბეკი

ბიჭები. 2000-2002 წწ

23 კგ. 1. შემავონ ტევონიანი (სომხეთი), 2. იგორ ბერიძე (ქობულეთი), 3. გიორგი გოგრიჭიანი (ამბროლაური), აკოფ პოღოსიანი (ნინოწმინდა).

26 კგ. 1. თორნიკე ქათამაძე, 2. ლუკა ქარჩხაძე (ორივე - ქობულეთი), 3. გიორგი გეგელაშვილი (გორი), სპარტაკ სირაგანიანი (ნინოწმინდა).

29 კგ. 1. ლაშა ფუტკარაძე (ხელვაჩაური), 2. ნიკოლოზ გოგრიჭიანი (ამბროლაური), 3. მახარე გელაშვილი (ხაშური), გია უღრელიძე (სამტრედია).

32 კგ. 1. ვლადიმერ გამყრელიძე (ამბროლაური), 2. გევორქ მარქარიანი, 3. გრიგორი ბაღდასარიანი (ორივე - სომხეთი), გიგა მელაშვილი (ამბროლაური).

35 კგ. 1. ნარიბეგ ოგანესიანი (ნინოწმინდა), 2. დავით გევორქიანი, 3. ოვანეს ვარდანიანი (ორივე - სომხეთი), გიორგი გურასპაშვილი (რუსთავი).

38 კგ. 1. გეგამ გალუსიანი (სომხეთი), 2. ვლადიმირ ივანინი (რუსეთი), 3. არმან ანდრეასიანი, გორგ აკოფიანი (ორივე - სომხეთი).

42 კგ. 1. სიმონ ოსკანიანი (ქარელი), 2. მიხეილ ბოჭორიძე (საგარეჯო), 3. დავით ფურცხვანიძე, აკაკი გოგსაძე (ორივე - ამბროლაური).

46 კგ. 1. ნოდარ ბიწაძე (რუსთავი), 2. ალექსი ჯანელიძე, 3. გივი ბერიშვილი (ორივე - ამბროლაური).

+46 კგ. 1. თენგიზ ირემაძე (ჩოხატაური), 2. ივანე გუგეშაშვილი (ონი), 3. შოთა გოგიტიძე (ქედა).

ბიჭები. 1995-98 წ.წ.

42 კგ. 1. იაშა ბაბაიანი (სომხეთი), 2. გაიოზ გონგლაძე (ხაშური), 3. ლევან ნიპარიშვილი (კასპი), თორნიკე მახარაძე (ბათუმი).

46 კგ. 1. გიორგი პასიკაშვილი (საგარეჯო), 2. ტაიფუნ აბდულაევი (მარნეული), 3. რამაზ ზოიძე (ბათუმი), ამირან მეკეიძე (ნინოწმინდა).

50 კგ. 1. გიორგი ლეჟავა (სამტრედია), 2. გიორგი ყაზარაშვილი (კასპი), 3. გევორგ ტადევოსიანი (სომხეთი), ალი მახმადოღლი (ქარელი).

54 კგ. 1. ივანე გაბოძე (კასპი), 2. მიხეილ მამუკელაშვილი (საგარეჯო), 3. ოვანეს ღარიბიანი, ნორიკ ბეშანიანი (ორივე - სომხეთი).

58 კგ. 1. არტურ პანოიანი, 2. გორ სარქისიანი (ორივე - სომხეთი), 3. ანზორ კაკლიაშვილი (გორი), ბექა წიკლაური (ხაშური).

63 კგ. 1. ტარიელ გაფრინდაშვილი (თბილისი), 2. გარიკ რუბინიანი (სომხეთი), 3. კახა ფუტკარაძე (ბათუმი), ნიკა კაპანაძე (ხაშური).

69 კგ. 1. ომარ გურჯიძე (ქუთაისი), 2. ლევან მურადხანაშვილი (თბილისი), 3. გიორგი გიორგობიანი (ქუთაისი), გიორგი ბეჟიაშვილი (საგარეჯო).

76 კგ. 1. გიორგი ჩხარტიშვილი (ქუთაისი), 2. ზურაბ რევაზიშვილი (საგარეჯო), 3. ლევან ბოჭორიძე (საგარეჯო), თორნიკე თორია (ზუგდიდი).

85 კგ. 1. ზურაბ გიუნაშვილი (რუსეთი), 2. თორნიკე ბასილაშვილი (გორი), 3. დანიელ ბალახონიკინი (რუსეთი), ნაილაკ ეგოიანი (ნინოწმინდა).

100 კგ. 1. გლახო ზედელაშვილი (თბილისი), 2. ნიკა მელიქიშვილი (რუსთავი), 3. მიხეილ თვაური (მცხეთა), გურამ ხუჭუა (სამტრედია).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია!

პეტრიაშვილმა და ჭეჭელაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედლები მოიპოვეს!

ევროპის ჩემპიონატზე ბოლქვაძემ და ხეცურიანმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს

დუდუ დადიანის მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ

გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა

[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა

U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა

წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"

GEO TEAM: ლევან კორღალიძე "იბერია 1999"-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში

იური ტაბატაძე შეცვალეს - "კადისი" "სეუტასთან" ფრეს დასჯერდა

ლოჩოშვილმა ტრავმა მიიღო - "ნიურნბერგი" სახლში "ჰერტასთან" განადგურდა

გოგლიჩიძე ისევ არ ათამაშეს - "უდინეზე" დამარცხდა

"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ

"რეალს" გიულერის თაობაზე ორი კლუბი დაუკავშირდა - "სამეფო კლუბმა" გადაწყვეტილება მიიღო

"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა

"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია

"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა

[VIDEO] სათადარიგოთა სკამიდან შევიდა და ყველაზე შედეგიანი იყო - შერმადინის მაგარი მატჩი "რეალთან"

ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"

ლუის ენრიკემ კვარაცხელიას ტრავმაზე კომენტარი გააკეთა

[VIDEO] ლომინაძე და ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდნენ - "სპორტინგმა" "ნაპოლიმდე" "ეშტორილს" სძლია

"[VIDEO] ბარსელონასთან" მატჩის წინ ხვიჩამ ტრავმა მიიღო - პსჟ-მ "ოსერს" მცველების გოლებით მოუგო

"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ