ორი წლის წინანდელისგან განსხვავებით, რუსთაველებმა ორრაუნდიან პაექრობაში "ჩიხურას" სძლიეს და თასის მეოთხედფინალში გავიდნენ
02. 11. რუსთავი. "ფოლადი". 500 მაყურებელი

მეტალურგი-ჩიხურა 2:0

(პირველი მატჩი 1:1)

1:0 კვარაცხელია (38), 2:0 მოდებაძე (86, პენალტით)

მეტალურგი (4-2-3-1) ჩიხურა (4-1-4-1)

ბედიაშვილი თევდორაძე

მახვილაძე ლ. ჭელიძე

კვახაძე გუშარაშვილი

კვარაცხელია ბერიანიძე

ჯაფარიძე ჩიკვაიძე

ქავთარაძე ზაბახიძე

რაზმაძე ნ. კვასხვაძე

სეთურიძე ლილუაშვილი

მიქაბერიძე ლ. ნოზაძე

ი. მაისურაძე სილაგავა

მოდებაძე მუმლაძე

მწვრთნელი: კ. ჟორჟიკაშვილი მწვრთნელი: ს. ფრუიძე

მეტალურგი

77. მიქაბერიძე-დობროვოლსკი

82. რაზმაძე-გავაშელიშვილი

88. ქავთარაძე-წენგუაშვილი

სათადარიგოები: ბათიაშვილი, ჩადუნელი, პავლიაშვილი

ჩიხურა

60. სილაგავა-სალარიძე

65. ლილუაშვილი-ივანიშვილი

77. ნოზაძე-ქიმაძე

სათადარიოები: მწყერაშვილი, ცარციძე, ზივზივაძე

გაფრთხილება: ჭელიძე (60), კვახაძე (67)

არბიტრი: ო. ხეცაძე

ორი წლის წინ, მაშინაც პირველ ლიგაში მოასპარეზე "ჩიხურამ" მართლაც ხმაურიანი სენსაცია მოახდინა: თასის მერვედფინალში რუსთავის "ოლიმპს" 1:0 მოუგო და მომდევნო ეტაპზე გავიდა. ეს გუნდები ამჯერადაც სწორედ მერვედფინალში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, მაგრამ ორრაუნდიან პაექრობაში რუსთაველებმა იმარჯვეს და მეოთხედფინალის საგზურიც მოიპოვეს.

თუმცა, ვერავინ იტყვის, რომ კობა ჟორჟიკაშვილის შეგირდებმა ამას იოლად მიაღწიეს: "ჩიხურამ" კარგად ორგანიზებული გუნდის შთაბეჭდილება დატოვა და გუშინდელ მატჩს ინტრიგა ბოლო წუთამდეც შეუნარჩუნა. ერთის მხრივ, ეს ფაქტი გასაკვირვი არც უნდა ყოფილიყო: გამოცდილ და კვალიფიციურ მწვრთნელს სოსო ფრუიძეს თავის გუნდში ისეთი ფეხბურთელები ჰყავს, რომელთა თითქმის აბსოლუტურ უმრავლესობას უმაღლეს ლიგაში ასპარეზობის არაერთწლიანი გამოცდილება გააჩნია. თუმცა, გუშინ მასპინძლებმა (ჩემპიონატში ბოლო ორი შეხვედრისგან განსხვავებით) მონდომებული თამაშითაც ასიამოვნეს საკუთარ ქომაგებს და ამას გარდა, საშემსრულებლო ოსტატობაშიც აჯობეს მეტოქეს.

მატჩის დასაწყისი სტუმართა იერიშებით წარიმართა: პირველსავე წუთზე ნიკა კვასხვაძემ საპირისპირო ფლანგზე მყოფი გიორგი სილაგავა მოძებნა, თუმცა ამ უკანასკნელის დარტყმა არაზუსტი გამოდგა. სულ მალე კვასხვაძე შორი მანძილიდან დაემუქრა მასპინძელთა კარს, მაგრამ გრიგოლ ბედიაშვილმა ჩინებულ ნახტომში ბურთი კუთხურზე მოიგერია. აი, ამის შემდეგ კი "მეტალურგი" აშკარად გააქტიურდა და დროის მოკლე მონაკვეთში საინტერესო "დუელის" მომსწრენიც გავხდით: მარჯვენა გარემარბის პოზიციაზე მოასპარეზე გიორგი სეთურიძემ ორჯერ შეასრულა სახიფათო დარტყმა, მაგრამ ორივეჯერ უშეცდომოდ ითამაშა "ჩიხურას" მეკარემ რევაზ თევდორაძემ. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილმა მეკარემ თავისი გუნდი იმ ეპიზოდშიც გადაარჩინა, როცა ირაკლი მოდებაძის ეფექტური დარტყმა მოიგერია; თუმცა, ტაიმის მიწურულს თევდორაძე გამოსვლაზე შეცდა და გივი კვარაცხელიამ ზუსტი თავური დარტყმით რუსთავურ კლუბში დაბრუნების შემდეგ პირველი გოლი გაიტანა.

ერთ ეპიზოდში მასპინძელთა სასარგებლოდ პენალტის დანიშვნაც შეიძლებოდა, - ყოველ შემთხვევაში, ტრიბუნიდან ისე ჩანდა, რომ თავის საჯარიმოში მყოფს "ჩიხურას" მცველს ბურთი ხელზე მოხვდა.

შესვენებაზე კი რუსთავის ყველა ასაკობრივმა საფეხბურთო გუნდმა მშვენიერი საჩუქარი მიიღო - საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ "მეტალურგის" მმართველ დირექტორს ბუბა ტყავაძესა და ქალაქის სხვადასხვა ასაკობრივ გუნდებში მოთამაშე ბავშვებს 1000 ბურთი გადასცა!

რაც შეეხება თამაშს, მეორე ტაიმი მასპინძელთა იერიშებით განახლდა. ცენტრფორვარდის პოზიციაზე მოასპარეზე ირაკლი მოდებაძე ზედიზედ სამჯერ დაემუქრა მეტოქის კარს, თუმცა - უშედეგოდ. ამის შემდეგ თამაში ოდნავ "ჩაწყნარდა", მერე კი "ჩიხურამ" გაიბრძოლა და ორი სახიფათო მომენტიც შექმნა, მაგრამ ნიკა კვასხვაძისა და გიორგი ქიმაძის დარტყმები ოდნავ არაზუსტი იყო.

სწორედ ამ დროს, როცა "ჩიხურა" მატჩის დამატებით დროში გადაყვანას ცდილობდა, ჩინებული რეიდი განახორციელა გიორგი ქავთარაძემ, რომელიც მეტოქის საჯარიმოში წესების დარღვევით შეაჩერეს. პენალტის ნიშნულთან ამ მატჩის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი ირაკლი მოდებაძე მივიდა და ზუსტი დარტყმით შეხვედრის და, საერთოდ, წყვილში გამარჯვებულის ბედიც გადაწყვიტა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა