ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ფერგის 25 წელიწადი

ფერგის 25 წელიწადი

კვირას 25 წელიწადი სრულდება, რაც სერ ალექს ფერგიუსონი "მანჩესტერ იუნაიტედის" მწვრთნელია!
კვირას 25 წელიწადი სრულდება, რაც სერ ალექს ფერგიუსონი "მანჩესტერ იუნაიტედის" მწვრთნელია! დაგვეთანხმებით, მას სრული უფლება აქვს არხეინად დაჯდეს და ის დიდი ტიტულები ითვალოს, რომლებიც მეოთხედი საუკუნის განმავლობაში "მანჩესტერ იუნაიტედს" მოაპოვებინა.

ამ კლუბსა და ინგლისურ ფეხბურთში მან მთელი ეპოქა შექმნა, რომლის განმავლობაშიც უამრავი დიდი ჯილდო მოიგო, მაგრამ ვინც ამ ადამიანს იცნობს, დაგვეთანხმება, რომ ჯერ ერთი მიღწეულით ვერ კმაყოფილდება და მეორეც, მას მოსვენებას არ აძლევს ის თამაშები, რომელთა მოგებაც შეეძლო, მაგრამ ვერ მოახერხა.

იმ შეხვედრათა შორის, რომლის გახსენებაც ფერგის დღემდე არ სიამოვნებს, ერთს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. ეს გახლავთ 1994-95 წლების ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩი, რომელიც "იუნაიტედმა" სტუმრად ითამაშა "ვესტ ჰემთან". სატურნირო მდგომარეობა ასეთი იყო: თუ "ბლექბერნი" "ენფილდზე" "ლივერპულს" ვერ მოუგებდა, ფერგის ბიჭები კი "აპტონ პარკზე" გაიმარჯვებდნენ, "იუნაიტედი" ჩემპიონი გახდებოდა. კითხვაზე, ამ 25 წლის განმავლობაში ჩატარებული თამაშებიდან რომლის ამოგდებას ინატრებდა, ფერგიუსონს მკაფიო პასუხი აქვს:

"ის თამაში, რომელიც "ვესტ ჰემთან", 1995 წელს, სტუმრად 1:1 დავამთავრეთ. დღემდე ვერ ვიჯერებ, რომ მსაჯმა მათი მცველის, ტიმ ბრიკერის ხელით თამაში ვერ შეამჩნია და პენალტი არ დანიშნა. ეს არის ერთადერთი შეხვედრა, რომელსაც შევცვლიდი, რადგან ჩვენ იმ დღეს გამარჯვებას ვიმსახურებდით. "ვესტ ჰემის" კართან რაღაც საშინელება ხდებოდა, მომენტს მომენტზე ვქმნიდით, მაგრამ გამარჯვების გოლი ვერა და ვერ გავიტანეთ. ხანდახან ბედი ასეთ წარმოუდგენელ ოინებსაც აწყობს".

არადა, იმ დღეს "ბლექბერნმა" "ლივერპულთან" წააგო, მაგრამ "მანჩესტერ იუნაიტედი" მაინც ვერ გახდა ჩემპიონი. თუმცა, შემდეგ წელიწადს მოხდა ის, რაც ფერგიუსონს ყველაზე კარგად ახასიათებს: "იუნაიტედი" ჩემპიონიც გახდა და ფეხბურთის ასოციაციის თასიც მოიპოვა.

69 წლის შოტლანდიელი განმარტავს: "კლუბი არ გაძლევს მოსვენების საშუალებას. ის შენგან ახალ წარმატებებს ელის და შენც მორიგ ბრძოლაში ებმები. მაშინ, რასაკვირველია, ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ დღეს ისევ "იუნაიტედის" მწვრთნელი ვიქნებოდი. მეორე მხრივ კი ასეთი რამ რომ გააკეთო თანდაყოლილი ენერგია უნდა გქონდეს, რაც მე არასდროს მაკლდა. რასაც მივაღწიე ჩემმა ხასიათმა განაპირობა, ასეთი ხასიათი კი ბავშვობიდან მიყალიბდებოდა. ვფიქრობ, ამაში განსაკუთრებული არაფერია. ასეთი ხასიათი უამრავ ადამიანს აქვს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა

ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა

დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა