ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

გუბერნატ 2

გუბერნატ 2

ფოთის "კოლხეთმა" მიმდინარე ეროვნულ ჩემპიონატში პირველი გამარჯვება მოიპოვა...

21.08. ფოთი. ფაზისი. 1 300 მაყურებელი

კოლხეთი-ვიტ ჯორჯია 2:0

1:0 სიჭინავა (55. პენალტით), 2:0 გულუა (78. სილაგავას პასით)

კოლხეთი ვიტ ჯორჯია

4-4-1-1 4-3-2-1

გ. შენგელია ა. მიქაბერიძე

ჭითანავა ბეჭვაია

მახვილაძე ლომაია

ინწკირველი ადამაძე

გველესიანი ჭანკვეტაძე

თედიაშვილი ვასაძე

ჯოჯუა მაისაშვილი

სილაგავა გურეშიძე

სიჭინავა ლიპარტია

გვალია ზაქრაძე

ციცხვაია ვ. კვარაცხელია

67. თედიაშვილი - გულუა

76. ციცხვაია - რ. ჯიქია

87. ჯოჯუა - ცხვიტარია

სათადარიგოები: სტურუა, წიქარიშვილი, ექონია, ბუკია

69. ზაქრაძე - ჩიმაკაძე

82. ლიპარტია - კორიფაძე

82. ჭანკვეტაძე - ღანიაშვილი

სათადარიგოები: ძაძამია, გოგიაშვილი, დვალიშვილი, კასრაძე

გაფრთხილება: ჭანკვეტაძე (54), ციცხვაია (57), ლომაია (72, 84), სილაგავა (87), გ. შენგელია (88)

გაძევება: ლომაია (84)

არბიტრი: გ. ვადაჭკორია

ოთხწლიანი პაუზის შემდეგ ფოთში "დიდი" ფეხბურთი დაბრუნდა. ყველა ელოდა, რომ უმაღლეს ლიგაში დაბრუნებული "კოლხეთის" პირველ საშინაო შეხვედრას "ფაზისი" სანახევროდ შევსებული მაინც შეხვდებოდა, მაგრამ ჩვენდა გასაკვირად, სტადიონის ტრიბუნების მეოთხედიც არ შეივსო. ამას მიზეზიც ჰქონდა - ფოთში დილიდანვე კოკისპირულად წვიმდა, პერიოდულად მზე კი გამოანათებდა, მაგრამ თამაშის დაწყებამდე ქალაქს უხვი ნალექი არ მოჰკლებია (შემდეგ ფოთს ქარბორბალაც დაატყდა). მასპინძელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ამის მიუხედავად, მინდვრის საფარი თითქმის იდეალურ მდგომარეობაში გახლდათ.

გახსნის ოფიციალური ცერემონიალის შემდეგ ადგილობრივმა დიქტორმა ფოთელებს ელიტაში დაბრუნება მიულოცა. მალევე მიმლოცველებს სამეგრელოს გუბერნატორი ზაზა გოროზია და ფოთის "კოლხეთის" ექსპრეზიდენტი ჯემალ ინაიშვილი შეუერთდნენ. ამ უკანასკნელის რა გითხრათ და, გუბერნატორი მატჩის ბოლო წუთამდე "კოლხეთს" აქტიურად ქომაგობდა. გოროზია ბესიკ შეროზიასაც "ეხმარებოდა" და ფეხბურთელებს ლოჟიდან კარნახობდა, როდის უნდა გაეშალათ თამაში, ვისთვის უნდა ეპასა კონკრეტულ ფეხბურთელს და ა. შ. სხვათა შორის, ამას ისე აკეთებდა, შთაბეჭდილება დაგვრჩა, გუბერნატორს სამწვრთნელო კურსები თუ არ გაუვლია, მინიმუმ "დამწვარი" ფანი მაინც უნდა იყოს.

თამაში კოლხების უპირატესობით დაიწყო. უკვე მე-6 წუთზე, დათა სიჭინავამ სახიფათოდ ჩააწოდა, მაგრამ შეტევაში ჩართულმა მიხეილ მახვილაძემ თავი კარგად ვერ დაუხვედრა. ხუთიოდ წუთში მასპინძლებს უკეთესი შანსი მიეცათ, მაგრამ დავით ციცხვაიამ დარტყმა დააგვიანა, მცველთან ჭიდილში საბოლოოდ "საპენალტო დაცემა მოახერხა", თუმცა არბიტრს 11-მეტრიანი ვერ დასტყუა.

მე-17 წუთზე, ვიტელები გოლისგან უკვე ხარიხამ გადაარჩინა, როცა ლაშა გვალიამ საჯარიმოს მისადგომებიდან ჩინებულად გაისროლა, დამატებაზე კი ისევ ციცხვაიას ამჯერად უკვე მიზანს ცოტათი დაუცდა.

ამის შემდეგ თამაში სტუმრებმა ჯერ დაალაგეს, მალევე გაათანაბრეს, ხოლო ტაიმის მიწურულს მცირეოდენი უპირატესობაც მოიპოვეს, მაგრამ გუნდები შესვენებაზე უგოლოდ გავიდნენ: ჯერ კოლხებმა ბწყინვალედ გაითამაშეს ბურთი საჯარიმოში და ბოლო მომენტში ვეღარ ივარგეს, ხოლო სტუმართაგან მაისაშვილის შორეული გასროლა დაგვამახსოვრდა, რომელიც კარს ცოტათი ასცდა; სულ ბოლოს კი ფოთელთა დაცვამ მთელი შეხვედრის მანძილზე ერთადერთი შეცდომა დაუშვა, როცა უწყინარ სიტუაციაში ვახტანგ კვარაცხელია გაეპარათ, მაგრამ ფორვარდმა ბურთს თავი უხეიროდ გაჰკრა და მასპინძელ მეკარეს პრობლემაც ვერ შეუქმნა.

თამაშის მეორე ნახევარი პირველის მსგავსად დაიწყო - გოლზე დაგეშილი "კოლხეთის" უპირატესობით. ნამატჩევს აკი აღნიშნა კიდეც მასპინძელთა თავკაცმა - აქცენტი სწრაფ გოლზე გავაკეთეთო. პირველისგან განსხხვავებით, მეორე ტაიმში კოლხებმა ეს მოახერხეს - უწყინარ სიტუაციაში ვერ გაერკვა სტუმართა მცველი ირაკლი ჭანკვეტაძე, რომელსაც ბურთი სიჭინავამ "მოპარა", კოლხი კარისკენ ჩინებულად გაიჭრა, ჭანკვეტაძემ კი ის აკრძალული ილეთით შეაჩერა. პენალტი და ყვითელი ბარათი - ასეთი იყო გიორგი ვადაჭკორიას ვერდიქტი და უნდა ითქვას - სამართლიანიც, თუმცა ამას ორივე მხარის პროტესტი მოჰყვა: მასპინძლები წითელ ბარათს ითხოვდნენ, ხოლო სტუმრებს მოეჩვენათ, რომ დარღვევა საჯარიმოს გარეთ, უკიდურეს შემთხვევაში, ხაზზე მოხდა. დათა სიჭინავამ 11-მეტრიანი უნაკლოდ შეასრულა, მეკარეს აჯობა და ანგარიშიც გახსნა, 1:0.

ამ გოლმა კიდევ უფრო აქტიური გახადა "კოლხეთი" და... გუბერნატორი გოროზიაც (ის ორ გოლს ითხოვდა თავიდანვე). ამან შედეგიც გამოიღო. მასპინძლები ისევ სახიფათოდ უტევდნენ, ხოლო ვიტელი ფორვარდები ვერაფერს უხერხებდნენ საიმედოდ მოთამაშე ინწკირველი-მახვილაძის დუეტს.

71-ე და 77-ე წუთებზე დუბლის შესრულება დათა სიჭინავას შეეძლო, მაგრამ პირველ შემთხვევაში სტუმართა მეკარემ ბურთი რის ვაი-ვაგლახით კუთხურზე გადააგდო, მეორედ კი - საჯარიმოს მისადგომებიდან დარტყმული მცველს მოხვდა, რამაც მომენტი უფრო სახიფათო კი გახადა, მაგრამ მიმართულება შეცვლილმა ბურთმა ძელს სანტიმეტრებში ჩაუარა.

ამ ეპიზოდიდან წუთიც არ იყო გასული: მარცხნიდან სილაგავამ საჯარიმოში ჩააწოდა, მას კი შეცვლაზე შესული ლევან გულუა გამოეხმაურა და თავური დარტყმით შეხვედრას წერილი დაუსვა - 2:0.

დარჩენილ წუთებში ფეხბურთელებს ხეირიანი არაფერი შეუქმნიათ, მხოლოდ შეცდომებსა და წესების დარღვევას უმატეს, რაც სტუმართა კაპიტან ლომაიას მეორე ყვითელ ბარათად და გაძევებად დაუჯდა. ამ მოგებით "კოლხეთი" მინიმუმ ერთი დღით ("დინამო"-"ოლიმპის" გუშინდელ შეხვედრამდე) გათამაშების ცხრილს სათავეში მოექცა.

"შედეგი გვაქვს უზარმაზარი" - ამ ფრაზით ზაზა გოროზიამ ოპოზიციის გაშარჟებაც მოახერხა და კოლხთა წარმატების მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი. მან და ჯემალ ინაიშვილმა სტადიონი მალევე დატოვეს - ამ უკანასკნელის "ფაზისზე" გამოჩენამ ფოთელ ქომაგს ის წარსული გაახსენა, როცა პორტის უფროსი ინაიშვილი კლუბს მილიონი ლარით აფინანსებდა. უმაღლესში დაბრუნებული, მაგრამ ჯერაც შეჭირვებული "კოლხეთის" წლევანდელი იმედიც პორტის პატრონაჟის ქვეშ გადასვლაა...

მატჩის შემდეგ

მერაბ კოჭლაშვილი (ვიტ ჯორჯია): "უპირველესად, "კოლხეთს" უმაღლეს ლიგაში დაბრუნებას ვულოცავ. ჩვენ ძველი შემადგენლობიდან 4 ფეხბურთელი ვათამაშეთ. ამანაც იქონია გავლენა, "კოლხეთს" უფრო გამოცდილი მოთამაშეები ჰყავს და დამსახურებულად მოიგეს. თუმცა ბევრს მოეჩვენა, რომ პენალტი არ უნდა დანიშნულიყო, რადგან, როგორც ამბობენ, დარღვევა საჯარიმოს გარეთ მოხდა. მე კარგად არ დამინახავს".

ბესიკ შეროზია (კოლხეთი): "მინდა ფოთელ ქომაგს მივულოცო უმაღლეს ლიგაში დაბრუნება და პირველი მოგება. დამსახურებულად მოვიგეთ, უპირატესობაც გვქონდა და 2 გოლიც გავიტანეთ. ბიჭებმა დავალებები ბრწყინვალედ შეასრულეს, რისთვისაც მათ მადლობას ვუხდი. ჩემი გუნდი კიდევ უფრო მოუმატებს, ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული".

მამუკა ქანთარია

ფოთიდან

კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს

"მომავალ წელს კლუბში მინიმუმ 20 მილიონი ლარის ინვესტირება მოხდება" - ტარიელ ხეჩიკაშვილმა "იბერიას" სამომავლო გეგმებზე ისაუბრა

"იბერია 1999"-მა ბათუმში მოიგო

ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის

სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა

ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა

სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა

პსჟ-ს ტრავმის გამო შემტევი გამოაკლდა

ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა

პსჟ-ს და კვარაცხელიას უნიკალური მიღწევა - ამითაა ლუის ენრიკეს გუნდი გამორჩეული

18-წლამდელთა ნაკრები გიორგი ნემსაძემ ჩაიბარა

წლის საუკეთესო მებრძოლი - პოპულარულმა MMAJunkie-მ და ESPN-მა მერაბ დვალიშვილი აღიარეს

მეინუს აღარ გაუშვებენ - "მანჩესტერ იუნაიტედი" თავის აღზრდილს მინიმუმ ზაფხულამდე დაიტოვებს

"ბარსელონა" დაცვას გააძლიერებს - რა გეგმები აქვთ კატალონიელებს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე

"მილანმა" ორიჯის კონტრაქტი გაუწყვიტა - თითქმის 2-წლის უთამაშებლობის მიუხედავად, ის 4 მილიონს გამოიმუშავებდა

"თამაშობ და იცი, რომ ალისონი დაბრუნდება, მაშინვე სათადარიგოთა სკამზე ხარ" - კელეჰერი "ლივერპულიდან" წასვლაზე

გვარდიოლას გვარდიოლის დიდი ხნით შენარჩუნება უნდა - "სიტი" იოშკოსთან ახალ კონტრაქტზე მუშაობს

[PHOTO] მხოლოდ პირსახოცით - "შახტარის" ფეხბურთელის მეუღლის მიერ სააბაზანოდან გამოქვეყნებულ თამამ ფოტოებს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა

ზირკზე კვლავ სერია A-ში? - მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია

[VIDEO] ბითაძის 14 წუთი - "გოლდენ სტეიტმა" "ორლანდო მეჯიქი" დაამარცხა

მორიგი გუნდი 58 წლის ასაკში - კაზუიოში მიურა პროფესიონალური ფეხბურთის თამაშს აგრძელებს

დე ლაურენტისი: კონტეში ეჭვი გეპარებოდათ?

ხვიჩა მწვრთნელს უსმენს - იმიჯის გამყარება და ის, რაზეც სამუშაოა...