მომავალ წელს ელიტაში, ექვსი ერის გათამაშებაში მონაწილე ქვეყნების 18-წლამდელთა ნაკრებებთან ერთად საქართველოც იასარეზებს
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები რუმინეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე დღეს ბოლო, მესამე შეხვედრას გამართავენ. "პატარა ბორჯღალოსნებმა" განვლილ ორ შეხვედრაში შესანიშნავად იასპარეზეს, ორივე მოიგეს და მომავალ წელს ელიტაში, ექვსი ერის გათამაშებაში მონაწილე ქვეყნების 18-წლამდელთა ნაკრებებთან ერთად იასარეზებს.

შეგახსენებთ, ჩვენმა მორაგბეებმა პირველ მატჩში დიდი სათამაშო უპირატესობის წყალობით მასპინძელთა ნაკრები დაამარცხეს - 27:6. ქართველმა მორაგბეებმა ოთხი ლელო გაიტანეს და ერთი პრემიალური ქულა მიიღეს. ასევე ოთხი ლელო გაუტანეს ჩვენმა ბიჭებმა ბელგიის ნაკრებს - 27:9.

ბოლო მეტოქე პორტუგალიის ნაკრებია, რომელსაც ასევე ორი მოგება და გაისად ელიტაში თამაშის უფლება განაღდებული აქვს. ამ მატჩში გამარჯვების შემთხვევაში პირველ ადგილზე გავალთ და მომავალ წელს ევროპის ჩემპიონატის B ჯგუფში ინგლისის, უელსის და იტალიის ნაკრებებთან ვითამაშებთ. თუ წავაგეთ მაშინ მეორე ადგილს დავჯერდებით და A ჯგუფში ირლანდიის, საფრანგეთისა და შოტლანდიის ნაკრებებთან მოგვიწევს ასპარეზობა.

საქართველოს ნაკრები

რამაზ მაზმიშვილი, საბა შუბითიძე, გიორგი გოგლიძე, ბადრი ალხაზიშვილი, უჩა გურგენიძე, ილია მელაძე (ყველა-აკადემია), ბექა ფირიაშვილი (ყოჩები), ალექსანდრე ცისკარიშვილი, გიორგი აფციაური (ორივე-თიბისი), ნიკა ამაშუკელი, მიხეილ მასხარაშვილი, შოთა თევზაძე, ონისე მოგელაშვილი (ოთხივე-ჯიქები), ზაურ ხარებავა (რაინდები), საბა ჩიხლაძე, ლაშა ლაშხია (ორივე-ლელო), შალვა შაშიაშვილი, რევაზ ჯინჭველაშვილი, გიორგი ფრუიძე (სამივე-აია), გიორგი მარველანი, ვახტანგ ამირანაშვილი (ორივე-ივერია), რევაზ ბროძელი (არმაზი), ფარნავაზ გასვიანი (ლოკომოტივი), გიორგი ნათელაშვილი (ხარები), მურაზ გიორგაძე (ვეფხვები), დევი დევსურაშვილი (ხულიგანა).

ევროპის ჩემპინატი, U-18. III ტური, 4 ნოემბერი

საქართველო-პორტუგალია, რუმინეთი-ბელგია

სატურნირო მდგომარეობა

1. საქართველო - 10 ქულა, 2. პორტუგალია - 8, 3. ბელგია - 1, 4. რუმინეთი - 0.

ელიტური

A ჯგუფი: ირლანდია, საფრანგეთი, შოტლანდია (II ადგილზე გასული)

B ჯგუფი: ინგლისი, უელსი, იტალია (I ადგილზე გასული).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

vova
აჯობებს რომ დავმარცხდეთ და მე2 ადგილს დავჯერდეთ!
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
20 წ. | ორი შემადგენლობით სამხრეთ აფრიკასთან
20 წ. | თასი უკვე თბილისშია!
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა