ეტყობა, ალექს გარსიამ 24 წლის ფეხბურთელის შესაძლებლობებზე ბევრი არაფერი იცოდა
ახლახან თბილისის "დინამოდან" მისი ყოფილი კაპიტანი ნიკა ფირცხალავა გაუშვეს. 24 წლის ფეხბურთელი თავის დროზე დიდ იმედებს იძლეოდა, მაგრამ მენისკის წარუმატებელმა ოპერაციამ ფორმიდან ამოაგდო და ლამის ორი სეზონი გაუცდა.

ეტყობა, თბილისელთა თავკაცმა ალექს გარსიამ ნიკას შესაძლებლობებზე ბევრი არაფერი იცოდა, ფორმის აღდგენას არ დაელოდა და გუნდიდან გაუშვა.

ლაპარაკი იყო, რომ ექს-დინამოელით ქუთაისის "ტორპედო" და "ზესტაფონი" დაინტერესდნენ, მაგრამ ფირცხალავამ "ლელოსთან" ეს ხმები უარყო.

"ჯერ მოლაპარაკება არც ერთ გუნდთან არ დამიწყია, რადგან "დინამოსთან" კონტრაქტის გაწყვეტაზე სიტყვიერად შევთანხმდი, იურიდიულად კი თავისუფალი აგენტის სტატუსი ჯერ არ მომიპოვებია. მაგრამ გათავისუფლების ფურცელს მალე მომცემენ.

ქუთაისის "ტორპედოსთან" და "ზესტაფონთან" ურთირთობაზე ლაპარაკი კი ჯერ ნაადრევია, რადგან თავისუფალი აგენტის სტატუსის გარეშე გუნდები ფეხბურთელთან საქმის დაჭერას ერიდებიან.

ეს სტატუსი რომც მქონდეს, მეორე ეტაპამდე ახალ გუნდში ჩაირიცხვის უფლება მაინც არ მაქვს, რადგან სეზონი ერთ გუნდში დავიწყე. ამიტომ ფორმის შესანარჩუნებლად ინდივიდუალურად ვვარჯიშობ და ზამთრის სატრანსფეროს ფანჯრის გახსნას ველოდები", - გვითხრა ფირცხალავამ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა