24 წლის ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) აღმოსავლეთის მე-2 მაეგაშირა გახდა (კარიერის რეკორდი: 222 მოგება - 178 მარცხი)
13-27 ნოემბერს კუნძულ კიუშუზე წლის უკანასკნელი სუპერტურნირი გაიმართება, სუმოისტთა ახალი რეიტინგ-ლისტი (ბანძუკე) კი გუშინ გამოქვეყნდა.

როგორც მოსალოდნელი იყო, რეიტინგში სამივე ქართველს რიკიშის წინსვლა აქვს. 24 წლის ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) აღმოსავლეთის მე-2 მაეგაშირა გახდა (კარიერის რეკორდი: 222 მოგება - 178 მარცხი).

წინა ბაშოზე "მებრძოლი სულის" პრიზის მფლობელი თეიმურაზ ჯუღელი (გაგამარუ) დღეიდან დასავლეთის მე-3 მაეგაშირაა (კარიერის რეკორდი: 191 მოგება - 135 მარცხი) და ეს მისი საუკეთესო მიღწევაა.

ქართული სუმოს პიონერი ლევან ცაგურია (კოკაი) გასავარდნ ზონას მნიშვნელოვნად დასცილდა, ახლა ის აღმოსავლეთის მე-10 მაეგაშირაა (კარიერის რეკორდი: 422 მოგება - 405 მარცხი).

როგორც ხედავთ, ტოჩინოშინსა და გაგამარუს ერთი წარმატებული ბაშო აშორებთ კომუსუბის ტიტულთან. დიდი ჩემპიონი (ანუ იოკოძუნა) კვლავ ერთია - იმპერატორის თასის 20-გზის გამარჯვებული 26 წლის მონღოლი ჰაკუჰო. ჩემპიონთა რიცხვმა კი იმატა - კიუშუს ბაშოზე 4 ოძეკი იჭიდავებს - ესტონელ ბარუტოს, მონღოლ ჰარუმაფუჯის და ბულგარელ კოტოოშუს 27 წლის იაპონელი კოტოშოგიკუ მიემატა.

რანგით მესამე ტიტული (სეკივაკე) კისენოსატოსა და კაკურიუს ერგო, კომუსუბიც ორია: ტოიონოშიმა და ჰომაშო. უმაღლეს, მაკუუჩი დივიზიონში დებიუტი 5 სუმოისტს ექნება: მიოგირიუს, შოჰოზანს, სადანოფუჯის, აოიამას და ცურუგიდაკეს. აღსანიაშნავია, რომ აოიამა ბულგარელი დანიელ ივანოვია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბიჭების გამო მაინც დარჩი, შენთან ერთად ვარჯიში მათთვის დიდი გამოცდილებააო" - ტოჩინოშინის ინტერვიუ კვირის პალიტრასთან
ტოჩინოშინმა საიუბილეო, მე-100 ბაშო ნაადრევად შეწყვიტა
ტოჩინოშინმა ტაკარაფუჯი მარტივად დაამარცხა [VIDEO]
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა