ამერიკელი მილიარდერი და „არსენალის“ ძირითადი მეწილე, სტენ კროენკი ყველას „მუნჯი“ რომ ეგონა, ასეც არ ყოფილა საქმე
ამერიკელი მილიარდერი და „არსენალის“ ძირითადი მეწილე, სტენ კროენკი ყველას „მუნჯი“ რომ ეგონა, ასეც არ ყოფილა საქმე. რამდენიმე დღის წინ მან ქართული ფილმის, „ქაჯანას“ მთავარი გმირივით მოულოდნელად ხმა ამოიღო.

ჯერ ერთი კროენკმა „მეთოფეთა“ სხვა მეწილეებს დაუგზავნა მიმართვები, შემდეგ კი, ყველას გასაოცრად, ფეხბურთელებს ესტუმრა. "ლონდონ კოლნის" საწვრთნელ ბაზაზე ამერიკელი მწვრთნელ არსენ ვენგერს გვედრით დაუდგა და უპირველეს ყოვლისა, ბოლო ტურში, „ჩელსისთან“ 5:3 მოგება მიულოცა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო, რადგან ცუდი სტარტის შემდეგ, გუნდმა ძალების სრული მობილიზაცია შეძლო და, ყველა შეჯიბრებაში ერთად, ბოლო ცხრა შეხვედრიდან რვა მოიგო - ერთადერთი, 2 ოქტომბერს „ტოტენჰემ ჰოთსპურთან“ დამარცხდა. ცნობისათვის: აქ „მარსელთან“ წუხანდელი შეხვედრა ნაგულისხმები არ არის.

კროენკი „არსენალის“ 66 პროცენტის მფლობელია. ამ წილში მან 500 მილიონი ფუნტი გადაიხადა. ფეხბურთელებთან შეხვედრისას მილიარდერმა თქვა, რომ კლუბის ბიუჯეტში არ ჩაერევა და „მეთოფეთა“ სატრანსფერო პრინციპს არ დაარღვევს, რაც იმას ნიშნავს, რომ იანვრის ბაზარზე მისგან ჯიბეზე ხელის გაკვრას არ უნდა ველოდეთ. ბიზნესმენმა, რომელიც „არსენალის“ ბოლო ტრიუმფის დროს, 2005 წელს, კლუბთან არანაირ კავშირში არ იყო, თქვა:

„მეამაყება, რომ „არსენალი“ სტაბილური ბიზნესის მოდელს მისდევს. რასაკვირველია, კლუბი შეიძლება დაეყრდნოს ისეთ ადამიანებს - და ჩვენ ამერიკაში ასეთების მოძებნა არ გაგვიჭირდება - რომელთაც ფულის ხარჯვა შეუძლიათ. მაგრამ, ასეთ ხალხზე მინდობას ცუდი გაგრძელება მოსდევს ხოლმე. მათ, ადრე თუ გვიან, ჯიბეში ხელის ჩაყოფა ბეზრდებათ და კლუბიც ცუდ დღეში ვარდება. განა ასეთ ურთიერთობას შეიძლება სწორი, გრძელვადიანი პროექტი ეწოდოს? დოლარების კედლისთვის შეყრის პრინციპს ინტელექტსა და შრომისუნარიანობაზე დაყრდნობა სჯობს.

სწორი მუშაობის ჩინებული მაგალითი კი არსენ ვენგერი გახლავთ. ის უკვე 15 წელიწადია „არსენალშია“ და ყველამ კარგად ვიცით, ამ ხნის განმავლობაში რასაც მიაღწია. გუნდი ყოველ წელიწადს ჩემპიონთა ლიგაში მონაწილეობს. დიახ, კლუბი ყოველთვის ერთ კაცზე მეტია, თუნდაც ის კაცი ფულიანი იყოს და ამ კლუბს გულშემატკივრობდეს კიდეც.

კარგად ვიცი, რომ „არსენალს“ რამდენიმე წელიწადია ტიტული არ მოუპოვებია, მაგრამ, მე ამერიკაში მყავს მეგობრები, რომლებიც სპორტის ამა თუ იმ სახეობაში კლუბებს ფლობენ და არასდროს არაფერი მოუგიათ. ამის მიუხედავად ისინ თავიანთ კლუბებს თავს არ ანებებენ, 30-40 წელიწადია მათ მესაკუთრეებად რჩებიან. ჩვენ, ბედმა გაგვიღიმა მწვრთნელად არსენი რომ გვყავს. მის ხელში რამდენიმე ტიტული მოვიპოვეთ“.

„მდუმარე სტენმა“, როგორც მას ინგლისურ პრესაში შეარქვეს, ვენგერის ქებისთვის დამატებითი დრო და ენერგიაც გამონახა:

„არსენ ვენგერი უდიდესი მწვრთნელი და პიროვნებაა. მასზე უკეთესის პოვნა შეუძლებელია. ხანდახან ვაგებთ? შიგადაშიგ დიდი ანგარიშითაც? მერე რა, ხდება ხოლმე. მწვრთნელის შეფასება არც ერთი მატჩით შეიძლება და არც ერთმანეთს გადაბმული რამდენიმე შედეგით. მწვრთნელი დროის ხანგრძლივი მონაკვეთით უნდა შეფასდეს“.

სხვათა შორის, „ქაჯანამ“ კიდევ ერთი მოულოდნელი რამ გააკეთა - თავის თანამემამულეებს, „მანჩესტერ იუნაიტედის“ მეპატრონეებს, გლეიზერების ოჯახს გამოესარჩლა. მოგეხსენებათ, „იუნაიტედის“ საუცხოო შედეგების მიუხედავად გუნდის ფანებს გლეიზერები სძულთ.

„ამ ხალხმა ტიტულებიც მოიგო და შემოსავალიც გაზარდა. მე, რომ ამ კლუბის გულშემატკივარი ვიყო, აღფრთოვანებული ვიქნებოდი“.

დაბოლოს, 24 წლის სამირ ნასრის „მანჩესტერ სიტიში“ გაქცევის შესახებ:

„როდესაც კონტრაქტის ვადის ამოწურვამდე ერთი წელიწადი რჩება, ყველაფერი მარიფათზეა დამოკიდებული. ეს ბიჭი მარიფათიანი გამოდგა“.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა