ჯოკოვიჩს დიდი ჯაფა დაადგა იმისთვის, რომ ბელგიელი ქსავიე მალისე დაემარცხებინა და მისთვის შარშან ლონდონში მარცხისთვის რევანში აეღო
ექვსკვირიანი შესვენების შემდეგ კორტს დაუბრუნდა მსოფლიოს პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი.

ამ მნიშვნელოვან მოვლენას ბაზელის ტურნირზე ჰქონდა ადგილი. გუშინდელ ნომერში გაგაცანით სერბი ჩოგბურთელის ტურნირისწინა კომენტარი, რომელშიც ნოვაკმა განაცხადა, რომ კარგად ვერ მოემზადა ამ სტარტისთვის და გულშემატკივრებს ცუდი თამაშისთვის წინასწარ მოუხადა ბოდიში.

ჯოკოვიჩი არ ცდებოდა. მას დიდი ჯაფა დაადგა იმისთვის, რომ ბელგიელი ქსავიე მალისე დაემარცხებინა და მისთვის შარშან ლონდონში მარცხისთვის რევანში აეღო. პირველ სეტში რეიტინგის ლიდერის უპირატესობა აშკარა იყო. ის მეტოქეზე გაცილებით ძლიერად და ზუსტად აწვდიდა, რისი წყალობითაც თავს დამაჯერებლად გრძნობდა. სერბმა ორი ბრეიკი გააკეთა და მშვიდად დაწინაურდა სეტებს შორის.

მაგრამ მეორე პარტიაში ჯოკოვიჩს სწორედ მოწოდებამ უღალატა. პირველი ბურთების ნახევარზე მეტი კვადრატში არ ვარდებოდა, ასე რომ, ჩოგბურთელებმა ადგილები გაცვალეს. ბელგიელმა სამი ბრეიკ-პოინტი მოიპოვა და აქედან ერთი გამოიყენა, რამაც მას წინ გასვლის საშუალება მისცა. სერბმა დაკარგული ბრეიკი ვერ დაიბრუნა. ამას ვერც მოახერხებდა, რადგან მეტოქის მოწოდებაზე მხოლოდ სამი ქულის აღება შეძლო.

გადამწყვეტ სეტში ჯოკოვიჩმა ოდნავ გააუმჯობესა თამაში, თუმცა უკეთესობისკენ კარდინალური ცვლილებები არ შეიმჩნეოდა. აშკარად ჩანდა, რომ სერბს სათამაშო პრაქტიკა აკლდა. მიუხედავად ამისა, საკუთარი მონდომებითა და მალისეს დახმარებით ჯოკოვიჩმა ერთით მეტი ბრეიკი გააკეთა და სამ სეტში გაიმარჯვა - 6:2, 4:6, 7:5.

სათამაშო დღეს სენსაციის გარეშე მაინც არ ჩაუვლია. ტურნირს გამოეთიშა მეოთხე ნომერი ტომაშ ბერდიხი, რომელიც ამ სეზონში უკვე მეორედ ვერ გაუმკლავდა იაპონელ კეი ნიშიკორის.

არადა, შეხვედრის სტარტზე ჩეხი დამაჯერებლად აკონტროლებდა სიტუაციას. მან ადრეული ბრეიკი გააკეთა და ზრუნავდა იმაზე, რომ უპირატესობა კიდევ უფრო გაეზარდა. 1:4-ზე ნიშიკორი თითქოს გამოცოცხლდა, ორი საკუთარი გეიმი აიღო და ერთი ბრეიკ-პოინტიც მოიპოვა, მაგრამ მისი მონდომება დაგვიანებული იყო - ბერდიხმა ეისით დაასრულა სეტი.

მეორე პარტიაში ორივე ჩოგბურთელი უხარისხოდ თამაშობდა - თითქოს ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ შეცდომების რაოდენობაში. 1:2-ზე ნიშიკორიმ ორმაგი ბრეიკ-პოინტი მიიღო, მაგრამ შანსი ვერ გამოიყენა, სამაგიეროდ, მერვე გეიმში იაპონელმა პირველი ბრეიკი გააკეთა მატჩში და შემდეგ სეტზე ჩაწოდებაც მოახერხა.

გადამწყვეტ პარტიაში ნიშიკორიმ ადრეული ბრეიკი გააკეთა. ბერდიხმა მეტოქეს ვერ უპასუხა, შემდეგ კი მეორეჯერაც წააგო საკუთარი მოწოდება და მისი თამაში საბოლოოდ მოიშალა. პირველი მოწოდება ბადეს ხვდებოდა, ჩვეულებრივი დარტყმები კი ნახევარმეტრიან აუტში გადადიოდა. შედეგად, მხოლოდ ორი მოგებული გეიმი სეტში და წაგება სამ პარტიაში - 6:3, 3:6, 2:6.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ ბაზელის ტურნირიდან განაცხადი გამოიტანა ბრიტანელმა ენდი მიურეიმ. მსოფლიოს მესამე ჩოგანს პირველ წრეში ჰოლანდიელი რობინ ჰაასეს წინააღმდეგ უნდა ეთამაშა, მაგრამ კუნთი დაეჭიმა და უარი თქვა კორტზე გასვლაზე.

მისი ადგილი ძირითად ბადეში კვალიფიკაციაში დამარცხებულმა შვეიცარიელმა მარკო ჩიუდინელიმ დაიკავა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა