ჟენევაში გაიმართება ფორმულა 1-ის კომისიის სხდომა, რომელზეც მომავალ სეზონთან დაკავშირებული რამდენიმე საინტერესო თემა უნდა განიხილონ
როგორც უკვე ვწერდით, ჟენევაში გაიმართება ფორმულა 1-ის კომისიის სხდომა, რომელზეც მომავალ სეზონთან დაკავშირებული რამდენიმე საინტერესო თემა უნდა განიხილონ. მათ შორის მსოფლიო ჩემპიონატის კალენდრის შესაძლო კორექტირება და წესების შეცვლა. გარდა ამისა, გაიმართება კენჭისყრა სამი გუნდის - "ლოტუს-რენოს", "ლოტუსისა" და "მარუსია-ვირჯინის" სახელის შეცვლის თაობაზე.

კომისია 25 წევრისგან შედგება, რომელთაგანაც 12 - გუნდის წარმომადგენელია, რბოლების პრომოუტერები - 8, ორი სპონსორი, თითო წარმომადგენელი ძრავების მწარმოებელთაგან და "პირელისგან", აგრეთვე ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი ჟან ტოდტი და ფორმულა 1-ის მენეჯმენტის ხელმძღვანელი ბერნი ექლსტოუნი.

2012 წლის კალენდარი შესაძლოა გადაიხედოს. ჯერ ერთი, ბაჰრეინში პოლიტიკური სიტუაცია ისევ დაძაბულია; მეორე - კორეის გრანპრის ორგანიზატორებმა თხოვნით მიმართეს ექლსტოუნს შეამციროს რბოლის ჩატარებაზე გადასახადი. ბერნიმ კი ყველას ცალსახად მიანიშნა, რომ არ აპირებს ამის გაკეთებას, ამიტომაც არსებობს იმის ალბათობა, რომ კორეის გრანპრის კალენდრიდან ამოიღებენ, თუმცა ფორმალურად იონამის ავტოდრომთან კონტრაქტი 2014 წლის ბოლომდეა გაფორმებული.

შესაძლოა, კომისიამ გადაწყვეტილება მიიღოს კვალიფიკაციაში წესების შეცვლაზე, რათა გუნდებმა მეტი სტიმული მიიღონ ფინალურ სესიაში მონაწილეობისთვის და მათ არ დაზოგონ საბურავები. სავარაუდო გადაწყვეტილება ის იქნება, რომ მონაწილეები საბურავების დამატებით კომპლექტს მიიღებენ, რომელიც მხოლოდ კვალიფიკაციისთვის იქნება განკუთვნილი.

ცნობილია, რომ ჩემპიონატში მონაწილე ზოგიერთი გუნდი აქტიურ ტექნიკურ დახმარებას უწევს სხვა გუნდებს და ეს ზოგიერთ საჯინიბოს არ მოსწონს. კერძოდ, "მაკლარენი" ტექნიკურ მხარდაჭერას გამოხატავს "ფორს ინდიას" მიმართ, "ლოტუსს" კავშირი აქვს "რედ ბულთან" - ის საჩემპიონო გუნდისგან მზა კვანძებს ყიდულობს. ამ სიტუაციაში აზრი აქვს საბაზო ცნების - "კონსტრუქტორის" დაზუსტებას, აგრეთვე უნდა განისაზღვროს ტექნიკური თანამშრომლობის საზღვრები.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა