მასმედიისა და თავად პოლონელი ფეხბურთელების ზეწოლის შედეგად ფეხბურთის ფედერაციამ და სამწვრთნელო შტაბმა გადაწყვეტილება შეცვალეს
პოლონური პრესის სააგენტო РАР იუწყება, რომ პოლონეთის ნაკრებს ევრო 2012-ის მიმდინარეობისას ქვეყნის დასავლეთით, ქალაქ გროდზისკო-ველიკოპოლსკში უნდა დაედო ბინა. თუმცა მასმედიისა და თავად პოლონელი ფეხბურთელების ზეწოლის შედეგად ფეხბურთის ფედერაციამ და სამწვრთნელო შტაბმა გადაწყვეტილება შეცვალეს.

არჩევანს ისინი სავარაუდოდ ვარშავაზე გააკეთებენ. აი, რა განუცხადა სააგენტოს ამასთან დაკავშირებით ეროვნული გუნდის დირექტორმა კონრად პასნევსკიმ: "მოლაპარაკებები ჯერ კიდევ გრძელდება. საბოლოოდ არაფერი გადაწყვეტილა. ფედერაციის ხელმძღვანელობა საკითხს 2012 წლის 31 იანვრამდე საბოლოოდ დაუსვამს წერტილს". ერთ-ერთ ვარიანტად ვარშავაში სასტუმრო "ჰაიატი" განიხილება, სავარჯიშოდ კი ნაკრები ალბათ "ლეგიის" სტადიონს შეაფარებს თავს.

ქალაქ დონეცკის ხელმძღვანელობა უცხოელ გულშემატკივარზე ზრუნვას აქედანვე იწყებს. მათი გადაწყვეტილებით, "დონბას არენისკენ" მიმავალ მარშრუტებზე უცხო ენებზე სპეციალურ საინფორმაციო დაფებს განათავსებენ, რაც სტუმრებს ქალაქის ღირსშესანიშნავ ობიექტებთან მოხვედრას გაუადვილებს.

"ქალაქის კეთილმოწყობის სამსახური უკვე შეუდგა მსგავსი ფირნიშების დამონტაჟებას, თანაც ისინი პიქტოგრამების (შინაარის გადმოცემა ნახატის ან თანმიმდევრული ნახატების საშუალებით. რედ.) სახით დაიბეჭდება და მასზე დატანილი იქნება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის მიმართულებები სტადიონის, გულშემატკივართა ზონების, აეროპორტების, სარკინოგზო სადგურებისა და სასტუმროების მიმართულებით," - განმარტა ქალაქის საბჭოს წარმომადგენელმა.

აქვე გეტყვით, რომ უეფა და მისი პარტნიორი კომპანიები ევროპის ჩემპიონატის წინ "დონბას არენას" გადასცემენ ახალ საფეხბურთო კარებებს, სათადარიგოთა სკამებს, კუთხურის ალმებსა და სხვა საფეხბურთო ატრიბუტებს. ეს ყველაფერი ევროფორუმის შემდეგ სტადიონის საკუთრებაში დარჩება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა