ლევან ღვამიჩავას მსგავსად ასე იოლად ჯუზეპე ლაურისთვის ისეთ მოკრივეებსაც არ მოუგიათ, როგორიც რიკი ჰატონი და პოლ მაკოსკია
შოტლანდიურ ვიშოუში ზღვა ხალხი შეიყარა პროფესიული კრივის მატჩების საყურებლად, რომელთა შორის დიდი ინტერესით ელოდნენ იტალიისა და ევროპის ყოფილი ჩემპიონის ჯუზეპე ლაურის (რომლის მეტსახელია "დასასრული") და ქართველი ლევან ღვამიჩავას, რომელსაც ბრიტანულ რინგებზე "მგელი" შეარქვეს, ორთაბრძოლას.

იტალიელი გაცილებით გამოცდილია, მას 31 შეხვედრა მოუგია ნოკაუტით, მაშინ როცა, ჩვენებურს აქამდე მხოლოდ 5 მატჩი ჰქონდა პროფესიონალებში გამართული. ამის მიუხედავად წონაში (63,5 კგ) ღვამიჩავა უკვე 66-ე იყო რეიტინგში. ლაურის კარიერაში ასეთი სამარცხვინო მარცხი არ უწვნევია - მეორე რაუნდში, მას შემდეგ, რაც ქართველმა იტალიელი სამჯერ დააგდო, მათ შორის რეფერი ჩადგა, რათა ლაურის ჯანმრთელობა ეხსნა. ასე იოლად ლაურისთვის ისეთ მოკრივეებსაც არ მოუგიათ, როგორიც რიკი ჰატონი და პოლ მაკოსკია.

"ეს რა დარტყმები ჰქონია, თან ორივე ხელით. ასეთი სწრაფი მეტოქე მე არასოდეს შემხვედრია", - განაცხადა დამარცხებულმა, როცა რინგს ტოვებდა. ღვამიჩავას უპირატესობა პირველივე რაუნდში აშკარა იყო, პირდაპირი მარჯვენის და ცაცია ჰუკის კომბინაციის შემდეგ ლაური პირველად დაეცა, მაგრამ, როცა რეფერიმ 9-მდე დათვალა, წამოდგომა შეძლო. პირველ რაუნდში "მგელმა" ერთხელაც დააგდო მეტოქე. მეორე რაუნდში კიდევ ერთ დაგდებას კი ტექნიკური ნოკაუტი მოჰყვა. ლაური გაოცებას ვერ მალავდა უცნობი მეტოქის ძალის გამო.

აი, რას ამბობს ლევანის ირლანდიელი მენეჯერი გარი ჰაიდი: "ლევანის შეჩერება დღეს შეუძლებელი იყო, რადგან ის მრავალმხრივ განვითარებული მოკრივეა. მას აქვს ძალზე მძიმე დარტყმა. მინდა განვაცხადო, რომ ლევანი ნებისმიერი წონის მეტოქესთან მზადაა გასამარჯვებლად". ცოტა პროფესიულ გამოცდილებას, რომ გაიმდიდრებს, ღვამიჩავა აუცილებლად შეხვდება ევროპის ჩემპიონს, რუს დენის შაფიკოვს, რომელსაც ლაურის დასამარცხებლად 8 რაუნდი დასჭირდა. "ლევანის კარიერით დიდად კმაყოფილი ვარ, მსოფლიოში ძალიან ცოტაა ისეთი მოკრივე, რომელსაც ასე ცოტა ბრძოლა აქვს გამართული რინგზე, მაგრამ მასსავით ძლიერია. არ დაგვავიწყდეს, რომ ქართველის დებიუტი მხოლოდ იანვარში შედგა", - დასძენს ჰაიდი.

წლის ბოლოს ქართველი მოკრივე პირველად მიაშურებს ამერიკას, მას როგორც იქნა, დაუმტკიცეს სპორტული ვიზა და ახლა შეუძლია პროფესიული კარიერა იქ განაგრძოს, სადაც საუკეთესო მეტოქეები ეგულება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] ჯოშუამ კრივის ღირსება დაიცვა - ენტონიმ ჯეიკ პოლს ყბა მოტეხა
17-წლამდელ მოკრივეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ხუთი მედალი მოიპოვა
საქართველოს 23-წლამდე მოკრივეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე სამი მედალი მოიპოვა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა