გაზეთმა Aftonbladet-მა "მილანის" ფორვარდის ავტობიოგრაფიული წიგნიდან რამდენიმე ნაწყვეტი გამოაქვეყნა

შვედურმა გაზეთმა Aftonbladet-მა "მილანის" ფორვარდის ზლატან იბრაჰიმოვიჩის ავტობიოგრაფიული წიგნიდან რამდენიმე ნაწყვეტი გამოაქვეყნა.

შვედის წიგნი ოფიციალურად ორ კვირაში გამოვა და სრულიად შესაძლებელია სკანდალურიც კი გახდეს.

წიგნში თავდამსხმელი ხოსეპ გვარდილასთან რთულ ურთიერთობებზე საუბრობს და არცთუ ისე კარგად მოიხსენიებს თავის ყოფილ თანაგუნდელებს.

ავტობიოგრაფიაში ნახსნებია ესპანეთის პრიმერა დივიზიონის 2009-10 წლების სეზონის დროს "ვილიარეალთან" მატჩი. რამდენიმე დღით ადრე კატალონიელები ჩემპიონთა ლიგის გათამაშებას ნახევარფინალიდან გამოეთიშნენ. სწორედ მაშინ იბრაჰიმოვიჩმა გადაწყვიტა გვარდიოლასთვის ყველაფერი ეთქვა, რასაც მის შესახებ ფიქრობდა.

"მე ვუყვიროდი მას: "შენ კაცი არ ხარ". მგონი უარესებიც ვუთხარი. შემდეგ დავამატე: "შენ ჩაისვარე, როცა მოურინიო დაინახე. შეგიძლია ჯოჯოხეთში წახვიდე". იმ დროს ისეთი განრისხებული ვიყავი, გვარდიოლას ადგილას შემეშინდებოდა", - დაწერა შვედმა წიგნის პირველ თავში.

"ბარსელონას" გასახდელში არსებული ატმოსფერო ჩემთვის ზედმეტად მშვიდი იყო. მესი, ჩავი და ინიესტა ყოველთვის უსმენდნენ მწვრთნელს, ყოველგვარი პროტესტის გარეშე. მე ასეთი არ ვარ, უბრალოდ ასე არ შემიძლია".

ფორვარდმა ასევე აღნიშნა, რომ გვარდიოლა მზად იყო, ლიონელ მესის ნებისმიერი თხოვნა შეესრულებინა.

"მესის სხვა პოზიციაზე - ცენტრფორვარდის ადგილზე ყოფნა სურდა და ამას მიაღწია კიდეც. მე კი მწვრთნელთან არანაირი ურთიერთობა არ მქონია. ხოსეპი საერთოდ იშვიათად იხედებოდა ჩემსკენ".

შეგახსენებთ, რომ იბრაჰიმოვიჩი "ბარსელონაში" ერთი სეზონი თამაშობდა და შემდეგ "მილანში" გადავიდა.

lasha
ნუ რავიცი.... მართალია, მანჩესტერის გულშემატკივარი ვარ და ბარსელონა მძულს, მაგრამ მომდევნო წლების ელ-კლასიკოებმა აჩვენა, როგორ ჩაისვარა გვარდიოლამ მოურინიოს დანახვაზე :|
Geo
:D:D მე პირადად მჯერა...:D:D აეე, ხოსეეეეეპ!!!:D
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა