მოლდოვის ნაკრების თავკაცმა გავრილ ბალინტმა ფეხბურთელებს საქართველოს ეროვნულ გუნდთან მატჩისთვის უხმო
რამდენიმე დღის წინ ის შემადგენლობა გაგაცანით, რომელსაც საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ მოლდოვასთან ამხანაგური მატჩისთვის უხმო. გუშინ კი მოლდოველთა შემადგენლობაც გახდა ცნობილი.

მეტოქის თავკაცმა გავრილ ბალინტმა სათბილისოდ შემდეგ ფეხბურთელებს უხმო:

მეკარეები: არტიომ გაიდუკევიჩი (დაჩია), ალექსანდრ ზვიაგინცევი (შერიფი), გენადი მოშნიაგა (სფინტულ გეორგე);

მცველები: პიოტრ რაკუ (ნორჩეპინგი, შვედეთი), სემიონ ბულგარუ (ალანია, რუსეთი), ალექსანდრ ეპურიანუ (დინამო, რუსეთი), იგორ არმაში (ყუბანი, რუსეთი), ალექსანდრ კელტუიალე (ზიმბრუ), ადრიან კაშკავალი (აკადემია), ვიქტორ გოლოვატენკო (სიბირი, რუსეთი);

ნახევარმცველები: ალექსანდრ დედოვი (დაჩია), სტანისლავ ივანოვი (ლოკომოტივი, რუსეთი), ვალერი ანდრონიკი (სკა-ენერგია, რუსეთი), ვალენტინ ფუნდუი (მილსამი), დენის ზმეუ (ვასლუი, რუმინეთი), რადუ კატანი (ზიმბრუ), ევგენი ჩებოტარი (ჩაჰლაული, რუმინეთი), დან პისლე (აკადემია);

თავდამსხმელები: გეორგი ოვსიანიკოვი (ოლიმპია), ალექსანდრ სუვოროვი (კრაკოვია, პოლონეთი), ანატოლი დოროში, იგორ ბუგაევი (ორივე – ასტანა, ყაზახეთი).

მოლდოვის ნაკრებს ერთბაშად შვიდი დებიუტანტი ჰყავს – ზვიაგინცევი, მოშნიაგა, კაშკავალი, ფუნდუი, კატანი, პისლე და დედოვი. მოლდოვაში განსაკუთრებით ამ უკანასკნელის ეიმედებათ. 22 წლის დედოვი კიშინიოვის "დაჩიას" ერთ-ერთი ლიდერია და თავი "ზესტაფონთან" კარგი თამაშით დაგვამახსოვრა.

მოლდოვის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობამ პირდაპირ განაცხადა, რომ ბალინტის ბედი ამ მატჩის შედეგზეა დამოკიდებული. შეგახსენებთ, საქართველო-მოლდოვა 11 ნოემბერს "მიხეილ მესხზე" 18 საათზე დაიწყება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა