დაღესტნურმა მახაჩყალამ საკუთარი კანდიდატურა ჭიდაობაში მსოფლიოს 2015 წლის ჩემპიონატის მასპინძლობაზე წარადგინა
საქართველო - ისევ ქართულ პრობლემებში

დაღესტნურმა მახაჩყალამ საკუთარი კანდიდატურა ჭიდაობაში მსოფლიოს 2015 წლის ჩემპიონატის მასპინძლობაზე წარადგინა. ეს მას შემდეგ გადაწყდა, რაც დაღესტანის რესპუბლიკის პრეზიდენტი მაგომედსალამ მაგომედოვი ადგილობრივი თავისუფალი ჭიდაობის ფედერაციის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეს, ჩვენთვის არცთუ სასიმოვნოდ მოსაგონარ ოლიმპიურ ჩემპიონ საგიდ მურთაზალიევს (ალბათ, ყველას კარგად გახსოვთ, 2000 წელს სიდნეის ოლიმპიადაზე მან რამდენად მიუღებელი, ფაქტიურად, სკეტჩის ილეთებით ჩამოიცილა ნახევარფინალიდან ლუკა კურტანიძე), რუსეთის ჭიდაობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტებს, გეორგი ბრიუსოვსა და დაღესტნელ ვიცე-პრეზიდენტ ომარ მურთუზალიევს შეხვდა.

ამ გადაწყვეტილების შესახებ მედიას ბრიუსოვმა აცნობა, რომელმაც შემდეგიც განაცხადა: "2011 წელი უმნიშვნელოვანესი აღმოჩნდა დაღესტანში ჭიდაობის განვითარებისთვის. მაგომედოვმა პირად კონტროლზე აიყვანა ეს საქმე და უსწრაფესად გადაჭრა ყველა პრობლემა. მურთაზალიევი სამეთვალყურეო საბჭოს ჩაუდგა სათავეში და მათ მურთუზალიევთან (ერთმანეთში არ აგერიოთ ეს ორი გვარი. ავტ.) ერთად მოაგვარეს წარმატებულ სპორტსმენთა - მსოფლიოსა და ევროპის მედალოსანთა პრემიებით უზრუნველყოფის პროგრამა".

მარტინეტმა დაუბარა.

დაღესტნელებმა ბოლო დროს სპორტში, კერძოდ კი ჭიდაობაში დიდი ნაბიჯები გადადგეს. მახაჩყალასა და ხასავიურტში ორი დიდი ცენტრი ჩამოყალიბდა, რომლებიც არა მხოლოდ ავტონომიაში, მთელ ჩრდილო კავკასიის რეგიონშიც კი ლიდერობისთვის ერთმანეთს ებრძვიან - ორივე მაღალი საპრიზო ფონდით ატარებს ერთმანეთზე უფრო პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირებს.

აქედან გამომდინარე, ისეთ სიმაღლესთან შეჭიდება, რაც მსოფლიოს პირველობის მასპინძლობაა, მოსალოდნელიც იყო. ჯერ არაა ცნობილი, ვინ იქნება მათი მეტოქე ამ ბრძოლაში, თუმცა ვინც უნდა იყოს, დაღესტნელების მარცხი ძალიან გვეეჭვება - მათ ხომ ზურგს დიდი ფული, ავტონომიის უმაღლესი ხელისუფლება და რუსეთის ჭიდაობის ფედერაცია ერთობლივად უმაგრებენ. ვთქვათ და ახლა წააგეს, ეჭვიც ნუ შეგეპარებათ, რომ სამომავლოდ მაინც მიიღებენ ამ ტურნირს.

დაღესტნელებმა თავიანთი სურვილის შესახებ წლეულს მარტში მახაჩყალაშივე გამართულ მსოფლიოს თასზე განაცხადეს - ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტ რაფაელ მარტინეტის ეს პირადად რესპუბლიკის პრეზიდენტმა მაგომედოვმა განუცხადა.

მარტინეტი წინააღმდეგი არ წასულა და უთხრა, რომ ჩემპიონატის სამასპინძლოდ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი დარბაზი მართლაც ჰქონდათ - მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონ ალი ალიევის საჭიდაო არენა, მაგრამ იქვე მიუთითა, რომ თუ მართლა სურთ ამ რანგის შეჯიბრების მასპინძლობა, მაშინ ქალაქში სხვა სახის ინფრასტრუქტურის განვითარებაზეც უნდა იზრუნონ - მოაწესრიგონ გზები, აეროპორტი, იზრუნონ სასტუმროს აშენებაზე.

რამდენადაც ჩვენი მოჭიდავეებისგან ვიცი, მახაჩყალაც, ხასავიურტიც და სხვებიც მართლაც ვერ დაიკვეხნიან მსგავსი სიკეთით, ქალაქის ცენტრი კიდევ რაღაცას ჰგავს, ოდნავ მოშორებით და მით უფრო ქალაქგარეთ კი, კრიტიკული მდგომარეობაა.

მარტინეტიმაც ამაზე დელიკატურად მიანიშნა, რამაც შედეგი მყისვე გამოიღო. საერთაშორისო ფედერაციაში (FILA) განაცხადის წარდგენას თან დაერთო ქალაქის განვითარების გეგმა, რომელიც ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს აშენებას, აეროპორტის, საქალაქო გზებისა და ზოგადად, ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ითვალისწინებს. არადა, რუსები თავიდან თურმე სოჭის კანდიდატურის წამოყენებას აპირებდნენ, მაგრამ სოჭის ოლიმპიადის ბაზების მშენებლობასთან დაკავშირებული სკანდალის ფონზე დაღესტნელებმა FILA-ს ბევრად უფრო მყარი არგუმენტები წარუდგინეს.

და პარალელები...

მსოფლიოს პირველობის მასპინძლობაზე მათი განაცხადის წარდგენამ ჩვენი ყურადღება იმით არ მიიქცია, არიქა, მახაჩყალა ახლოსაა და ჭიდაობის ქართველი ქომაგები მიაწყდებიან იქაურობასო. რუსეთ-საქართველოს დღევანდელი პოლიტიკური ვითარების ფონზე ჩვენთვის იქ ჩასვლა არც ისე იოლია, მაგრამ თუ მაინც მოახერხებს ვინმე, იმასაც მაინც მოსკოვის გავლით მოუწევს ჩასვლა და დაღესტანთან ტერიტორიული სიახლოვე არაფერ შუაშია.

მოგეხსენებათ, ჩვენთვის იქ ჩასვლა მხოლოდ საჰაერო გზითაა შესაძლებელი, სტამბოლიდან მახაჩყალისკენ ავიარეისები არ სრულდება, ბაქოდან კი იყო ადრე, მაგრამ ეკონომიკურმა კრიზისმა ესეც შეიწირა და ამ შემოდგომაზე თავისუფალ ჭიდაობაში ჩვენი ნაკრები ხასავიურტში მოსკოვის გავლით გადაფრინდა.

მოკლედ, ამ ფაქტმა ჩვენი დაინტერესება უფრო სხვა გარემოებით გამოიწვია - მსგავს სიმაღლეებზე ჩვენ ჯერ მხოლოდ ვოცნებობთ. მართალია, ვუმასპინძლეთ ევროპის პირველობას ძიუდოში და სამბოში, 2013 წელს ჭიდაობებშიც ჩავატარებთ, მსოფლიოს პირველობებისთვის ახალგაზრდებში გვიმასპინძლია სამბოში და იმავე "თავისუფალ"-ბერძნულ-რომაულ ჭიდაობებში, მაგრამ ეს მაინც არაა ის დონე, რასაც მახაჩყალა უმიზნებს.

მათგან განსხვავებით, ჩვენთვის მთავარი პრობლემა თანამედროვე დარბაზის არქონაა - გვინდა თუ არა, მთელ ქვეყანაში თბილისის სპორტის სასახლის მეტი არც ერთი სხვა ბაზა არ აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს. სპორტის სასახლე გარეგნულად ძალიან კარგია, მაგრამ მოძველებული და მოუხერხებელია.

თვალსაჩინოებისთვის შეგიძლიათ შეადაროთ ალიევის სახელობის დარბაზს იმავე მახაჩყალაში, რომელიც შარშან ააშენეს მისივე სახელობის ტურნირისთვის, შესასვლელთან კი თავად ალიევის ძეგლი დგას. თუმცა მსოფლიოს ჩემპიონატს თავი დავანებოთ, 2015 წელს თბილისში გასამართი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალის დონესაც არ შეესაბამება არც ერთი ბაზა. არადა, სპორტული ინფრასტრუქტურის აშენებაზე ქვეყანაში რამდენიმე ასეული მილიონი ლარია დახარჯული.

საწყენია, რომ მათი მშენებლობის პროცესში არ გაითვალისწინეს მთელი რიგი შედარებით უმნიშვნელო დეტალები, რაც ამ ბაზებს საერთაშორისო სტანდარტების დონემდე მიიყვანდა - ზოგან ტრიბუნები არაა საკმარისი, ზოგან - ჭერის სიმაღლეა პრობლემა, ზოგს სათადარიგო დარბაზი არ გააჩნია.

ამ დროს დაღესტანს იმავე ჭიდაობებში, რაც მათთვის პრიორიტეტულია, მსგავსი პრობლემა არ აწუხებს - მახაჩყალაში ალიევის სახელობის 5-ათასიანი დარბაზი, ხასავიურტშიც იმავე ტევადობის გამიდ გამიდოვის დარბაზია (თუმცა ის უფრო ძველია და ალიევისას ჩამორჩება), სხვა დიდ ქალაქებშიც არის ისეთი არენები, სადაც მნიშვნელოვანი ტურნირების ჩატარება შეიძლება, თუმცა არც სხვა სახეობებში განიცდიან ბაზების დეფიციტს, თუმცა ამ მხრივ გამოცოცხლება მთელ რეგიონში შეინიშნება დაძაბული ვითარების მიუხედავად.

დაღესტანი ხომ ლამის მუდმივი სამოქალაქო ომის რეჟიმში ცხოვრობს, თუმცა ამ მხრივ ჩეჩნეთში ბევრად რთული ვითარებაა, მაგრამ იქაც კი აიგო უზარმაზარი საჭიდაო კომპლექსი, ხოლო გროზნო, ალბათ, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მაღალსაპრიზოფონდიან ტურნირს ატარებს.

სადღეისოდ იქაურ რესპუბლიკებს მსოფლიოს ჩემპიონატების მასპინძლობის თავლსაზრისით რაშიც ვჯობნით, ეს საგზაო ინფრასტრუქტურაა, მაგრამ სასტუმროები კი ჯერაც გვრჩება თავსატეხად. ყველას კარგად გვახსოვს თუნდაც იგივე ახალგაზრდების მსოფლიოს პირველობა ჭიდაობაში, როცა უცხოელთა ნაწილი დუშეთში მოათავსეს. თუმცა ასეთ ტურნირებში უფრო დიდ პრობლემას მაღალი კლასის სასტუმროთა დეფიციტი ქმნის - ვიპ-სტუმრებისთვის საგანგებო სერვისია საჭირო, თორემ სპორტსმენებსა და მწვრთნელებს შედარებით დაბალი რანგის ნომრებში კი მოათავსებ როგორმე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] მარცხი RAF-ის სადებიუტო შეხვედრაში - ხინჩეგაშვილმა 19 წლის ამერიკელთან წააგო
[თავისუფალი ჭიდაობა] სამი ბრინჯაოს მედალი ევროპის ჩემპიონატზე!
[VIDEO] ცარუკიანის უღირსი ქმედება, რომელსაც ტატამზე დიდი დაპირისპირება მოჰყვა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა