დანიური "ორჰუსის" 24 წლის ქართველი პლეიმეკერი ფიზიოთერაპიის კურსს და აღდგენით ვარჯიშებს ამთავრებს
თემურ ქეცბაიამ მოლდოვასთან ამხანაგური მატჩისთვის 24 ფეხბურთელს უხმო, რომელთა შორის არ არის დავით დევდარიანი - "ორჰუსის" 24 წლის ქართველი პლეიმეიკერი კვლავ ტრავმირებულია და გუნდს ვერ ეხმარება.

შეგახსენებთ, რომ ქეცბაიამ დევდარიანი საბერძნეთთან შეხვედრისთვისაც გამოიძახა, მაგრამ დანიაში მოთამაშე ქართველი შეკრებაზე ვერ გამოცხადდა.

მაშინ ნაკრების ხელმძღვანელები ეჭვობდნენ, რომ დევდარიანს შეკრებაზე ან კლუბი არ უშვებდა, ან თავად არ სურდა ჩამოსვლა, რის გამოც ქეცბაიამ უკმაყოფილება ვერ დამალა. მაგრამ გაირკვა, რომ დათო ტრავმირებული იყო და ვერ ვარჯიშობდა.

საქმე ისაა, რომ ზაფხულში მინიოპერცია გაიკეთა და სამი თვე გაუცდა. მერე ვარჯიში დაიწყო, ითამაშა კიდეც, მაგრამ პრობლემებმა კვლავ იჩინა თავი და კუნთი ასტკივდა. მართალია, სერიოზული არაფერია, მაგრამ ექიმმა ისევ დასვენება და მკურნალობა ურჩია. არადა, მართლაც ძალიან ცუდი დამთხვევები იყო - ყოველ მიწვევაზე ტრავმა თავს ახსენებდა.

დათო ახლაც ვერ ვარჯიშობს, ფიზიოთერაპიის კურსს და აღდგენით ვარჯიშებს ამთავრებს და ჯერ სრული დატვირთვა არ შეუძლია. დანიის სუპერლიგის მე-14 ტურში "ორჰუსმა" "კოგეს" 2:0 რომ სძლია, დევდარიანი განაცხადში ამჯერადაც არ იყო.

"სამწუხაროდ, ტრავმა დღემდე ვერ მოვირჩინე. ხან რა მაწუხებს, ხან რა, მიზეზი აღარ ილევა და ძალიან დავიღალე. იმედია, ტრავმიანობის პერიოდს მალე დავასრულებ და მოედანს დავუბრუნდები" – გვითხრა დევდარიანმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა