ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრები სამხრეთ აფრიკის დედაქალაქ კეიპტაუნში 3-6 ნოემბერს მსოფლიოს ჩემპიონატში იჭიდავებს
წუხელ საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრები თურქეთის გავლით სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში გაფრინდა, სადაც დედაქალაქ კეიპტაუნში 3-6 ნოემბერს მსოფლიოს ჩემპიონატში იჭიდავებს.

გიორგი გუგავამ იქ არასრული და ევროპის პირველობისგან განსხვავებით მნიშვნელოვნად გადახალისებული გუნდი წაიყვანა: ლერი ჭელიძე და გიორგი მესაბლიშვილი (ორივე - 55), ვაჟა მარგველაშვილი და ლაშა გიუნაშვილი (60), ლაშა შავდათუაშვილი (66), მიხეილ ჩოხელი და ფრიდონ გიგანი (73), ბექა ღვინიაშვილი და შალვა ნინიძე (81), გიორგი მერმანიშვილი და გიორგი ქავთარაძე (90), გურამ თუშიშვილი და დავით მერაბიშვილი (100), ლევან მატიაშვილი და უშანგი კოკაური (+100).

მათგან შავდათუაშვილი ევროპის წლევანდელი ჩემპიონია, ჭელიძემ და მატიაშვილმა ვერცხლი მოიპოვეს, ჩოხელმა - ბრინჯაო. ძალზე ტიტულოვანია კიდევ ორი წევრი, ოღონდ - ჭაბუკებში: ღვინიაშვილმა იქ ევროპაც მოიგო, მსოფლიოც და ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალიც ანუ ყველაფერი, სადაც კი იჭიდავა (საინტერესოა, რომ სამივე ტურნირი თვენახევრიან მონაკვეთში ჩატარდა, ხოლო ამან ყველა შეხვედრაში იპონით იმარჯვა), თუშიშვილი კი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. ორივე მათგანს ახალგაზრდულ ნაკრებში დებიუტი ექნება, როგორც გიუნაშვილსა და მერაბიშვილს.

გუნდს თან გაჰყვა საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი, საქართველოს ძიუდოს ფედერაციის გენერალური მდივანი ვლადიმერ ნუცუბიძე, რომელიც მსაჯადაა მიწვეული.

კეიპტაუნში გოგოებში მონაწილე არ გვეყოლება, რადგან ამ ასაკში რეალური კანდიდატები არ გვყავს. ტურნირის წილისყრა 2 ნოემბერს გაიმართება და გავიგებთ ჩვენებურთა მეტოქეებს. ჩემპიონატის განრიგი ასეთია - 3 ნოემბერს ბიჭებში 55-60 კილოგრამის ფალავნები იჭიდავებენ, 4-ში - 66-73, 5-ში - 81-90-ის, 6 ნოემბერს კი ტურნირს 100 და მძიმე წონების ახალგაზრდები დაამთავრებენ.

დასასრულს, შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ახალგაზრდულ პირველობას შარშანაც აფრიკამ უმასპინძლა, ოღონდ - მაროკომ, ჩვენებმა კი თითო ოქრო და ბრინჯაო მოიპოვეს. მაშინ პლანეტის ჩემპიონი ავთანდილ ჭრიკიშვილი (81) გახდა, ზებედა რეხვიაშვილი (73) კი მესამეზე გავიდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

kopala
თუ გინდათ გადარჩეს ქართული ძიუდო,მწვრთნელობა ჩააბარეთ გივი კახაბრიშვილს,ამ ბერმუხას და კაცურ კაცს.ეს ზაფხულში ჩამოსულმა ლესკაომ აღნიშნა ყველას თანდასწრებით შეკრებაზე
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა