ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

გოგიტა გოგუას სიმართლის დრო: ნაკრები საქართველოსია და არა - ქეცბაიასი!

გოგიტა გოგუას სიმართლის დრო: ნაკრები საქართველოსია და არა - ქეცბაიასი!

ნაკრებიდან მოკვეთილმა ფეხბურთელმა თემურ ქეცბაიასთან კონფლიქტის დეტალებზე ღიად ისაუბრა
გოგიტა გოგუას ინტერვიუს გამოქვეყნების შემდეგ "ლელოს" რედაქციაში ბევრმა დარეკა. ხალხის სურვილი ერთი იყო, სიმართლე ოდესმე მაინც უნდა თქმულიყო, ამიტომ კიდევ ერთხელ დავუკავშირდით ფეხბურთელს რუსეთში და ვთხოვეთ, ერთადერთი გამონაკლისი "ლელოსთვის" დაეშვა.

გოგიტა დაგვთანმხდა და ექსკლუზიურად "ლელოს" მკითხველისთვის მასს და ქეცბაის შორის მომხდარი ინციდენტის დეტალებზე გულახდილად ისაუბრა.

"აქამდე თავს ვიკავებდი, არ მინდოდა კომენტარის გაკეთება, მაგრამ ყელში ამოვიდა თემურ ქეცბაიას კომენტარები. მას თუ ევროპაში გასდიოდა ფეხბურთელებთან ასეთი დამოკიდებულება, აქ ასე არ უნდა მოიქცეს, რადგან ეს საქართველოა და ყველას თავისი თავმოყვარეობა აქვს", - ასე დაიწყო საუბარი გოგუამ.

- ამ ხნის განმავლობაში ჩემთან ბევრმა ჟურნალისტმა დარეკა, მაგრამ არაფრის თქმა არ მინდოდა. ვიცი ქეცბაიას ტელევიზორში გამოსვლები და გული მწყდება, თუ როგორ ლაპარაკობს ჩემზე, ფეხბურთელი არ არისო. მაინცდამაინც სასიამოვნო მოსასმენი არ არის ეს. ნაკრებში რამდენი შეხვედრაც მითამაშია, ცუდად - არც ერთი, ყოველ შემთხვევაში, ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯებოდი. ამას გულშემატკივარიც კარგად ხედავს და მთელი საქართველოც, სამწუხაროა, მარტო ქეცბაიამ რომ ვერ დაინახა ეს.

- კონფლიქტის მიზეზი რა იყო?

- წინა დღეს ხორვატიას მოვუგეთ, იმის მაგივრად, რომ კარგ ხასიათზე ყოფილიყო და ფეხბურთელებთან სხვანაირად მოქცეულიყო, პირიქით, შეურაცხყოფაზე გადავიდა. თუ ფეხბურთელი არ ვარ, მაშინ ხორვატიამდე რატომ არ გამიშვა? ვარჯიში იყო, ბურთი დავკარგე თუ რაღაც ასეთი და, ბურთი როგორ დაკარგეო, ამიტეხა ერთი ამბავი. მაგარი ფეხბურთელი თუ იყო, რა, ბურთი არ დაუკარგავს?

- კონკრეტული ვარჯიშის შესრულებაზე თქვა უარი გოგუამო, მსმენია კულუარებში. რატომ არ შეასრულე მწვრთნელის მითითება?

- მანდ იმასაც ამბობდნენ, რომ თურმე ხორვატიასთან თამაში არ მინდოდა. არის პოზიციები, სადაც ვერ ვითამაშებ. კი, ნაკრებს სადაც სჭირდები, იქ უნდა დადგე, მაგრამ, როცა ეთამაშები ძლიერ მეტოქეს და ამა თუ იმ ამპლუისთვის კარგად და სათანადოდ ხარ მომზადებული, იქ უნდა გათამაშონ. ახლა რომ მითხრას, კარში ჩადექიო, როგორ ჩავდგები, თუ არ ვიცი ეს საქმე. მწვრთნელი პოზიციებში კარგად უნდა ერკვეოდეს, უნდა იცოდეს, ვინ სად და როგორ თამაშობს.

მწვრთნელსა და ფეხბურთელს შორის უთანხმოება ხდება ხოლმე, მაგრამ ეს ყველას გასარჩევი არ უნდა გახდეს და ისევ მწვრთნელმა უნდა გაანეიტრალოს სიტუაცია. ეგ კიდე ჩემზე ამდენს და ასე ლაპარაკობს. ხმის ამოღება არ მინდოდა, ვიფიქრე, საქმე მოგვარდება-მეთქი. ხორვატიის მერე არ მოუგია, სულ ფეხბურთელებში ეძებს დამნაშავეს. თავის თავში ჩაიხედოს, იქნებ თვითონაა დამნაშავე? ხორვატიის მერე სხვა მწვრთნელი რომ ჰყოლოდა ნაკრებს, შესაძლოა, დღეს ევროპის ჩემპიონატზეც გვეთამაშა.

- შენ წამოხვედი ნაკრებიდან თუ მან გაგიშვა?

- როგორც თვითონ ამბობს, გამომაგდო, მაგრამ მე წამოვედი. მოგებული თამაშის შემდეგ იმას რომ გაიძახის, მე გავუშვი ნაკრებიდანო, მაშინ თქვას, რატომ? ვფიქრობ, ხორვატიასთან ძალიან კარგად შევედი შეცვლაზე. მისგან შეურაცხყოფა იყო და წამოვედი. რუსთავი 2-ზე გამოვიდა, რა შეჭამეს ამ გოგუაზე ტვინიო, რა გააკეთაო. როცა ვიგებდით, მეც ხომ ვმონაწილეობდი იმ თამაშებში და, თუ ფეხბურთელი არ ვარ, ესე იგი, ათი კაცით იგებდა თამაშებს?

- თუ ქეცბაია ფეხბურთელებს აგინებს, სხვები რატომ არ იღებენ ხმას?

- ქეცბაიაა და იმიტომ! მის მოსვლამდე მოგება არ გვქონდა, დავინახეთ, რომ ამდენი მარცხის შემდეგ რაღაც წარმატებას მივაღწიეთ და უცებ ხატი შეიქმნა ქეცბაიასი. "ძაან" ქეცბაია გახდა.

- შეკრებიდან, რომ წამოხვედი, სწორად მიგაჩნია?

- ეს ჩემი შეცდომა იყო. იმ დონეზე ვიყავი შეურაცხყოფილი, ღამით თვალი ვერ მოვხუჭე. შესაძლოა, თავი უნდა დამეხარა, მაგრამ მე ასე ვფიქრობ: ნაკრები საქართველოსია და არა ქეცბაიასი.

- ახლა როგორ ფიქრობ, ხომ არ იჩქარე გადაწყვეტილების მიღება?

- ახლაც რომ მოხდეს მსგავსი, შესაძლოა, ისეთივე ნაბიჯი გადავდგა. ძნელი მოსასმენია ის სიტყვები, რომელიც მან იკადრა.

- არავინ გამოგესარჩლა?

- არ მინდა, კონკრეტული გვარები დავასახელო. ქეცბაიას ხასიათი არა მარტო მე, სხვებმაც გაიცნეს. ბიჭები მაწყნარებდბენ, ხომ იცი, ემოციური კაციაო. ეგ მეც ვიცოდი, მაგრამ, რომ დავრჩენილიყავი და თვალი დამეხუჭა, შესაძლოა, იგივე განმეორებულიყო, იმ დღეს თუ არა, მომავალში მაინც. ის უფრო მწყინს, ჩემზე რომ ამბობს, ფეხბურთელი არ არისო. არ ყოფილა თამაში, გოგიტა გოგუა მოედანზე გასულიყო და თამაშისთვის რამე დაეკლო.

- ნაკრების თავკაცმა განაცხადა, რომ შენ მძიმე ხასიათი გაქვს და ყველასთან პრობლემა ამიტომ გექმნება.

- ხასიათი, კი ბატონო, მძიმე მაქვს, არა-მეთქი, ვერ ვიტყვი. ტოპმიოლერის მწვრთნელობისას შოტლანდიასთან 92-ე წუთზე გავუშვით გოლი. შუაში ვიდექი და მე დამაბრალა, თავდასხმაში ხარ და, მაინც შენ გბრალდება, მაშინ ისეთი სიტუაცია იყო, არ იცოდა, ვისთვის რა ეთქვა და პირველი მე შევეფეთე. მერე მქონდა ამაზე ლაპარაკი მასთან და მითხრა, ასე და ასე იყო, უფრო კარგად შეგეძლო თამაშიო, ვითომ, რადგან თურქეთთან წინა შეხვედრაზე შეცვლაზე შემიყვანა, ამიტომ არ მითამაშია კარგად.

- იმასაც ამბობდნენ, ქეცბაიაზე იმიტომ იყო ნაწყენი, ძირითად შემადგენლობაში რომ არ დააყენა ხორვატიასთანო.

- სათადარიგოზე ჯდომა თუ ვინმეს სიამოვნებს, ის ფეხბურთელი არ არის და მე რატომ უნდა მომწონდეს ჩამოსვლა და სკამზე ჯდომა? მაგრამ, თუ სკამზე ვზივარ, მერე შევდივარ მოედანზე და კარგადაც, ამაში რა პრობლემაა? ხშირად ვმჯდარვარ სკამზე და თუკი შეცვლაზე შევდივარ, ფეხბურთი არ უნდა ვითამაშო?

- თემურ ქეცბაიას მოსვლას ნაკრებში დადებითი რა მოჰყვა?

- ერთადერთი - ჟინი მოიტანა.

- დისციპლინა არ დამყარდა?

- დისციპლინაც დამყარდა. ეს ორი ფაქტორი ფეხბურთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რაც მისი მოსვლისთანავე იგრძნობოდა გუნდში. მის მიერ დამყარებული დისციპლინის გარეშე ის შედეგი არ მიიღწეოდა, მაგრამ, რაც დღეს ნაკრებში ხდება, ესეც მისგანაა. მარტო ფეხბურთელებს რომ აბრალებს, ეგრე არ არის. უმჯობესია, თავის თავში ჩაიხედოს და ფეხბურთელების არცოდნაზე შემდეგ თქვას რამე.

- ამ ინციდენტის შემდეგ მწვრთნელთან კონტაქტი გქონდა?

- არა, არავითარი კონტაქტი.

- შენი აზრით, ნაკრების დღევანდელი შემადგენლობა ოპტიმალურია?

- არიან ფეხბურთელები, რომლებიც იმსახურებენ ნაკრებში თამაშს. როცა თავდასხმაში პრობლემები გაქვს, როგორ შეიძლება, სირაძე არ გამოიძახო, თუ ვინმეს გააქვს, ეს სირაძეა, ვუყურებ თამაშებს და ამდენი ხანია, კარში არ დაგვირტყამს. ან მუჯირისნაირი ფეხბურთელი ნაკრებში რატომ არ უნდა იყოს? ხალხი ხედავს ამ ყველაფერს, ქეცბაიას ჰგონია, რომ მარტო მას ესმის ფეხბურთი. 20-25 წელიწადია, ეს ბიჭები ერთად ვართ და ფეხბურთს ვთამაშობთ, ჩვენც გვესმის და მწვრთნელები ხომ არიან, რომლებსაც ასევე ბევრი ესმით. ერთი თავდამსხმელი თამაშს ვერ მოიგებს.

- თაობის შეცვლით პროგრესი იქნება?

- ფეხბურთელების შეცვლაზე რომ ვლაპარაკობთ, იქნებ, მწვრთნელი შევცვალოთ? ამაზე არ გიფიქრიათ? ესენი რომ წავიდნენ, ვინ ჰყავს ნაკრებს ამათზე უკეთესი?

- წაგებული თამაშების შემდეგ მუდამ იმაზეა ლაპარაკი, რომ ფეხბურთელების დეფიციტია და ქეცბაია მესის და პელეს ვერ გააჩენს.

- როცა გუნდი აგებს, მე ვიცი, რომ ყველას უნდა დაბრალდეს. ჩვენთან ჯოხი მარტო ფეხბურთელებზე ტყდება. არ დაფიქრებულა ვინმე, რომ მოთამაშეების მიმართ მიდგომა უნდა შეიცვალოს? მესი შეიძლება არ ჰყავს, მაგრამ კარგი ფეხბურთელები ჰყავს.

- ანუ ნაკრებში კადრების დეფიციტი არ არის?

- მეკარე გვყავს, რევიშვილია თუ ლორია, მშვენივრად დგანან, შეცდომა ვის არ დაუშვია. მცველები არ გვყავს? გვყავს! თავდასხმაში გვიჭირს, მაგრამ მარტო დვალიშვილმა და სირაძემ რა უნდა ქნან? ფეხბურთელებს რომ აბრალებს წარუმატებლობას, ტაქტიკა ხომ უნდა არსებობდეს?

- ნაკრებში შენი დაბრუნების პერსპექტივა არსებობს?

- ამას რომ წაიკითხავს ქეცბაია, როგორ გგონიათ, ნაკრებში დაბრუნების შანსი მაქვს? მას არ ვჭირდები? მოვა სხვა, ვისაც დავჭირდები. დღესაც ვამბობ - ყოველთვის მზად ვარ, გულით და სულით ვითამაშო საქართველოს ნაკრებში. შეიძლება, თამაში არ გამომივიდეს, მაგრამ, როცა მითამაშია, ზედმეტი ჩემთვის არავის უთქვამს. ყოფილა შემთხვევები, ცუდად ვყოფილვარ, ჩამოვსულვარ ნაკრებში და ამას ჩემთვის იმდენი თავდაჯერება მოუცია, ძალა მიორმაგდებოდა, მერე, კლუბში რომ ვბრუნდებოდი, უკეთესად ვთამაშობდი.

- "ვოლგაში" რა ხდება, დღემდე ვერ გაარკვიეთ მიზეზები, რატომ მოიკვეთეთ გუნდიდან?

- "ტერეკთან" გვქონდა თამაში, მე და გოჩა ხოჯავამ გავიტანეთ, მეორე დღეს მოვიდა მწვრთნელი და გვითხრა, რომ მას არ ვჭირდებოდით. ხელმძღვანელობა შეიცვალა და მწვრთნელის გემოვნებაში არ "ვჯდებით". ესაა და ეს.

- მალე თბილისის "დინამოში" ხომ არ გიხილავთ?

- სურვილი მაქვს, მაგრამ რამდენად რეალური იქნება ეს, არ ვიცი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• tolo

Geo pasuxi ar gaqvs da dzalianac rom gindodes ver mipasuxeb, tu goguas shemcvleli arsebobs ras gvimalav gvitxar.

• Geo

Werner ჯერ ერთი, 10 წლის ბავშვი სხვა არის და ჩამოყალიბებული, აზრიანი ფეხბურთელი სხვა. 10 წლის ბავშვი რომ დააყენოს მწვრთნელმა და შეჯოროს, რათქმაუნდა არ არის კარგი, იმიტომ რომ ბავშვის ფსიქოლობია ამ დროს მყიფეა და შეიძლება სერიოზულად დაზიანდეს. სხვათაშორის ასეთი მწვრთნელების ნაკლებობას არ განვიცდით ბავშვთა ფეხბურთში და სწორედ ეს არის პრობლემა და არა გოგუა არადისციპლინირებულობა ზოგადად. მაგრამ კაცი, რომელსაც ჩამოყალიბებული ფეხბურთელი გქვია, ამ თემაზე საუბარი უბრალოდ სირცხვილია. მწვრთნელი რა თქმა უნდა მომენტებში დაგიყვირებს თუ არ გესმის რამე აბა რა. ყველგან ხდება ასე, ყველგან, არცერთი გუნდი არ არის გამონაკლისი და თუ ვინმეს ჰგონია რომ რადგან ქართველები ვართ, სულ შენი ჭირიმე შენ გენაცვალეთი უნდა ელაპარაკოს მწვრთნელი, ძალიან ცდება. რა, ფერგიოსონი რომ აგინებს თავის ფეხბურთენებს ისინი უღირსონი არიან და ჩვენი ფეხბურთელები ღირსეულები, მკვდრებივით რომ დარბიან?! ფეხბურთელის ღირსება თამაშში გამოიხატება და როცა 6:2-ს აგებ ბულგარეთთან ღირსება აყრილი ფეხბურთელი ხარ რაც არ უნდა ირტყა მჯიღი გულზე. ქეცბაიამ კი თავისი მოსვლით რაც გააკეთა, ღირსება დაუბრუნა ფეხბურთელებს და ოდნავ საკუთარი თავის რწმენა. tolo რაღაც განსაკუთრებული სურვილი არ მიჩნდება თქვენს "ღრმად არგუმენტირებულ" კომენტარს ვუპასუხო, უბრალოდ აბსოლუტურად განსხვავებული შეხედულებები გვაქვს. იმას რომ იტყვი ნაკრების ფეხბურთელზე "თავზე არავის დაისვამსო" და ამით ამართლებ ნაკრების თვითნებურად მიტოვებას, რაღაც ყველაფერი რიგზე არ უნდა იყოს მსჯელობაში.:D

• dudu

ლანძღვა არც გოგუასია საჭირო, და არც _ ქეცბაიასი. გუნდში რო არაჯანსაღი ატმოსფეროა, ეს უკვე ფაქტია და გოგუა არაა მხოლოდ "ამრევი". სხვებსაც პრობლემები აქვთ და ზოგი ამბობს, ზოგი _ არა. ზოგს აღარც იწვევენ. თამაშის ხარისხი და შედეგები უარესდება. გინდ დამიჯერეთ, გინდ არა, მარა ამაზე მილიონი კომენტარი რო კეტდება, მაგას ჯობია, ფუნდამენტური პრობლემებით დავინტერესდეთ, თორე ეგ ნაკრები სუ ეგრე იყო და სუ ეგრე იქნება. გოგუა-ქეცბაიაში არაა საქმე.

• tolo

Geo qurdoba rashvashia ubralod gogua tavze aravis daisvams, sworad moiqca gogua me rom vyofiliyavi mag ******** qecbaias ise vcemdi rom mteli cxovreba xsomeboda.  ?????? goguaze rom idzaxi sheucvleli arariso erti mitxari vingvyavs magis shemcvleli? nutu verxedav rac gogua wavida nakrebs mogeba ar girsebia?

• beqa

ქარტველი ხალხის თანადგომა სჭირდება ქეცბაიას და არა კრიტიკა და ჩასაფრება რო ყველაფერი ცუდი იძახონ ამ კაცზე. ქეცბაია არავიზე ნაკლები პატრიოტი არ არის და როგორც ყველა ქარტველი ისე უყვარს თავის სამშობლო.

• beqa.m

გოგუა კაი ბიჭია და პატივის ცემას იმსახურებს ყოველი ქართველისგან მაგრამ არც ქეცბაიაა გოგუაზე ნაკლები მაგ მხრივ. ქეცბაია აკეთებს ყველაფერს რო ჩვენი ჭაობში ჩატრეული ეროვნული ნაკრები იქნებ როგორმე ამოიყვანოს იმ წაობიდან სადაც გვაქვს ფეხი ჩაყოფილი! თუ მიიჩნევს ქეცბაია რო ვინმემ არ უნდა ითამაშოს მე ეგ სწორად მიმაჩნია.

• gio tianeli

გოგუაზე უკეთესი ვინ გყავთ?ძოძუაშვილო მწვრთნელად ისევ ტოპმიოლერის მოსვლა ჯობია ან ამ კაცზე ხმას როგორ იგებთ მალტას და ლატვიას წლის გეგმა შეუსრულა,არა ძაან წარმატებული ციკლი იყო მალტას გავასწარით,ლატვიამ რო ჩაგვხადა მაგაზე რას იტყვით?ქეცბაიას რჩევა:გოგუა არ გამოიძახო და დვალი და სირძე არ გამოიძახო და დავალთ სანმარინოს დონეზე თუ უკვე არა ვართ.....პ.ს.(დვალიშვილი სულ ძირითადში გყავდეს გამტანია:D:D)

• Werner

Geo კარგი,მაშინ მარტო ერთ რაღაცაზე მიპასუხე და აღარ დავწერ აქ მეტს: დაუშვათ შენი შვილი 10-12 წლისაა რა და დაგყავს ფეხბურთზე,რო მოვიდეს ერთხელაც სახლში და გითხრას რაღაც არასწორად გავაკეთე და მწვრთნელმა მაგინაო არ მოთხოვ იმ მწვრთნელს პასუხს?

• დათო

გოგუას მოსაწონი მწვრთნელი არ არსებობს.გასულ ცხრავე შესარჩევში იყო მწვრთნელსა და ფეხბურთელს შორის კომფლიქტი და რატომღაც მწვრთნელზე ტყდებოდა ჯოხი. მწვრთნელები მიდიოდნენ ნაკრებიდან, ჯგუფიდან ვერ გავდიოდით და "ბლატნოი" ფეხბურთელები ისევ იყვნენ ნაკრებში. მწვრთნელმა და ფეხბურთელმა კი არ უნდა დათმოს, მარტო ფეხბურთელმა უნდა დათმოს. გაიხსენეთ ფერგიუსონმა რო ბუცი გაარტყა ბექჰემს, გუნდიდან ბექჰემი წავიდა და ფერგი დარჩა დღემდე. ბექჰემი რეალშიც კი ვერ გაჩერდა და სულ ტურისტივით მოგზაურობს გუნდიდან გუნდში.

• Geo

Werner იცი რა, ვისაც ქურდობა უნდა, წავიდეს და იქურდოს თუ როგორც არის, საქართველოს ნაკრების მაისური გაიხადოს. მწვრთნელი ფეხბურთელს ხან ასე დაელაპარაკება, ხან ისე, მაგრამ ფეხბურთელი კი არ უნდა გაიბუტოს და მითუმეტეს ამის გამო თანაგუნდელებს, ნაკრების და რაც მთავარია ქვეყნის ინტერესებს არ უნდა უღალატოს და შეკრებიდან არ უნდა გაიძურწოს. მასეთი "კაი ბიჭების" ხელში რომ არის ქართული ფეხბურთი, იმიტომაც ვართ კარგ დღეში...

• Werner

დათო რავი გოგუა ამბობს რო შეურაცხყოფა მიაყენა და მე პირადად გოგუასი უფრო მჯერა ვიდრე ქეცბაიასი,გასაგებია რო მწვრთნელია და რაღაცეებზე შეიძლება ნერვები მოეშალოს მაგრამ შენიშვნის მიცემა ნორმის ფარგლებში უნდა იყოს,როცა მითუმეტეს ამხელა კაცებთან მუშაობს,ზოგი სულ რამოდენიმე წლითაა ქეცბაიაზე პატარა,ვისთანაც ძმაკაცობს და დიდი ხანია იცნობს იმათ "გასდით" ალბათ მაგრამ რა ვალდებულია გოგუა ქეცბაიასგან ლანძღვა-გინება აიტანოს?ყველაზე ჯიგრიანი ფეხბურთელია და იმას ვერავინ იტყვის რომ როდისმე თავს ზოგავდა,ბევრი ეხლანდელი ნაკრების წევრისგან განსხვავებით სიარულიც რო ეზარებათ მოედანზე,თავმოყვარე ბიჭია და ძალიანაც კარგი თუ არ გაუტარა.როცა დაიწყო მუშაობა ნაკრებში მართლა მომწონდა,მაგრამ ამ ბოლო დროს აურია რაღაცეები,სირაძე რო ავიღოთ მაგალითად თუნდაც კაცი ყოველთვის ბოლო 15 წუთში გამოყავს ყველა ნაკრების მწვრთნელს,ყოველთვის გოლი გააქვს და ვერ ეღირსა ნაკრების ძირითადს,დავიჯერო იმდენს მაინც არ იმსახურებს რო 26 კაცში მოხვდეს? (სადაც დვალიშვილი მოხვდა,რომელიც ფეხბურთელის გარდა ყველაფერია).იმაში ვეთანხმები რო მესის ვერ გააჩენს თვითონ მაგრამ ჯობია გადახედოს თავის მეთოდებს და ყველაფერი სხვებს არ გადააბრალოს

• დათო

ემოციებში ჰაერზე ნასროლ სიტყვებსა და პირად შეურაცყოფას შორის არის განსხვავება. "ბლიად" და მსგავს სიტყვებს ერთმანეთში სასაუბროდ ყველა ქუჩის კუთხეში ჩაცუცქული ბიჭებისგან მოისმენ.

• Werner

დათო ანუ შენ გვეუბნები რო ტრენერს გინდა 24 საათი დედის გინებაში ყავდეს მთელი გუნდი ფეხბურთელებმა ხმა არ უნდა გასცენ?ამერიკა არაა რა საქართველოა აქ,ისედაც ყველამ კარგად გავიგეთ მალტასთან რეებს უყვიროდა

• erti qartveli

დაგვიანებული პასუხი რეზო ძოძუაშვილს: 1) ისე მოგდის შევარდნაძეზე,სააკაშვილზე რომ ამბობდნენ ეგენი რომ გადავაყენოთ უკეთესი ვინ მოვაო. : ))ანდაც უკეთესი ის იქნება ვინც ასეთ სუსტ ჯგუფში მე_3 ადგილზე მაინც გაგვიყვანდა და თუ ეს შეუძლებელია და ყველა ვარიანტში ბოლოზე უნდა გავიდეთ მაშინ რაღატომ ვყრით მილიონებს ავიყვანოთ ერთი რომელიმე მწვრთნელი საქართველოს ჩემპიონატიდან. 2)რაღა 49 ფეხბურთელი კმაყოფილია და 50_ე გოგუა უკმაყოფილოო- ეს ტყუილია. გაუგებრობა თუ კონფლიქტი აქვს შემდგომ ფეხბურთელებთან : სირაძე, მერებაშვილი,მუჯირი რომლებიც ასევე განაწყენებულები არიან ქეცბაიაზე.ახლა შენ მიპასუხე რაღა ეს 4 ფეხბურთელია მტყუანი და ერთი ქეცბაიაა ამ ყველასთან მართალი? 3) ხოდა თუ ამხელა რისკია საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელობა მაშინ კეთილი ინებოს და თავის საქმე ნორმალურად აკეთოს. 4) ხოდა მისთვის როგორც ბიზნესმენ ეცბაიასთვის უფრო მომგებიანია საფეხბურთო აკადემიის კვიპროსზე გახსნა მაშინ კამერებთან და დომენტასთან ნუღარ პოზიორობს და ვეტერანებს ნუ უწუნებს პატრიოტობას. მათზე უკეთესი ნეტავ რითია?!

• თემური

ძალიან დიდი წარმოდგენა აქვს გოგუას თავის თავზე. ვერ იტყვი მონდომებული არ არისო, მაგრამ შეუცვლელიც არ არის. დაასახელოს თუნდაც ერთი მწვრთნელი რომელთანაც პრობლემა არ ქონია. ქეცბაიასაც აქვს ცხადია გარკვეული ხარვეზები, მაგრამ მუჯირის და გოგუას დონის ფეხბურთელების და მითუმეტეს ინტელექტის მქონე ხალხის სალანძღავი ნამდვილად არ არის.

• დათო

წინა ციკლზე უკეთესიო. წინაზეო, წინაზეეეეეე. 10 ქულა რო მეტია 3 ქულაზე არ იცით? ქართული არ იცით გავიგე და მათემატიკაშიც არ გაქვთ განათლება მიღებული?

• gio

ეს ციკლი ჩავარდა როგორც ცინა შესარჩევები ისე და ამის აგიარება რატო არუნდა ბატონ ტემურს ეს როგორ უნდა ეტკვა უკეტესია ან ცარმატებულიაო სისულელეა მარტლა სომხებმა და ესტონეტმა რაკნეს კველამ ვიციტ ადგენ და ტქვან კაცურად რო ეს ციკლი როგორც ცინა ისე ჩავარდაო და არა ის რო ცარმატებულიაო მარა არ უნდატ აღიარონ სკამს უპრტხილდებიან და გონიატ ხალხს აბოლებენ

• დათო

dato. ქეცბაიამ თქვა წინა ციკლზე უკეთესი იყოო,მოსმენა უნდა იცოდეთ. კმაყოფილი არც მე ვარ, მაგრამ, როგორ დავივიწყო 2010 წლის შედეგები, ხორვატიასთან მოგება და ყველაფერი ეს ნორმალური თავდამსხმელის გარეშე. გოგუას შესაფერისი მწვრთნელი ჯერ არ დაბადებულა. გასულ ცხრავე შესარჩევში იყო მწვრთნელსა და ფეხბურთელებს შორის კომფლიქტი,ფეხბურთელები რჩებოდნენ და მწვრთნელები მიდიოდნე და რა მივიღეთ? ფეხბურთელები უნდა მიხვდნენ მწვრთნელთან ბლატაობა აღარავის არ გაუვა.(ფერგიუსონმა ბექჰემს ბუცი გაარტყა მაგრამ მწვრთნელი არავის გაუმტყუნებია, ფერგი ისევ გუნდშია და ბექჰემი ამის მერე ვერსად ვეღარ ჩერდება და ტურისტივით მოგზაურობს გუნდიდან გუნდში)

• dato

@თაზო: მისმინე ძმაო, ინგლისელებზე მაგარი ფეხბურთელები არ გყვავს, მაგრამ ესტონეთზე და სომხეთძე კაი პეხბურთელები კი ნამდვილად გვყავს და შენც კარგად იცი რა ქნეს იმათ და რა ვქენით ჩვენ!!!!! ეს კიდევ გამოდის გვაბოლებს და მასხრად გვიგდებს წარმატებული ციკლი გვქონდაო...გამოვიდეს და თქვას კაცურად რომ ჩააგდო ციკლი

• eku

მწვრთნელი მისაბაძი უნდა იყო. ადვილად ლაპარაკობთ,მაგრამ საინტერესოა,თქვენთვის რო ეგინებინა სახალხოდ როგორ მოიქცეოდით?! ბილწი სიტყვებით ფეხბურთელებთან დისციპლინას ვერ დაამყარებ.

• jokua

Geo შენც ფედერაციისნაირი მსჯელობა გაქვს? იმისი არ იყოს 9:0 წააგეს 16წლამდელებმა და დღეს 3:0 წაგება პროგრესია ხომ?წინსვლა როგორ არ იქნებოდა ქულებით როცა ჯგუფში მალტა და ლატვია გყავდა..

• Geo

Burton ეგ არის ჩვენი, ყველა ქართველის პრობლემა რა... თუ ვინმეს ნათქვამის პერეფრაზს ვაკეთებთ, მოდი ზუსტად ის ფრაზა მოვიყვანოთ რაც კაცმა თქვა და არა კონტექსტიდან ამოგლეჯილი, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში სამი სიტყვა მთლიანად ცვლის წინადადების აზრს... პრესკონფერენციაზე ქეცბაიამ სიტყვა-სიტყვით თქვა შემდეგი: "ეს შესარჩევი ციკლი წინა ციკლთან შედარებით წარმატებულია"... წინა ციკლთან შედარებითო ხალხო, და არა ნაკრების არსებობის ისტორიაშიო, განსხვავება არ არის?! თუ ასე არ უთქვამს და მთელ ისტორიაში თქვა?! თუ ვინმეს ჰგონია რომ წინა ციკლთან შედარებითაც არ იყო უკეთესი, მაშინ როცა წლობის განმავლობაში თამაში არ მოგვეგო და სამი ქულით დავასრულეთ შესარჩევი?! ასე რომ დავანებოთ ამ ჩვენებურად ჭრას და კერვას, ვთქვათ ისე როგორც არის და არა ისე როგორც ჩვენ გვინდა...

• Burton

sesisesi--მეგობარო, ქეცბაია იძახის, წარმატებული ციკლი გვქონდაო, მას მერე, რაც ჯგუფში ლატვიამ გაგვისწრო, მხოლოდ მალტას გავასწარით და ხსენებულმა ნაკრებმა სწორედ ჩვენთან აიღო პირველი ქულა. ღირსეული ადამიანი იტყოდა ამას?

• დათო

თითქმის 2 წელი გავიდა რაც ქეცბაიაა ნაკრების მწვრთნელი და სექტემბერში და ოქტომბრის ბოლო 11 წუთის გამო უშვებთ ქეცბაიას ნაკრებიდან. 2010 წლის წაუგებელი სერია, ხორვატიასთან მოგებაც დაგავიწყდათ? ძველი ბიჭი გოგუასი გჯერათ, იმ "საუკეთესო" ნახევარმცველი რომელმაც 30 სანაკრებო თამაშში ერთი საგოლე პასი აქვს გაკეთებული? 15 ჯერ შეიცვალა მწვრთნელი და რა მივიღეთ?

• sesisesi

გოგიტა გოგუასნაირი კონა 10 შაურადაა და ქეცბაია კი 1 ია და გავუბრთხილდეთ!

• sesisesi

ერში თუ ვინმე გირეული გამოერია,ისე დასჩიჩქნიან როგორც დაჩრილ ზერას ყვავები ! ერთი გირსეული კაცი გამოჩნდა და დაესიეთ ახლა!

• Tornike

ერთი რამ ვერ გავიგე - 3 დღის წინ გოგუა ამბობდა, რომ ალბათ მალე ნაკრებში დავბრუნდები და ქეცბაიასთან გაუგებრობაც საბოლოოდ ამოიწურებაო. ეხლა რატომ გახდა უცებ ასეთი კრიტიკული? ეს არასერიოზული საქციელია ჩემი აზრით. გოგუას ეს ფრაზა - "მას თუ ევროპაში გასდიოდა ფეხბურთელებთან ასეთი დამოკიდებულება, აქ ასე არ უნდა მოიქცეს, რადგან ეს საქართველოა და ყველას თავისი თავმოყვარეობა აქვს" - სწორედ ასეთმა "თავმოყვარეობამ" დაგვღუპა! შეადარეთ იმავე "უთავმოყვარეო" ევროპის შედეგები ფეხბურთში და ჩვენი შედეგები... ფაქტები თავად ამბობენ სათქმელს. თუ საშინელი შეურაცხყოფა მიაყენა ქეცბაიამ, რასაც ვერავინ მოითმენდა, მაშინ თქვას გოგუამ და ყველა მის მხარეს იქნება. თუ ასეთი შეურაცხყოფა არ მიუყენებია, მაშინ გოგუა არ არის მართალი. ეს ფეხბურთია და ნაკრებია, ზოგჯერ სერიოზული კრიტიკაც უნდა აიტანო; ზოგჯერ კი არა - ყოველთვის, როცა მთელი ერი შენი პროფესიონალიზმის იმედზეა!

• tazo

ისე ლაპარაკობთ გავუშვათო თითქოსდა ესპანეთის დონის ფეხბურთელები არ გვყავდეს ახლა..საგინებელი კი არა უარესი უნდა ამათ..ელემენტარული ბურთის გაჩერება,პასი და სირბილი არ იციან და რას ელით ამ ქეცბაიასაგან?ჯადოქარია?დააყენეთ რა

• tazo

ნუ ახლა ისე ლაპარაკობთ გავუშვათო ქეცბაია ინგლისის დონის ფეხბურთელები არ გვყავდეს..ჭ კლასის ფეხბურთელებით მეტი რას უნდა მიაღწიო?ბურთის გაჩერება არ იციან ელემენტარულად,გახსნა და სირბილი...დააყენეთ რა!!!!!

• xxl

rezo dzodzuashvili თუ მართლა შენ წერ აქ,ამ ხნის კაცი ხარ და ზრდილობა ვერ ისწავლე? რაც შეეხება კუებას,იმიტომ აღარ განდობს აღარავინ გუნდს,რომ დაცვაში კუილის მეტს არაფერს ასწავლიდი ფეხბურთელებს.

• Aleqsa

rezo dzodzuashvili ნამდვილად არ ვაკუებთ, შეურაწყოფა არ არის საჭირო. (მე ჯერ არაფერი არ დამიწერია, მაგრამ მაინც) 1. შენ დაგნიშნავდი მწვრთნელად. 2. 50 მდე ფეღბურთელმა რო ითამაშა კითხე ერთი რას გრძნობენ და თუ არ არიან დამცირებულები. 3. რა რისკზე მელაპარაკები როცა ქართველი კაცი ქართული ფეხბურთის აღორძინებაზე ზრუნავს ეს თითოეულის ვალია. მაგ რისკებს რო ვაფასებთ იმიტოა რო დაგვენგრა ქვეყანა. 4. კვიპროსზე ნამდვილად არ უნდა გაეხსნა აკადემია, თუნდაც გაეხსნა მერე როცა ნაკრებიდან წავიდოდა. 5. არავინ მორჩება სიმართლის ლაპარაკს, სანამ სიტუაცია არ გამოსწორდება და წინსვლა არ იქნება. ეხლა რაც შეეხება გოგუას წერილს, ნამდვილად კარგი ფეხბურთელია, გულიანი ბიჭია მაგრამ არ არის მართალი. უნდა დაეთმო მასაც და დარწმუნებული ვარ თემურიც მოუხდიდა ბოდიშს. არამგონია პიროვნული პრობლემა ქონდეს გოგუასთან, თემურს ეგრე ყველასთან აქვს პრობლემა, და ეს კარგი ნამდვილად არ არის, მაგრამ თემური მიხვდებოდა მის შეცდომას. არ უნდა გამოქცეულიყო ნაკრებიდან მითუმეტეს თამაშის წინ. არ არის გოგუა დასაკარგი კაცი მაგრამ ნაკრებში მთავარი მწვრთნელია, არ მოგვწონს მწვრთნელი უნდა შევცვალოთ, თორე გოგუას რატო არ ათამაშებო მაგის კითხვა უკვე ზედმეტია მემგონი.

• უძლევი

მაგდა ჯერ არ იღებს ინტერვიუებს და თუ იღებს კიდევ იმისთანას მტრისას! ბომბა ინტერვიუები იცის ამ ქალმა, მაგარი *******იანი ქალია მაგდა, მადლობა! ისე დომენტია ცუგრია რომ შეგპირდა ადრე ინტერვიუში "დაკარგულ" მილიონებს აუცილებლად გამოვიძიებთო, შეახსენე ერთი მაგდა. ეგ ისე არ გამოიძიებს მაგას, როგორც სააკაშვილი ჟვანიას "გაზით" სიკვდილის საქმეს! ქეცბაია უზრდელია და გოგუა ხეპრე! ორივეს უზომო ეგო გაქვთ და გადააყოლეთ ნაკრები თქვენს მაჩოიზმს, კაი ბიჭობას და "პრავების კაჩაობას"! არც ერთის და არც მეორეს ადგილი არ არის ნაკრებში!

• buxuti

სამწუხარო რეალობა ისაა, რომ როგორც იძახიან ქეცბაია ფეხბურთელებს აგინეს, რის გამოც გუნდში არაჯანსაღი სიტუაციაა და ვინც არ ტოვებს თვითნებურად შეკრებას, ისიც ვერ თამაშობს სრული მონდომებით. ბოლოს და ბოლოს, ქეცბაიას შეძახილები ყველას გვესმოდა მალტასთან. ბეჰემთან შედარება უადგილოა. ბექჰემს მანიუსთან ძალიან წვრილად გაწერილი კონტრაქტი აქვს. გოგუას (და ნებისმიერ სხვას) კი სრული უფლება აქვს თქვას აღარ მინდა ნაკრებში თამაში, თავი გამანებეთ. ვერავინ დაავალდებულებს. ანგარიშსწორების და ჯინაზე ხალხის დანიშვნა/მოხსნის მომხრე არ ვარ, მაგრამ შექმნილ სიტუაციაში მეჩვენება, რომ ქეცბაიას ნაკრებს წარმატება აღარ ექნება. ვინც ღიად არ დაუპირისპირდება, ის ჩუმ საბოტაჟს მოაწყობს მოედანზე - იყო უკვე ეგრე ბოსკამპის დროს.

• niko

მოკვდა ეგ ფეხბურთი საქართველოში! ფეხბურთელი მუდამ მართალი უნდა იყოს.

• rezo dzodzuashvili

Geo გეთანხმები უმეტეს შემთხვევაში! დანარჩენები კიდე აკუებთ!! და თუ არ აკუებთ მაშინ გამეცით პასუხი შემდეგ კითხვებზე: 1) ქეცბაიას რომ უშვებთ, უკეთესი ვინ მოგყავთ? 2) ქეცბაიას ხელში 50-მდე ფეხბურთელმა ითამაშა საქართველოს ნაკრებში და 49 თუ არ გაქცეულა და არსად წასულა და ღირსება არ შელახვია, ნიუჟელი 50-ე გოგუაა იმ 49-ზე თავმოყვარე? 3)ქეცბაიას ხელფასზე რო ახურებთ, რო მაღალიაო თქვენ საერთოდ აცნობიერებთ რამხელა რისკია პერსპექტიული და დამწყები წარმატებული მწვრთნელისთვის საქართველოს ნაკრების მწვრთნელობა და საერთოდ თუ იცით რა არის დღევანდელ ფეხბურთში ნაკრების მწვრთნელის საშუალო ხელფასი? 4)კვიპროსში საფეხბურთო აკადემიის გახსნას რომ საყვედურობთ, წარმოდგენა თუ გაქვთ რამხელა განსხვავებაა კვიპროსისა და საქართველოს საფეხბურთო ინფრასტრუქტურებს და სახელმწიფოს მიერ ფეხბურთის მხარდაჭერას შორის? და თუ გესმით რომ ეს კერძო ბიზნესია და ადამიანის თავისუფალ ნებაზეა დამოკიდებული თავის საკუთარ ბიზნესს სად გააკეთებს? 5)მეხუთე და მთავარი: ამ ტვინის ტ..ნას როდის მორჩებით?

• dato

შენ გენაცვალე გოგიტა...ამ სიმართლის თქმისათვის...რამდენი ხანი ველოდეთ...ყველაფერი თავიდანვე ნათელი იყო...გოგუას ბრალი რომ არ იყო..სულ ამას გავიძახი რომ ამნაირი გულიანი ფეღბურთელი არ გვყავს ქართველებს დღეს და დააბრუნოს ნაკრებში...ვინაა თავის კაპრიზების მიხედვით რომ არჩევს კანდიდატებს და არა იმის მიხედვით ვინ საუკეთესოა და ვინ არა???

• megi

ქეცბაიამ რაც თქვა და იძახა კარგად მოვისმინეთ მთელი ნახევარი წელი და ცალმხრივი როგორღა არის?? იძახის გოგუა ფეღბურთელი არ არისო და აბა რა არის? აკლია ნაკრებს და ველოდებით თითოეული როდის დაგვიბრუნდება. მოიტეხოს რქები ქეცბაიამ, მგონი დროა

• Geo

ხალხო, ქეცბაიას კომენტრასაც ხომ არ დაველოდოთ ამ სიტუაციასთან დაკავშირებით, მარტო ერთ მხარეს რომ ვუსმენთ? ისე რაღაც არ მახსოვს ფერგიუსონმა ბექჰემს ბუცით თავი რომ გაუტეხა, ბექჰემი წასულიყო შეკრებიდან და ტირილი დაეწყო. თუ რამის თქმა უნდოდა იქ გოგუას და ქურდობას აწვება, იქვე მოეთხოვა პასუხი, კი არ უნდა გამოძურწულიყო იქიდან და გაზეთებიდან დაეწყო ტირილი... რადგანაც ამბობს მე თვითონ წამოვედი შეკრებიდანო, ეს იმას ნიშნავს, რომ ქეცბაიას იგი სჭირდებოდა ისრაელთან მატჩში, თორემ თვითონ გაუშვებდა... შესაბამისად ისრაელთან მატჩში თქვენი აზრით, ქეცბაიამ დაგვაღალატა თუ გოგუამ? ფაქტია რომ ამ კაცს ყველა გუნდსა თუ ნაკრებში მწვრთნელთან პრობლემა ჰქონდა და აქვს. ისევ ის ფირფიტა დაატრიალა, მწვრთნელი შევცვალოთო, მუჯირი მოვიწვიოთო(?!)... დარწმუნებული ვარ სხვა მწვრთნელთანაც პრობლემა ექნება. მოკლედ, ჩემი აზრით, ქეცბაიას ძალიან ბევრი აქვს გასაკრიტიკებელი განვლილი წრიდან გამომდინარე, თუმცა ამ სიტუაციაში გოგუაა მეტწილად დამნაშავე.

• megi kupatadze

ეს მართლაც ჩვენი ნაკრებია და არა ქეცბაიასი... მაგარი ხარ გოგიტა,დააბრუნეთ ეს ბიჭი ეროვნულ ნაკრებში... ყველას ძალიან გვიყვარხარ ფანებს და გვჯერა რომ ისევ გიხილავთ ნაკრების მაისურით!

• s_a_n_d_r_o.dinamo

გენაცვალე შენ რაა კაცი ხარ კაცური რააა ,, ქედზბაია კიდე უზრდელი ტავში აქ ავარდნილი და ეგა რაა დაავცყდა ტავისივე სიტყვები მე აქ პულის გამო არ ვარო ჩამოსული მარტო ხელპასი ავიგოო მაშ მტყვანს ..... პულის მონა ხარ სჰენ ქედზბაიაა და იმიტომაც საბერდზნეტში გახსენი აკადემია და არა საქარტველოში ასერომ დაახვიე აქედან რაა პუუუ შენ კაცობას რააა

• giorgi

მაგარი ხარ გოგუა დიდი სიამოვნებით გიხილვდით შენ და ხოჯავას ტორპედოში მაგრამ ეჰ არა მგონია შენი თავი დინამომ დაგვითმოს :( მალე გააბუნძულებენ ქეცბაიასდა შენი დროც მოვაა :):)

• Burton

ჯიგარი ხარ გოგიტა! მეც, როგორც რიგითი გულშემატკივარი, შენს მხარეს ვარ და გეთანხმები ყველაფერში! ქეცბაია წადი!

• giorgi

cavides mogvshordes es kaci.taktika aman ar icis da pegburtelebtan midgoma.raa ag dasapikrebeli?nakrebi igebda mashin roca es pegburtelebi tamashobdnen da agebs mas mere rac agar atamasheben.anu ra gamodis? iluzia imisa rom chven uaxloes momawalshi europaze gavalt tundac am pegburtelebit nu geknebat.da romc gavidet mere shevrcxvebit da ra azri akws,

• gigi

არა რა, გასაშვებია ეს კაცი მაგრამ ვის ესმის

• vajiko

გენაცვალე გოგიტ,ძალიან კარგი ადამიანი ხარ და ფეხბურთელი,ყოველთვის იცოდე რომ გულშემატკივარს ყველაფერი კარგად ესმის და შენსკენაა!!!ფარ-ხმალი არ დაყარო შენ ნაკრებს სჭირდები!!!

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა

დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!