გუნდიდან ბოლო ორი ლეგიონერი, მთავარი მწვრთნელი აინარს ბაგატსკისი და მისი თანაშემწე არნის ვესვარგასი წავიდა
გუშინ "სოხუმის" პრესცენტრმა მეტად არასასიამოვნო ინფორმაცია გაავრცელა - გუნდიდან წავიდა ბოლო ორი ლეგიონერი, მთავარი მწვრთნელი აინარს ბაგატსკისი და მისი თანაშემწე არნის ვესვარგასი. აი, რა წერია გუნდის განცხადებაში:

"საკალათბურთო კლუბის "სოხუმის" ხელმძღვანელობამ გუნდის სამწვრთნელო შტაბში ცვლილებები განახორციელა. გუნდის პრეზიდენტმა მინდია გულუამ და მთავარმა მწვრთნელმა აინარს ბაგატსკისმა მიაღწიეს შეთანხმებას, რომ 2011 წლის 2 ნოემბრიდან ბატონი ბაგატსკისი აღარ იმუშავებს გუნდის მთავარ მწვრთნელად. ურთიერთშეთანხმების თანახმად 2 ნოემბრიდან ასევე შეწყვეტს მუშაობას "სოხუმის" ერთერთი ასისტენტი არნის ვესვარგასი.

გუნდის პრესსამსახურის ცნობით, ბაგატსკისს აქვს მოწვევა რამოდენიმე უცხოური კლუბიდან და "სოხუმის" ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა არ შეაფერხოს იგი. თავის მხრივ მწვრთნელებს არ გააჩნიათ პრეტენზია "სოხუმის" მიმართ და არც "სოხუმს" - მათდამი.

ლატვიელი სპეციალისტი "სოხუმის" მთავარ მწვრთნელად 2011 წლის თებერვლის დასაწყისში დაინიშნა. ბაგატსკისის და მისი ასისტენტის, ვაჟა კვარაცხელიას ხელმძღვანელობით გასულ სეზონში "სოხუმი" პირველად კლუბის არსებობის ისტორიაში სუპერლიგის ნახევარფინალში გავიდა და საბოლოოდ მეოთხე ადგილი დაიკავა.

მიმდინარე სეზონში "სოხუმს" საქართველოს ჩემპიონატში სამივე მატჩი მოგებული აქვს, მაგრამ ევროჩელენჯის საკვალიფიკაციო რაუნდში ბელარუსის ჩემპიონის "მინსკის" დამარცხება ვერ შეძლო და ევროსარბიელს გამოეთიშა.

2 ნოემბერიდან "სოხუმის" მთავარი მწვრთნელის მოვალეობას საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი ვაჟა კვარაცხელია შეასრულებს, რომელიც 1995-2010 წლებში გუნდის უცვლელი ხელმძღვანელი იყო და ქართველი კალათბურთელების მთელი პლეადა აღზარდა, რომლებიც გამოდიოდნენ და ამჟამადაც გამოდიან საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრებების შემადგენლობაში.

არ არის გამორიცხული, რომ 2012 წლის იანვრიდან გუნდის მთავარ მწვრთნელად სხვა სპეციალისტი დაინიშნოს, ხოლო ვაჟა კვარაცხელია კვლავ მთავარი მწვრთნელის ასისტენტად გადავიდეს."

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

62 წლის ასაკში, საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ზურა ტომარაძე გარდაიცვალა
ვართანოვი, თვაური და რატიშვილი ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებზე
როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა