ფეხბურთის საერთაშორისო ასოციაციამ 300 ათასი დოლარი გამოყო ახალი ზელანდიის ქალაქ კრაისთჩერჩში საფეხბურთო ინფრასტრუქტურის აღდგენის მიზნით
ფეხბურთის საერთაშორისო ასოციაციამ 300 ათასი დოლარი (540 ათასი ახალზელანდიური §) გამოყო ახალი ზელანდიის ქალაქ კრაისთჩერჩში საფეხბურთო ინფრასტრუქტურის აღდგენის, მშენებლობისა და რემონტის მიზნით. შეგახსენებთ, რომ ეს ქალაქი მიმდინარე წლის თებერვალში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის დროს ყველაზე მეტად დაზარალდა.

ქალაქის ადმინისტრაციისთვის თანხის გამოყოფის შესახებ ციურიხში გადაწყვეტილება მას მერე მიიღეს, რაც შეიტყვეს, რომ ქალაქის საბჭომ ოქტომბრის ბოლოს ახალი საფეხბურთო პარკის მშენებელობას ჩაუყარა საფუძველი. ფიფას მიერ გაღებულ ფულს იაპონიის, ოკეანიისა და ზელანდიის ფეხბურთის ფედერაციების მიერ გამოყოფილი გრანტიც დაემატა 140 ათასი ზელანდიური დოლარის ოდენობით.

"ჩვენ ქალაქის ხელმძღვანელებთან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ და ერთად განვსაზღვრავთ, თუ რა არის მიწისძვრისგან დაზარალებული ქალაქისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი. მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ ჩვენ დახმარებას ვაგზავნით ახალ ზელანდიაში და იმაშიც გარწმუნებთ, რომ თანხები მაქსიმალურად ეფექტურად იქნება გამოყენებული. ამ ნაბიჯით ჩვენ კიდევ ერთხელ მოვახდენთ იმის დემონსტრირებას, რომ ფეხბურთს შეუძლია ყველა გაგვაერთიანოს საერთო კეთილი მიზნებისთვის," - განაცხადა ფიფას პრეზიდენტმა იოზეფ ბლატერმა.

"ფიფა დიდ დახმარებას გვიწევს საფეხბურთო ინფრასტრუქტურის აღდგენაში, - განაცხადა ოკეანიის საფეხბურთო ასოციაციის პრეზიდენტმა დევიდ ჩუნგამ. საფეხბურთო პარკი პირველი დიდი ობიექტი იქნება, რომლის მშენებლობაც კრაისთჩერჩში დასრულდება".

ზემოთაც ვწერდით, რომ ქრაისთჩერჩი თებერვლის ბოლოს მომხდარმა 6,3 მაგნიტუდის მიწისძვრამ ძალიან აზარალა. სერიოზული რყევა

განიცადა ქალაქმა ივნისის ბოლოსა და ივლისის პირველ რიცხვებშიც, ამჯერად მიწისძვრა 5,1 ბალის სიმძლავრისა იყო. ნგრევა იმდენად მასშტაბური იყო, რომ რამდენიმე რაიონი საცხოვრებლად დღესაც გამოუსადეგარია. სულ ბუნებრივ კატაკლიზმებს 375-ათასიან ქალაქში 172 ადამიანი ემსხვერპლა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა