ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

"ნაპოლი" და "ლიონი" იბრძოლებენ!

"ნაპოლი" და "ლიონი" იბრძოლებენ!

ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი. IV ტური. ოთხშაბათის მატჩების წინ
A ჯგუფი

ბაიერნი-ნაპოლი

„ნაპოლისა“ და „ბაიერნის“ ორიკვირისწინანდელი დაპირისპირება „სან პაოლოზე“ 1:1 დასრულდა - რეკორდმაისტერმა იმ მატჩში 1147-წუთიანი მშრალი სერია კი შეწყვიტა (ბადშტუბერის ავტოგოლით), მაგრამ ჯგუფში ლიდერობა შეინარჩუნა.

ნეაპოლურ ფრეს „ბაიერნმა“ ჰანოვერში წაგება (1:2) მოაყოლა და ის ის იყო, ყველამ იფიქრა, გერმანულ გრანდს კრიზისი ეწყებაო, რომ იუპ ჰაინკესის შეგირდები გამოსწორდნენ: 6:0 გერმანიის თასზე, „ინგოლშტადტთან“ და 4:0 ბუნდესლიგაში „ნიურნბერგთან“. შესაბამისად, საუბრები რეკორდმაისტერის კრიზისის შესახებ მაშინვე მოკვდა.

„ჩვენი მიზანი ჯგუფში პირველი ადგილის დაკავებაა. აქედან გამომდინარე, „ნაპოლის“ საკუთარ მოედანზე აუცილებლად უნდა მოვუგოთ,“ - ეს მიუნხენური კლუბის პრეზიდენტ ული ჰიონესის სიტყვებია. ბასტიან შვაინშტაიგერისა და დანიელ ვან ბუიტენის თამაში საეჭვო იყო, მაგრამ ორივე გამოჯანმრთელდა და დღეს მოედანზე გასვლა შეეძლებათ, თუმცა ჰაინკესი ამ ორიდან, სავარაუდოდ, მხოლოდ ძალიან კარგ ფორმაში მყოფ შვაინის ათამაშებს.

„ნაპოლიმ“ გასულ უქმეებზე „კატანიასთან“ 1:2 წააგო და ამ მატჩს ვალტერ მაძარის გუნდისთვის მხოლოდ ერთი დადებითი მხარე ჰქონდა: ის ერთადერთი გოლი ედინსონ კავანიმ გაიტანა, რაც მისთვის ხუთმატჩიანი უგოლო სერიის შემდეგ პირველი ხეირი გახლდათ. გასვლით შეხვედრებში კი, კავანის ბოლო გოლი სულაც 24 აპრილს (!) ჰქონდა გატანილი. სხვამხრივ, მაძარის უნიჭო როტაციის გამო ჩვენი იტალიელი კოლეგებისგან კრიტიკის ქარცეცხლი დაატყდა. ამ მარცხის შემდეგ, „სკუდეტოს“ მოგების კანდიდატად მიჩნეული „ნაპოლი“ ლიდერ „იუვენტუსს“ უკვე ხუთი ქულით ჩამორჩება. მაძარი დღეს დისკვალიფიცირებულ კაპიტან პაოლო კანავაროს ვერ გამოიყენებს.

სავარაუდო შემადგენლობები

ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - რაფინია, ჟ. ბოატენგი, ბადშტუბერი, ლამი - ლუის გუსტავო, შვაინშტაიგერი - თ. მიულერი, კროოსი, რიბერი - გომესი.

ნაპოლი (3-4-2-1): დე სანკტისი - კამპანიარო, ფერნანდესი, არონიკა - მაჯო, ინლერი, ჯემაილი, დოსენა - ჰამშიკი, ლავეცი - კავანი.

არბიტრი: ბიორნ კუიპერსი (ჰოლანდია)

ვილიარეალი-მანჩესტერ სიტი

ჯგუფის პარალელურ მატჩში „მანჩესტერ სიტი“ „ვილიარეალს“ სტუმრობს (წინა ტურში ინგლისელებმა ესპანელები 2:1 დაამარცხეს). თუკი მანჩესტერელები მერვედფინალს უმიზნებენ, „ვილიარეალი“ 0 ქულით ბოლო ადგილზეა, რაც იმას ნიშნავს, რომ ესპანელებმა სამი ქულისთვის ბოლომდე უნდა იბრძოლონ - წინააღმდეგ შემთხვევაში, ბოლო ადგილის დაკავება პრაქტიკულად გარანტირებული ექნებათ.

არადა, რობერტო მანჩინის გუნდი ძალიან კარგ ფორმაშია: „სიტიმ“ „მანჩესტერ იუნაიტედთან“ ისტორიულ 6:1-ს „ვულვერჰემპტონთან“ 3:1 მოაყოლა, რაც მეათე მატჩში მეცხრე გამარჯვება გახლდათ.

„ვილიარეალის“ წარმატების შანსს მინიმუმამდე ამცირებს ის ფაქტი, რომ ჯუზეპე როსიმ სერიოზული ტრავმა მიიღო და რამდენიმეთვიანი იძულებითი პაუზა გამოიწერა.

სავარაუდო შემადგენლობები

ვილიარეალი (4-4-1-1): ლოპესი - გასპარი, გონსალო, მუსაკიო, კატალა - კამუნიასი, ბრუნო, მარჩენა, დე გუზმანი - ბორხა ვალერო - რუბენი.

მანჩესტერ სიტი (4-2-3-1): ჰარტი - რიჩარდსი, კომპანი, ლესკოტი, კლიში - იაია ტურე, ბერი - ჯონსონი, აგუერო, სილვა - ბალოტელი.

არბიტრი: პედრო პროენსა (პორტუგალია)

თ მ ფ წ ბ ქ

1. ბაიერნი 3 2 1 0 5-1 7

2. ნაპოლი 3 1 2 0 4-2 5

3. მანჩესტერ სიტი 3 1 1 1 3-4 4

4. ვილიარეალი 3 0 0 3 1-6 0

B ჯგუფი

ტრაბზონი-ცსკა

პირველი ორი ტურის შემდეგ „ტრაბზონსპორს“ ყველასათვის მოულოდნელად, მერვედფინალისკენ ჰქონდა გეზი აღებული, მაგრამ წინა ტურში თურქები მოსკოვში 0:3 განადგურდნენ და მართალია, ჯგუფიდან გასვლის შანსი ჯერაც კარგი აქვთ, მაგრამ ხასიათი კი გვარიანად წაუხდათ.

ტრაბზონში შესანიშნავი საფეხბურთო გარემო იქნება და ილმაზსა და კომპანიასაც გულშემატკივრების მხარდაჭერის იმედი აქვთ, რადგან ცსკა-ს დამარცხება ძნელია. გასულ უქმეებზე „ტრაბზონმა“ „გაზიანთეფი“ ჰალილ ალთინთოფის გოლით 1:0 დაამარცხა, ცსკა-მ კი ნალჩიკის „სპარტაკი“ 4:0 გაანადგურა და რუსეთის ჩემპიონატის ლიდერ „ზენიტს“ ორი ქულით ჩამორჩება.

სავარაუდო შემადგენლობები

ტრაბზონი (4-2-3-1): თოლგა - ჩელუსტკა, კაჩარი, გლოვაცკი, ჩეხი - ბალჩი, ზოკორა - ალთინთოფი, კოლმანი, ალანზინიო - ბ. ილმაზი.

ცსკა (4-4-2): გაბულოვი - ა. ბერეზუცკი, იგნაშევიჩი, ვ. ბერეზუცკი, ნაბაბკინი - ძაგოევი, ალდონინი, მამაევი, ტოშიჩი - დუმბია, ვაგნერ ლავი.

არბიტრი: ალბერტო უნდიანო მალენკო (ესპანეთი)

ინტერი-ლილი

„ინტერმა“ პირველ ტურში, „ტრაბზონთან“ განცდილი მოულოდნელი მარცხის (0:1) შემდეგ, ჩემპიონთა ლიგაში მდგომარეობა ზედიზედ ორი გამარჯვებით (ცსკა-სთან და „ლილთან“) გამოისწორა, აი, იტალიის ჩემპიონატში კი „ნერაძური“ ძალიან ცუდად გამოიყურება. ამ უქმეებზე კლაუდიო რანიერის ბიჭებმა საკუთარ მოედანზე „იუვენტუსთან“ უპრინციპულესი დერბი წააგეს (1:2), რის შემდეგაც „ინტერი“ მე-17 (!) ადგილამდე დაქვეითდა.

თუმცა არც საფრანგეთის ჩემპიონი და თასის მფლობელი „ლილი“ გამოიყურება კარგად - ეს მოსაზრება ამ უქმეებზე „ვალანსიენთან“ 0:0-მა გაამყარა. მოკლედ, ჩემპიონთა ლიგა ორივე გუნდისთვის გამოსაფხიზლებელ ტურნირად იქცა. დღეს „ინტერი“ ფავორიტია და ლოგიკურად, უნდა მოიგოს.

სავარაუდო შემადგენლობები

ინტერი (4-3-1-2): კასტელაცი - ხ. ძანეტი, ლუსიო, კივუ, ნაგატომო - სტანკოვიჩი, კამბიასო, ობი - სნეიდერი - პაცინი, სარატე.

ლილი (4-3-3): ლანდრო - დებუში, შედიუ, როზენალი, ბერია - გეიე, მავუბა, პედრეტი - კოული, სოუ, ჰაზარი.

არბიტრი: ვოლფგანგ შტარკი (გერმანია)

თ მ ფ წ ბ ქ

1. ინტერი 3 2 0 1 4-3 6

2. ცსკა 3 1 1 1 7-5 4

3. ტრაბზონსპორი 3 1 1 1 2-4 4

4. ლილი 3 0 2 1 3-4 2

C ჯგუფი

მანჩესტერ იუნაიტედი-ოცელული

„ბენფიკასთან“ და „ბაზელთან“ ფრეების შემდეგ, „მანჩესტერ იუნაიტედმა“ ჩემპიონთა ლიგაში, როგორც იქნა, მოიგო - „ოცელულთან“ გასვლით მატჩში სერ ალექს ფერგიუსონის ბიჭებმა ისევ ვერ იფრინეს, მაგრამ შედეგი კი ისეთი დააფიქსირეს, როგორიც უნდოდათ. წესით, „იუნაიტედს“ არც „ოლდ ტრეფორდზე“ უნდა გაუჭირდეს „ოცელულის“ დამარცხება - მიუხედავად იმისა, რომ ფერგიუსონი კაპიტან ნემანია ვიდიჩს ვერ გამოიყენებს. ეს უკანასკნელი ორი კვირის წინანდელ მატჩში გააძევეს და დისკვალიფიცირებულია. ინგლისის ჩემპიონატში, „სიტისთან“ განცდილ ისტორიულ მარცხს (1:6) ევერტონში მოგება (1:0) მოაყოლა და ცოტათი ამოისუნთქა. ვიდიჩთან ერთად, მანკუნიანელებს დღეს სმოლინგიც (ტრავმა) დააკლდებათ.

სავარაუდო შემადგენლობები

მანჩესტერ იუნაიტედი (4-4-2):Pდე ხეა - ფაბიო, ჯოუნსი, ფერდინანდი, ევრა - ვალენსია, ქერიკი, ანდერსონი, ნანი - რუნი, ჩიჩარიტო.

ოცელული (4-5-1): გრაჰოვაცი - რაპა, ლიუბინკოვიჩი, კოსტინი, სარგი - ანტალი, ვილიანტი, იბე, გიურგიუ, ილიე - პენა.

არბიტრი: მარიო შტრაჰონია (ხორვატია)

ბენფიკა-ბაზელი

„იუნაიტედის“ ბედოვლათობის გამო, სამი ტურის შემდეგ C ჯგუფს „ბენფიკა“ ლიდერობს. ლისაბონელებმა წინა ტურში „ბაზელი“ სტუმრად დაამარცხეს (2:0) და ლოგიკურად, მწვრთნელშეცვლილი (ტორსტენ ფინკმა „ჰამბურგს“ მიაშურა) „ბაზელი“ ლისაბონშიც უპრობლემოდ უნდა დაამარცხონ. ასეთ შემთხვევაში, „ბენფიკა“ მერვედფინალისკენ უდიდეს ნაბიჯს გადადგამს.

სავარაუდო შემადგენლობები

ბენფიკა (4-1-4-1): არტური - მაქსი პერეირა, ლუიზაო, გარაი, პეიშოტო - მატიჩი - გაიტანი, ვიტსელი, აიმარი, ნოლიტო - კარდოსო.

ბაზელი (4-4-1-1): ზომერი - შტაინჰიოფერი, კოვაჩი, დრაგოვიჩი, იუ-ჰუ - ფ. ფრაი, ჰუგელი, კაბრალი, შაქირი - შიპერფილდი - ზუა.

არბიტრი: კარლოს ველასკო კარბალიო (ესპანეთი)

თ მ ფ წ ბ ქ

1. ბენფიკა 3 2 1 0 4-1 7

2. მანჩესტერ იუნაიტედი 3 1 2 0 6-4 5

3. ბაზელი 3 1 1 1 5-6 4

4. ოცელული 3 0 0 3 1-5 0

D ჯგუფი

ლიონი-რეალი

ეს „ლიონისა“ და „რეალის“ საიუბილეო დაპირისპირებაა - ბოლო ექვს წელიწადში რიგით მე-10 დუელი. წარსულს ჩაბარდა დრო, როცა „ლიონი“ „სამეფო გუნდისთვის“ ურთულეს მეტოქედ ითვლებოდა: ორი კვირის წინ ფრანგული გრანდი მადრიდში 0:4 განადგურდა.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ „ლიონს“ უკვე უჭირს და დღეს ამ გუნდისთვის წაგება არ შეიძლება.

სავარაუდო შემადგენლობები

ლიონი (4-2-3-1): ლორისი - რევეილერი, კრისი, ლოვრენი, დაბო - კალსტრიომი, გონალონსი - ბრიანი, გურკუფი, ლაკასეტე - გომისი.

რეალი (4-2-3-1): კასილიასი - სერხიო რამოსი, ვარანე, პეპე, მარსელო - ხედირა, ჩაბი ალონსო - კ. რონალდო, იოზილი, დი მარია - ბენზემა.

არბიტრი: ნიკოლა რიცოლი (იტალია)

აიაქსი-დინამო (ზ)

მიუხედავად „როდას“ განადგურებისა (4:0), „აიაქსი“ ჰოლანდიის ჩემპიონატში მხოლოდ მეხუთეა, ჩემპიონთა ლიგაში კი „ლიონს“ მხოლოდ ბურთების უკეთესი შეფარდების გამო უსწრებს. ამსტერდამელებმა ორი კვირის წინ ზაგრებში უპრობლემოდ მოიგეს და „დინამოსთან“ საშინაო მატჩშიც მხოლოდ სამი ქულა სურთ.

ხორვატიის ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერი ლიგაში არამარტო უქულოდ, არამედ ჯერჯერობით უგოლოდაცაა.

სავარაუდო შემადგენლობები

აიაქსი (3-4-3): ვერმეერი - ალდერვეირელდი, ოოიერი, ვერტონგენი - ანიტა, ენო, ერიკსენი, იანსენი - სულეიმანი, ს. დე იონგი, ბოერიგტერი.

დინამო ზ. (4-4-2): კელავა - ვიდა, შიმუნიჩი, კუფრე, იბანიესი - ლეკო, კოვაჩიჩი, ბადელი, სამირი - ბექირაი, კრსტანოვიჩი.

არბიტრი: მარტინ ატკინსონი (ინგლისი)

თ მ ფ წ ბ ქ

1. რეალი 3 3 0 0 8-0 9

2. აიაქსი 3 1 1 1 2-3 4

3. ლიონი 3 1 1 1 2-4 4

4. დინამო (ზ) 3 0 0 3 0-5 0

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Uefa-მ "ბენფიკა" დააჯარიმა - "რეალთან" სკანდალური მატჩის ვერდიქტი მიღებულია

ლანგი: თითი მომაკერეს - PlayStation-ის თამაში და ტუალეტში მიჭირს

[PHOTO] ლამის დაასახიჩრეს. სლოტის თქმით, წამოსაწოლად ჩადიან - ოსიმენს და ლანგს ოპერაცია გაუკეთეს

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა