ჩვენი ნაკრები მოსკოვში საკადრო ცვლილებების გარეშე მიდის, თუმცა ახალგაზრდების უმეტესობა ზედა წონაში იჭიდავებს
11-13 ნოემბერს მოსკოვში, სპორტკომპლექს "დრუჟბაში" გაიმართება საერთაშორისო ტურნირი "ევროპის ერთა თასი-მოსკოვის ვარსკვლავები" თავისუფალსა და ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, რომელიც წლეულს პირველად ტარდება.

თავისუფალ ჭიდაობაში "მოსკოვის ვარსკვლავები" ადრეც ტარდებოდა, მაგრამ ამჯერად "ევროპის ერთა თასის" სტატუსიც მიენიჭა. თან მის პროგრამაში ბერძნულ-რომაული ჭიდაობაც ჩართეს, რადგან საერთაშორისო ფედერაციამ მიმდინარე წელიწადი "რუსული კლასიკური ჭიდაობის" წლად გამოაცხადა. საკუთრივ რუსეთში კი ბოლო წლებში ბერძნულ-რომაული ჭიდაობა პოპულარული შეჯიბრებების ჩატარებით შედარებით ჩამორჩა "თავისუფალს".

სახეცვლილ ტურნირში მონაწილეთა შერჩევა ევროპული რეიტინგით ხდება - 6-6 საუკეთესო გუნდი მიიწვიეს. ამ სიაში ჩვენგან მხოლოდ თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები მოხვდა, რომელსაც მოსკოვში მეტოქეობა რუსეთის, აზერბაიჯანის, ბელარუსის, ბულგარეთის და თურქეთის გუნდებთან მოუწევს, ბერძენ-რომაელთა შორის კი რუსეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის, უნგრეთის, ბულგარეთის და თურქეთის ნაკრებებია მიწვეული.

ტურნირი გუნდური პრინციპით ტარდება, საპრიზო ფონდი კი 100 ათასი დოლარია. ასპარეზობას ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი რაფაელ მარტინეტი გახსნის.

ჩვენი ნაკრები მოსკოვში სერიოზული საკადრო ცვლილებების გარეშე მიდის, თუმცა ახალგაზრდების უმეტესობა ზედა წონაში იჭიდავებს.

გიორგი ედიშერაშვილი (55), ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (60), მალხაზ ზარქუა (66), გელა საღირაშვილი (74), დავით ხუციშვილი (84), დავით მარსაგიშვილი (96), დავით მოძმანაშვილი (120) - ამ შემადგენლობას აგზავნის მოსკოვში ჩვენი გუნდის თავკაცი ზაზა თურმანიძე. მწვრთნელს ერთი სათადარიგო მონაწილის წაყვანაც შეეძლო, მაგრამ ეს კვოტა გამოუყენებელი დატოვა.

როგორც ვხედავთ, წარმოდგენილი გუნდიდან თავის წონაში მხოლოდ ედიშერაშვილი, საღირაშვილი და მოძმანაშვილი იჭიდავებენ, დანარჩენებს კი მწვრთნელები ამჯერად წონას არ აკლებინებენ. სავარაუდოდ, მათ ამის გაკეთება ოციოდ დღეში ისევ მოუწევთ, როცა საქართველოს პირველობა გაიმართება, დროის ასე მოკლე მონაკვეთში ორჯერ დაკლება კი ყოვლად გაუმართლებელი იქნებოდა.

მოსკოვში არ იჭიდავებს გიორგი გოგშელიძე (96). სავარაუდოდ, ის შეგნებულად არ მიჰყავთ "მტრის ბანაკში", სადაც წარმოუდგენელი ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ მოექცეოდა. მით უფრო, რომ წინასწარი მონაცემებით (რუსებს ჯერ საბოლოო შემადგენლობა არ დაუსახელებიათ), იქ მსოფლიოს ოთხგზის და ოლიმპიური ჩემპიონი ჰაჯიმურატ გაცალოვიც იჭიდავებს და ოლიმპიური ჩემპიონი შირვანი მურადოვიც, თუმცა ამ უკანასკნელზე გადაჭრით ჯერ კიდევ ვერ ამბობენ ვერაფერს. მოგეხსენებათ, მან ცოტა ხნის წინ ხასავიურტში საკონტინენტთაშორისო თასზე ტრავმა მიიღო და ნახევარფინალში გოგშელიძეს ვერ შეხვდა. ჯერჯერობით ინტერნეტში არ ვრცელდება ზუსტი ცნობები მისი ტრავმის შესახებ, თუ როდის დაუბრუნდება აქტიურ სპორტს.

მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ ამ ტურნირზე რუსეთის "თავისუფალთა" გუნდს პირველად გაუძღვება ცხარე პოლიტიკური ბატალიების და ფაქტობრივი შინაპატიმრობის შემდეგ ცხინვალიდან მოსკოვში დაბრუნებული მთავარი მწვრთნელი ჯამბულათ თედეევი. ისიც და მისი ქართველი "ბერძენ-რომაელი" კოლეგა გოგი კოღუაშვილიც აცხადებენ, რომ მხოლოდ გამარჯვებისთვის იბრძოლებენ, მთავარ კონკურენტად კი ორივემ აზერბაიჯანი დაასახელა.

შემადგენლობები ოფიციალურად ჯერ არც აზერბაიჯანელებს დაუსახელებიათ, თუმცა მათ "თავისუფალთა" გუნდზე მაინც გაჩნდა ცნობები: ევროპის წლევანდელი პრიზიორი მაჰმუდ მაგომედოვი (55), ახალგაზრდებში მსოფლიოს ჩემპიონი ტოგრულ ასკეროვი (60), ემინ აზიზოვი (66), ალექსანდრ გოსტიევი (74), ევროპის ორგზის ბრინჯაოს მედალოსანი ნაურუზ ტემრეზოვი (84), გაჯი ალიჯანოვი (96), კუბიდან გადაბირებული ოლიმპიური პრიზიორი, მსოფლიოს სამგზის ვიცე-ჩემპიონი ალექსის როდრიგესი და რუსეთიდან გადაყვანილი სოსლან ძებისოვი (ორივე - 120) - სავარაუდოდ, ესენი იჭიდავებენ მოსკოვში.

რაც შეეხებათ აზერბაიჯანელ "ბერძენ-რომაელებს", ისინი უმწვრთნელოდ დარჩნენ - მსოფლიოს პირველობის შემდეგ მსოფლიოს ორგზის და ოლიმპიური ჩემპიონი ფარიდ მანსუროვი თანამდებობიდან გადადგა, რომელიც ახლა ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი გახდა და ახალგაზრდებთან მუშაობა დაევალა, მისი შემცვლელი კი ჯერ არ დაუსახელებიათ. მისმა გუნდმა სტამბოლში, მსოფლიოზე მხოლოდ ერთი მედალი მოიპოვა - ოქროსი (ჩემპიონი როვშან ბაირამოვი გახდა 55-ში), მაგრამ იქაურთა გაზრდილი მადა ამან ოდნავდაც ვერ დააკმაყოფილა, თუმცა ფედერაციის ხელმძღვანელობას მანსუროვთან ადრეც ჰქონდა პრეტენზიები გუნდში მოშლილი დისცილინის და სხვა მიზეზთა გამო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] მარცხი RAF-ის სადებიუტო შეხვედრაში - ხინჩეგაშვილმა 19 წლის ამერიკელთან წააგო
[თავისუფალი ჭიდაობა] სამი ბრინჯაოს მედალი ევროპის ჩემპიონატზე!
[VIDEO] ცარუკიანის უღირსი ქმედება, რომელსაც ტატამზე დიდი დაპირისპირება მოჰყვა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა