მსოფლიოს მეორე ჩოგანმა რაფაელ ნადალმა უარი თქვა პარიზის მასტერსში მონაწილებაში, რომელიც 7-13 ნოემბერს გაიმართება
მსოფლიოს მეორე ჩოგანმა რაფაელ ნადალმა უარი თქვა პარიზის მასტერსში მონაწილებაზე, რომელიც 7-13 ნოემბერს გაიმართება.

ამის შესახებ ესპანელმა ჩოგბურთელმა Facebook-ზე დაწერა. რაფამ საფრანგეთში გამგზავრებაზე იმის გამო იუარა, რათა უკეთ მოემზადოს წლის შემაჯამებელი ტურნირისთვის და დევისის თასის ფინალისთვის, რომელშიც ესპანეთის ნაკრები არგენტინას სევილიაში შეხვედება.

იქვე ნადალმა დაამატა, რომ 2012 წელს აუცილებლად გამოვა პარიზის მასტერსზე და ერთხელაც მოახერხებს ამ ტურნირის მოგებას.

წელს, სეზონის ბოლო მასტერსზე მთელი საჩოგბურთო ელიტა იქნება შეკრებილი. საფრანგეთის დედაქალაქში გამოსვლას აპირებენ ნოვაკ ჯოკოვიჩი, როჯერ ფედერერი, ენდი მიურეი და სხვები.

მანამდე კი მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა ბაზელში მიმდინარე ტურნირზე მეორე მატჩი მოიგო. გუშინ, სერბი ჩოგბურთელი მერვედფინალში მსოფლიოს 64-ე ნომერს, 29 წლის პოლონელ ლუკაშ კუბოტს ხვდებოდა და მას მხოლოდ სამი გეიმი დაუთმო - 6:1, 6:2.

ჯოკოვიჩმა ოთხი ბრეიკი გააკეთა, ამას რვა ეისი და ორი ორმაგი შეცდომა დაუმატა და 55 წუთში გაიმარჯვა. ახლა, ნოვაკი ურთიერთშეხვედრებში 4:0-ს უგებს პოლონელ ჩოგბურთელს.

მეოთხედფინალში ჯოკოვიჩის მეტოქე კვიპროსელი მარკოს ბაღდატისი იქნება, რომელმაც ერთი დღით ადრე სამ სეტში მოუგო შვეიცარიელ მიხაელ ლამერს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა