ანა დულარიძე, ირაკლი გუჯაბიძე, ილია ბერულავა, არჩილ ბადრიაშვილი და ლაშა კვეკვესკირი უშბაზე ბიძინა გუჯაბის მეთაურობით ავიდნენ
ის იყო, პატარა უშბა დალაშქრეს და საბაზო ბანაკში აპირებდნენ დაბრუნებას, მაგრამ კარგი ამინდი იყო და "მთის ჯიქმა" თქვა, მთავარ მწვერვალზე ავიდეთო, სხვებმაც აუბეს მხარი. მეხუთე კატეგორიის სირთულის მარშრუტი აირჩიეს. ძნელად გასავლელი იყო მყინვარი და ნელა მიდიოდნენ. ერთი ღამე ყინულის საუფლოში გაათიეს, მეორეც - უშბის კედელზე. მიზანს მაინც მიაღწიეს - უშბის თავზე ილაუნის დროშა ააფრიალეს.

სამთო ტურიზმი ქვეყანაში სულ უფრო პრიორიტეტული მიმართულება ხდება, ამიტომაც მის განვითარებას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტშიც დიდ ყურადღებას აქცევენ. ჯერ კიდევ გაზაფხულზე ჩამოაყალიბეს ალპური კლუბი (დირექტორი არჩილ ცინცაძე) და რამდენიმე საინტერესო ღონისძიებაც მოაწყვეს: იყვნენ ჭაუხში საწვრთნელ შეკრებაზე, მაისის ალპინიადისას მყინვარწვერი დალაშქრეს.

ანა დულარიძე (ალპური კლუბის დირექტორის მოადგილე), ირაკლი გუჯაბიძე, ილია ბერულავა, არჩილ ბადრიაშვილი და ლაშა კვეკვესკირი უშბაზეც ავიდნენ სახელოვანი მთამსვლელის, ევერესტისა და რვაათასიანი მწვერვალების მრავალგზის დამპყრობის, ორგზის "მთის ჯიქად" მონათლული ბიძინა გუჯაბიძის ხელმძღვანელობით.

- ყოველთვის ვფიქრობდი, სტუდენტებთან ერთად დამელაშქრა მწვერვალები, მაგრამ აქამდე ვერ მოვახერხე, - გვითხრა ბიძინა გუჯაბიძემ. - წლეულს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივითა და საქართველოს ალპური კლუბის, საქართველოს მთამსვლელთა ეროვნული ფედერაციის მხარდაჭერით დაფუძნდა ეს კლუბი, რომლის წევრებიც აქტიურად ჩაებნენ სპორტულ ღონისძიებებში.

ალპური კლუბები სხვაგანაც არსებობს, მაგრამ მათი მიზანია ბუნების წიაღში გასეირნება, რაც სტუდენტებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დასამკვიდრებლად აუცილებელია, ილიაუნელთა ალპური კლუბი კი სპორტული მიმართულებისაა. მჯერა, რომ აქ კარგი მთამსვლელები გაიზრდებიან. დასტურად უშბის დალაშქვრაც გამოდგება.

ექსპედიციის წევრები არ შეუშინდნენ სიძნელეებს, არადა, ნაპრალთა ლაბირინთებით ვიარეთ მწვერვალამდე, როგორც ეს ევერესტზეა. გლობალურმა დათბობამ უშბის მყინვარსაც დაატყო ხელი. ყინულის ხიდები, რომლებიც ის-ის იყო გავიარეთ, ჩვენ თვალწინ ინგრეოდა, იმავე გზით უკან დაბრუნება საფრთხეს შეგვიქმნიდა, ამიტომ სხვა მარშრუტით დავეშვით საბაზო ბანაკისკენ.

1984 წელს უშბაზე ერთ-ერთი ასვლისას ღამისთევის შემდეგ კარავი და აღჭურვილობა, მახსოვს, უსაფრთხო ადგილას საგულდაგულოდ შევინახე. უკან დაბრუნებისას იქაურობა თოვლით იყო დაფარული, ბევრი ვეძებეთ, მაგრამ კარავს ვერსად მივაგენით. და აი, 27 წლის შემდეგ უშბამ გადამალული აღჭურვილობა - კარავი, რკინის პალოები, კარაბინები - გამომიჩინა.

ილია ბერულავა, სამთო გამყოლი: უშბაზე მეოთხედ ვიყავი. წინა სამისგან განსხვავებით, ეს ექსპედიცია უფრო ხანგრძლივი აღმოჩნდა, რადგან სხვა მყინვარი და კლიმატი დაგვხვდა. როგორც ბატონმა ბიძინამ თქვა, გლობალური დათბობის გამო შესამჩნევია მყინვარების დნობა და ნაპრალებად დაჩეხვა, მომატებულია ქვათა ცვენა. გართულებულია კედლამდე მისასვლელი გზა.

შესაძლოა, სულ მალე ზოგიერთ მარშრუტით უშბაზე ასვლა შეუძლებელიც გახდეს. ყოველივეს მიუხედავად, ყველა სიძნელე გადავლახეთ და მწვერვალზეც ავედით. ახლა, მთავარია, ახალგაზრდები მოვიზიდოთ, რადგან მთამსვლელობას, როგორც სპორტის სახეობის პოპულარიზაციისა და განვითარების გარდა, ილიაუნის ალპური კლუბი მიზნად ისახავს ალპინიზმისა და სამთო ტურიზმის შესაძლებლობათა ფართო გამოყენებას, ახალგაზრდების ბუნებასთან ზიარებას და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას.

ანა დულარიძე: უშბაზე ასასვლელად რთული მარშრუტი ავირჩიეთ ორი ღამისთევით. პირველი ღამე მყინვარზე გავათიეთ, მეორე - უშუალოდ უშბის კედელზე. ასეთი გზებით უწინ არასდროს მივლია: ეს საკუთარი თავის გამოცდაც იყო და საინტერესოც. წლეულს ილიაუნელებმა მყინვარწვერი და უშბა დავლაშქრეთ, რამაც ჩვენი ალპური კლუბისადმი ინტერესი გაზარდა, ბევრი სტუდენტი შემოგვიერთდა.

ამას წინათ გვეწვია სახელოვანი პოლონელი ალპინისტი კრჟიშტოფ ვალიცკი, პირველი ადამიანი, რომელმაც ზამთარში შეძლო K2-ის და ევერესტის დალაშქვრა, მსოფლიოს თოთხმეტივე 8-ათასიანი მწვერვალი აქვს დაპყრობილი. საინტერესო ამბები გვიამბო და რჩევებიც მოგვცა.

ყაზბეგში წავიყვანეთ და ალპური კლუბის წევრებთან ერთად გერგეთის სამებაზე ავედით. ძალიან მოეწონა იქაურობა. მომავალ კონტაქტებზე შევთანხმდით და მალე ქართულ-პოლონური ექსპედიციებიც დაიგეგმება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელ მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა