"ანაჰაიმის" ფორვარდი ტეემუ სელიანე NHL-ის ყველა დროის საუკეთესო ბომბარიდრთა სიაში 25-ე ადგილზე გადავიდა
"ვაშინგტონთან" მატჩში დაგროვებული ოთხი ქულის წყალობით "ანაჰაიმის" ფორვარდი ტეემუ სელიანე NHL-ის ყველა დროის საუკეთესო ბომბარიდრთა სიაში 25-ე ადგილზე გადავიდა. მან უკან ჩამოიტოვა ლეგენდარული კანადელი გი ლეფლერი.

გუშინდელი მატჩის შემდეგ სელიანეს მონაგარი 1354 ქულას (642 გოლი და 712 შედეგიანი პასი) შეადგენს. ლეფლერს კი კარიერაში 1353 ქულა (560+793) აქვს მოპოვებული. ამ სიაში სელიანე გაუთანაბრდა ბრენდან შენეჰანს და მასთან 24-25-ე ადგილებს იყოფს.

ასევე წინსვლა ჰქონდა ფინელს გოლეადორთა სიაში - დეივ ანდრეჩუკს გაასწრო და ახლა მე-13 ადგილზე იმყოფება. ორივე ნომინაციაში პირველ ადგილზე დიადი უეინ გრეტცკია, რომელსაც 2857 ქულა და 894 შაიბა აქვს მოგროვებული.

ლეფლერი NHL-ში 1971-91 წლებში თამაშობდა და ლიგის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ არის მიჩნეული. კარიერის დიდი ნაწილი მან "მონრეალ კანადიენსში" გაატარა, რომელთან ერთადაც ხუთჯერ მოიპოვა სტენლის თასი. კარიერის ბოლოს ის "კვებეკ ნორდიქსისა" და "ნიუ იორკ რეინჯერსის" ღირსებას იცავდა.

ბომბარდირები

1. უეინ გრეტცკი 2 857 (894+1 963)

2. მარკ მესიე 1 887 (694+1 193)

3. გორდი ჰოუ 1 850 (801+1 049)

4. რონ ფრენსისი 1 798 (549+1 249)

5. მარსელ დიონი 1 771 (731+1 040)

6. სტივ აიზერმანი 1 755 (692+1 063)

7. მარიო ლემიე 1 723 (690+1 033)

8. ჯო საკიკი 1 641 (625+1 016)

9. იარომირ იაგრი 1 610 (651+959)

10. ფილ ესპოზიტო 1 590 (717+873)

11. რეი ბურკი 1 579 (410+1 169)

12. მარკ რეკი 1 533 (577+956)

13. პოლ კოფი 1 531 (396+1 135)

14. სტენ მიკიტა 1 467 (541+926)

15. ბრაიან ტროტიე 1 425 (524+901)

16. ადამ ოუტსი 1 420 (341+1 079)

17. დუგ გილმორი 1 414 (450+964)

18. დეილ ჰავერჩუკი 1 409 (518+891)

19. იარი კური 1 398 (601+797)

20. ლუკ რობიტაილი 1 394 (668+726)

21. ბრეტ ჰალი 1 391 (741+650)

22. მაიკ მოდანო 1 374 (561+813)

23. ჯონ ბასიკი 1 369 (556+813)

24. ბრენდან შენეჰანი 1 354 (656+698)

25. ტეემუ სელიანე 1 354 (642+712)

გოლეადორები

1. უეინ გრეტცკი 894

2. გორდი ჰოუ 801

3. ბრეტ ჰალი 741

4. მარსელ დიონი 731

5. ფილ ესპოზიტო 717

6. მაიკ გარტნერი 708

7. მარკ მესიე 694

8. სტივ აიზერმანი 692

9. მარიო ლემიე 690

10. ლუკ რობიტაილი 668

11. ბრენდან შენეჰანი 656

12. იარომირ იაგრი 651

13. ტეემუ სელიანე 642

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა