პორტო-კარასში მოჭადრაკეთა ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე აზერბაიჯანელებთან შეხვედრაში ჩვენს გუნდს პირველი ქულა ნინო ხურციძემ მოუტანა
გუშინ ბერძნულ პორტო-კარასში დაიწყო მოჭადრაკეთა ევროპის გუნდური ჩემპიონატი, რომელშიც ქალთა 28 და ვაჟთა 38 ნაკრები მონაწილეობს.

შეგახსენებთ, რომ 2001 წლიდან ქალებში ჩემპიონები იყვნენ: საფრანგეთი (2001 წ.), სომხეთი (2003), პოლონეთი (2005) და რუსეთი (2007, 2009), ხოლო მამაკაცებში - ჰოლანდია (2001 და 2005), რუსეთი (2003 და 2007) და აზერბაიჯანი (2009). ორი წლის წინათ მანდილოსნებში მეორე და მესამე ადგილებზე, შესაბამისად, საქართველო (ნანა ძაგნიძე, ლელა ჯავახიშვილი, სოფიკო ხუხაშვილი, ნინო ხურციძე, ბელა ხოტენაშვილი) და უკრაინა გავიდნენ, ვაჟებში კი ვერცხლსა და ბრინჯაოს რუსები და უკრაინელები დაეუფლნენ. საპრიზო სამეულში მოსახვედრად წლეულსაც ამ გუნდებს მიიჩნევენ ფავორიტებად, თუმცა მათ იოლი გასეირნება რომ არ ელით, ეს შეჯიბრების სტარტმაც დაადასტურა.

ქართველ ქალებს გუშინ წილისყრამ აზერბაიჯანელები დაუპირისპირა. ჩვენს გუნდს პირველი ქულა ნინო ხურციძემ მოუტანა, რომელმაც 52-ე სვლაზე გულნარ მამადოვას სძლია.

ჩემპიონატის დებიუტანტმა ნაზი პაიკიძემ შავი ფიგურებით 58-ე სვლაზე აიძულა ნარმინ კაზიმოვა, საათი გაეჩერებინა. პირველ დაფაზე ლელა ჯავახიშვილი (ნანა ძაგნიძე ისვენებდა) თეთრებით 32-ე სვლამდე პოზიციურ უპირატესობას ინარჩუნებდა, მაგრამ მეტოქეს მალევე მისცა პოზიციის გათანაბრების შანსი, 36-ე ლG3 სვლით კი ინიციატივა მამედიაროვას გადააბარა და 65-ე სვლაზე დანებდა კიდეც. სალომე მელიამ შავებით შეძლო ზეინაბის უმცროს დასთან - ტურკან მამედიაროვასთან (ისინი შაჰრიარ მამედიაროვის დები არიან) დაზავება და გუნდური გამარჯვებისთვის ნახევარი ქულის მოპოვება. საბოლოო ანგარიშია 2,5:1,5 ჩვენების სასარგებლოდ.

ტურნირის დანარჩენი ფავორიტების შეხვედრები ასე დამთავრდა: რუსეთი ისრაელი 3:1 (ნადეჟდა კოსინცევა-მაია პორატი 1:0, მარსელ ეფროიმსკი-ტატიანა კოსინცევა 0:1, ვალენტინა გუნინა-ანგელა ბორსუკი 0.5:0.5, ოლგა ვასილიევა-ნატალია პოგონინა 0.5:0.5), საბერძნეთი-უკრაინა 1.5:2.5 (ელენა დემბო-ნატალია ჟუკოვა 0.5:0.5, ანა უშენინა-ანა-მარია ბოცარი 0.5:0.5, მარინა მაკროპულუ-ინა გაპონენკო 0.5:0.5, მარია მუზიჩუკი-ეკატერინი ფახირიდუ 1:0), ჩეხეთი-სომხეთი 2:2 (ევა კულოვანა-ელინა დანიელიანი 0:1, ლილით მკრტიჩიანი-კატერინა ნემკოვა 0.5:0.5, კრისტინა ჰავლიკოვა-ლილით გალოიანი 1:0, მარია კურსოვა-ტერეზა ოლსაროვა 0.5:0.5).

საქართველოს ვაჟთა ნაკრებმა სტარტზე თურქეთის გუნდთან (!) შეხვედრაში შეირცხვინა თავი - 1,5:2,5 წააგო (ლევან ფანცულაია-მუსტაფა ილმაზი 1:0, ემრე ქენი-მიხეილ მჭედლიშვილი 1:0, მერაბ გაგუნაშვილი-ქემილ ალი მარანდი 0.5:0.5, ვაჰაფ სანალი-დავით ზარქუა 1:0).

ფავორიტთა პაექრობები: რუსეთი-მოლდოვა 2,5:1,5 (პიოტრ სვიდლერი-ვიქტორ ბოლოგანი 0.5:0.5, ვიორელ იორდაჩესკუ-ალექსანდრ გრიშჩუკი 0.5:0.5, ალექსანდრ მოროზევიჩი-დმიტრი სვეტუშკინი 1:0, სერგეი ვედმედიუსი-ივან ნეპომნიაშჩი 0.5:0.5), სლოვენია-უკრაინა 0,5:3,5 (ალექსანდრ ბელიავსკი-ვასილი ივანჩუკი 0.5:0.5, პაველ ელიანოვი-ლუკა ლენიჩი 1:0, ჯურ ბორისეკი-ალექსანდრ მოისეენკო 0:1, ზახარ ეფიმენკო-მატეი სებენიკი 1:0), აზერბაიჯანი-იტალია 2,5:1,5 (თეიმურ რაჯაბოვი-ფაბიანო კარუანა 0.5:0.5, მიჩელ გოდენა-ვუგარ გაშიმოვი 0.5:0.5, შაჰრიარ მამედიაროვი-საბინო ბრუნელო 1:0, აქსელ რომბალდონი-გადირ ჰუსეინოვი 0.5:0.5).

დღეს ჩემპიონატზე მე-2 ტურის ორთაბრძოლები გაიმართება. ქართველი ქალები პოლონელებს დაუპირისპირდებიან, უნგრელები - რუსებს, ბულგარელები - უკრაინელებს. საქართველოს ვაჟთა ნაკრები კვიპროსს გაუწევს მეტოქეობას, ჩეხეთი - რუსეთს, უკრაინა - ბულგარეთს, სომხეთი აზერბაიჯანს ეთამაშება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელ მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა