2 ნოემბერს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში კალათბურთის ფედერაციასა და ტელეკომპანია "აფხაზეთის ხმას" შორის ხელშეკრულება გაფორმდა

2 ნოემბერს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში კალათბურთის ფედერაციასა და ტელეკომპანია "აფხაზეთის ხმას" შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ტელეკომპანია იღებს ვალდებულებას აჩვენოს სუპერლიგის ყველა მატჩი გარდა ცენტრალური შეხვედრისა, რომლიც ჩვენებას კვლავ საზოგადოებრივი მაუწყებელი გააგრძელებს.

მატჩების ტრანსლაცია მოხდება ქუთაისიდანაც, მომავალი წლიდან კი "აფხაზეთის ხმა" სხვა სპორტის სახეობების, კერძოდ რაგბის, ჭიდაობის და ძიუდოს შიდაპირველობების და საეთაშორისო ტურნირების ჩვენებას განახორციელებს.

ჟურნალისტებს ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილი, სპორტის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი სამყურაშვილი, კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ბესიკ ლიპარტელიანი და აფხაზეთის ხმის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი დათეშიძე ესაუბრნენ.

ბესიკ ლიპარტელიანი:" საინტერესო ინიციატივა წამოვიდა აფხაზეთის ხმის ხელმძღვანელობისგან, რომელსაც მხარს უჭერს კალათბურთის ფედერაცია და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო. აფხაზეთის ხმა პირდაპირ ეთერში გადასცემს სუპერლიგის ყველა თამაშს, გარდა საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ნაჩვენები ცენტრალური შეხვედრისა, რაც კალათბურთის პოპულარობას ხელს შეუწყობს და ამ სახეობას კიდევ უფრო წარმატებულს გახდის".

ლადო ვარძელაშვილი:" მადლობა საზოგადოებრივ მაუწყებელს ქართული სპორტის განვითარების და პოპულარიზაციისთვის. ცენტრალურ თამაშებს კვლავ პირველი არხი გადასცემს, დანარჩენ მატჩებს კი, რომელიც არანაკლებ საინტერეო და დაძაბულია გულშემატკივარი აფხაზეთის ხმის ეთერით იხილავს. მნიშვნელოვანია, რომ აფხაზეთის ხმა თითქმის მთელ საქართველოს ფარავს, ასე რომ სუპერლიგის მატჩების ნახვა ყველას შეეძლება. ეს პროექტი უფრო პოპულარულს გახდის კალათბურთს, რაც ცხადია კარგია. ასევე მინდა მოვუწოდო გულშემატკივარს, რომ 8 ნომებერს სპორტის სასახლეში მივიდნენ და მხარი დაუჭირონ "არმიას" ევროჩელენჯის თამაშზე".

ირაკლი დათეშიძე:" სუპერლიგის მატჩების გარდა ვაპირებთ სხვა სპორტის სახეობების შეჯიბრებების გადაცემას. ყველაფერს გავაკეთებთ ქართული სპორტის პოპულარიზაციისთვის და სხვებსაც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს და სპორტული ფედერაციების მხარდაჭერისკენ მოვუწოდებთ".

msy.gov.ge

62 წლის ასაკში, საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ზურა ტომარაძე გარდაიცვალა
ვართანოვი, თვაური და რატიშვილი ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებზე
როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა