ჰოლანდიაში ყოფილა ფეხბურთელი, ვისი სახელ-გვარიც ქართველთათვის ძალიან ნაცნობია. საუბარია როტერდამის "სპარტას" ფორვარდ იოჰან ...ვოსკამპზე.

ჰოლანდიაში ყოფილა ფეხბურთელი, ვისი სახელ-გვარიც ქართველთათვის ძალიან ნაცნობია. საუბარია როტერდამის "სპარტას" ფორვარდ იოჰან ...ვოსკამპზე.

დიახ, ჩვენთვის კარგად ნაცნობ მწვრთნელ იოჰან ბოსკამპს სამშობლოში ასეთი სეხნია და თითქმის მოგვარე ჰყოლია. თუმცა, როტერდამელმა თავდამსხმელმა ჩვენი ყურადღება უპირველესად თავისი არნახული შედეგიანობით მიიპყრო და არა მყვირალა თანამემამულის სეხნიობით.

პარასკევს ჰოლანდიის ჩემპიონატის ეერსტე (რანგით მეორე) დივიზიონში მეორე ტურის მატჩები გაიმართა და გასული სეზონის შედეგებით ელიტიდან გავარდნილმა "სპარტამ" საკუთარ მოედანზე "ალმერე სიტისგან" (იგივე "ომნივორლდი") ქვა ქვაზე არ დატოვა – 12:1. საოცარი ანგარიშია, მაგრამ მთავარი მაინც ჩვენი ვოსკამპია, ვინც სტუმართა კარში 8 (!!!) გოლი გაიტანა. ისიც გავითვალისწინოთ, რომ იოჰანმა 73-ე წუთზე ანგარიში 12:0 გახადა და 4 წუთში გადარეული ფანობის ოვაციის აკომპანემენტით ადგილი თანაგუნდელს დაუთმო. ვინ იცის, რომ არ შეეცვალათ, ეგებ კიდევ გაეტანა...

ასეა თუ ისე, ვოსკამპის გასვლის შემდეგ, მე-17 წუთიდან რიცხობრივ უმცირესობაში მყოფმა ალმერელებმა ერთი გოლის გაქვითვა მაინც მოახერხეს.

ვოსკამპის ფენომენალური შედეგიანობა კი მით უფრო საკვირველია, რომ 25 წლის ფორვარდმა "სპარტასთან" კონტრაქტი ხუთშაბათს გააფორმა, პარასკევს კი როტერდამული გუნდის შემადგენლობაში პირველად ითამაშა. ვოსკამპს მთელი კარიერა ჰოლანდიის ეერსტე დივიზიონის კლუბებში აქვს გატარებული და აქამდე ერთ მატჩში 3 გოლზე მეტი არ გაუტანია, ისიც ერთადერთხელ მომხდარა.

"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
[VIDEO] არის თუ არა ესთერ ექსპოზიტო მისი შეყვარებული - მბაპეს საინტერესო რეაქცია ამ კითხვის დასმისას
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე