ზაფხულში ლონდონის "არსენალი" მზად იყო, დორტმუნდის "ბორუსიასთვის" 40 მილიონი ევრო გადაეხადა, მაგრამ BVB-მ თავისი მარგალიტი არ დათმო
მარიო გიოტცეს გერმანული ფეხბურთის ამომავალ ვარსკვლავად მიიჩნევენ. მეტიც:დიდი ხანია, რაც 19 წლის ნიჭიერი ნახევარმცველი ვუნდერკინდის სტატუსსაც გასცდა. აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად ლოგიკურია ის, რომ მას უკვე ძალიან ბევრი მთხოვნელი გამოუჩნდა.

მაგალითად, ზაფხულში ლონდონის "არსენალი" მზად იყო, დორტმუნდის "ბორუსიასთვის" 40 მილიონი ევრო გადაეხადა, მაგრამ BVB-მ თავისი მარგალიტი არ დათმო.

სექტემბრიდან გიოტცეს თვალი მადრიდის "რეალის", მილანის "ინტერისა" და მიუნხენის "ბაიერნის" ხელმძღვანელებმაც დაადგეს. სპეკულაციას მხოლოდ "ბაიერნის" დაინტერესებას ვერ ვუწოდებთ, რადგან რეკორდმაისტერის ხელმძღვანელები ხშირად იმეორებენ, ერთხელაც მარიო ჩვენთან გადმოვაო. სწორედ ამიტომ დაუპირისპირდა მათ დორტმუნდის შეფი ჰანს-იოახიმ ვატცკე, რომელმაც ამას წინათ განაცხადა, მიუნხენელები მარიოს ვერასდროს ეღირსებიანო.

ახლა კი, ბოლოს და ბოლოს თვითონ ფეხბურთელმაც ამოიღო ხმა და "შპორტ ბილდისთვის" მიცემულ ინტერვიუში გაკეთებული განცხადებებით დორტმუნდელები გაანაწყენა.

"წინასწარ გადაჭრით ვერაფერს იტყვი და მეც ვერავის ვერაფერს შევპირდები. რამდენ ხანს დავრჩები დორტმუნდში, ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული. ჩემთვის ყველაზე მთავარი ის არის, რომ გუნდში თავი კარგად უნდა ვიგრძნო. ასევე მინდა, რომ მუდმივად ჩემპიონთა ლიგაში ვთამაშობდე. დასამალი არაფერია: "ბაიერნის" ხელმძღვანელებისგან ქება ძალიან მსიამოვნებს, ეს ჩემთვის დიდი პატივია. არ და ვერ გამოვრიცხავ, რომ ერთხელაც "ბაიერნში" მართლა გადავიდე, თუმცა იმასაც გავიმეორებ, რომ დღესდღეობით "ბორუსიაში" თავს ძალიან კარგად ვგრძნობ," - უთხრა გიოტცემ "შპორტ ბილდს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
მოლაპარაკებები დაწყებულია - კეინი “ბაიერნთან” სავარაუდოდ, კონტრაქტს გაახანგრძლივებს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა