ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

გია ამირხანაშვილი: წარმატება თავდაუზოგავ შრომას მოაქვს

გია ამირხანაშვილი: წარმატება თავდაუზოგავ შრომას მოაქვს

გთავზობთ ინტერვიუს თბილისის "ჯიქების" მთავარ მწვრთნელთან
თბილისის "ჯიქები" საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ახლგაზრდა კლუბია, რომელმაც ძალზედ სწრაფად შეძლო გზა უმაღლესი ლიგისკენ გაეკაფა. ბავშვთა საფესტივალო ასაკიდან დაწყებულმა და სწორად წარმართულმა მუშაობამ ნაყოფი მალე გამოიღო. "ჯიქები" ყველა ასაკის გუნდებს შორის, ყველასთვის ანგარიშგასაწევი ძალაა.

კლუბის წარმატებები კი მნიშვნელოვანწილადაა დაკავშირებული გუნდის მთავარი მწვრთნელის გია ამირხანაშვილის საქმიანობასთან. "ჯიქების" აღმასვლა სწორედ ამ სპეციალისტის კლუბში მოსვლის შემდეგ დაიწყო. გუნდის წარსულზე, აქამდე განვლილ გზასა და მომავლის გეგმებზე სწორედ მას ვესაუბრეთ.

- 2002 წელს ვეტერანმა მორაგბეებმა კახა ალანიამ, დავით გოცაძემ და გოჩა აბაშიძემ გადაწყვიტეს უბანში სამოყვარულო გუნდი შეექმნათ. დროთა განმავლობაში კლუბის შექმნის იდეაც დაიბადა და ასე გაჩნდა ქართულ სარაგბო კაბადონზე რაგბის კლუბი "ჯიქები". ცხადია, მათ მუშაობა ბავშვებთან დაიწყეს და თავდაპირველად მხოლოდ საფესტივალო ასაკის ბავშვთა ტურნირებში ასპარეზობდნენ.

- თქვენ როგორ და როდის მოხვდით ამ კლუბში?

- 2008 წელს ესპანეთიდან ახალი ჩამოსული ვიყავი და ისევ უკან დაბრუნებას ვაპირებდი, რომ რაგბის კავშირის პრეზიდენტმა თავისთან მიხმო და მთხოვა მსაჯობისთვის მომეკიდა ხელი. იქვე იმყოფებოდა "ჯიქების" ერთ-ერთი დამფუძნებელი და კლუბის გამგეობის წევრი ირაკლი ხუციშვილი, რომელმაც მწვრთნელობა შემომთავაზა. დავთანხმდი და საფესტივალო ასაკის გუნდი ჩავიბარე, სულ 12 ბავშვს ვავარჯიშებდი.

ერთი წლის თავზე ჭაბუკთა B ლიგაში მოსაპარეზე გუნდის ნაწილი და ჩემი გაწვრთნილი ბიჭები გავაერთიანეთ, იმავე ლიგაში ვიასპარეზეთ და პირველობა არავის დავუთმეთ. 2010 წელს კი უკვე გუნდები ორივე ჭაბუკთა ლიგაში გვყავდა. A და B ლიგაში ორივე გუნდმა ფინალში გააღწია, თუმცა ორივე დამარცხდა.

- პროფესიული გუნდის შექმნა რატომ გადაწყვიტეთ?

- ჭაბუკთა ლიგებში მიღწეულმა წარმატებებმა გვაფიქრებინა, რომ ცუდი არ იქნებოდა თუ ამ ასპარეზზეც მოვსინჯავდით ძალას. 2010 წელს გუნდი საქართველოს ჩემპიონატის მეორე ლიგაში ვათამაშეთ, ყველა მატჩი მოვიგეთ და პირველ ლიგაში გადავბარგდით. სადაც წლეულს პირველივე ცდაზე მეორე ადგილზე გავედით და უმაღლეს ლიგაში გადასასვლელ მატჩში "აკადემიას" ვძლიეთ. ფაქტიურად, ორ წელიწადში, ახალგაზრდა მორაგბეებით მოვიპოვეთ ელიტურ გუნდებთან თამაშის უფლება.

- როგორ ფიქრობთ, რა არის თქვენი გუნდის ასეთი სწრაფი წინსვლის მიზეზი?

- მიმაჩნია, რომ ამ წარმატების მიზეზი, კლუბის ყველა ხელმძღვანელის და მწვრთნელების თავდაუზოგავი შრომაა. აუცილებლად უნდა ვახსენო ის ადამიანები, ვინც დღე და ღამე ამ გუნდზე ზრუნვს. ესენია: გიგო გაგოშვილი, დავით გოცაძე, ირაკლი ხუციშვილი და კლუბის პრეზიდენტი სოსო მაისურაძე. სწორედ ამ ადამიანების და მწვრთნელების გარჯამ მოგვიტანა ეს წარმატება.

- ცხადია, ყოველივეს განხორციელება სპონსორების გარეშე არ მოხდებოდა.

- დიახ ასეა, 2008 წელს, როცა გუნდში მივედი ფარმაცევტული კომპანია "ჯიპისი" გვეხმარებოდა, წელიწადნახევარი გვერდში გვედგა. მერე როცა დაფინასება ვეღარ შეძლო ილიას უნივერსიტეტი გამოჩნდა, მათ იკისრეს პირველ ლიგაში მოასპარეზე გუნდის დაფინანსება და გუნდსაც იმიტომ დაერქვა "ილიაუნი-ჯიქი". ამ უნივერსიტეტის რექტორის გიგი თევზაძის დახმარებით გაგვიჩნდა შესაძლებლობა, რომ სავარჯიშო მოედანი გვექირავებინა, ფორმები შეგვეძინა, მორაგბეებს ხელფასსაც ვუხდიდით. ყოველივე ამის შედეგი კი ისაა, რომ მომავალ წელს უმაღლეს ლიგაში ვიასპარეზებთ.

- სავარჯიშო მოედანი ვიქირავეთო თქვით, საინტერესოა როგორია კლუბის ინფრასტრუქტურა. სად ვარჯიშობენ ბავშვები და მოზარდთა გუნდები?

- ნუცუბუძის 77-ში ღვთისნიერმა ხალხმა თავის კუთვნილი ტერიტორია დროებით დაგვითმო. არასტანდარტული მოედანი გამოგვივიდა, სიგრძეც და სიგანეც ორმოცდაათი მეტრია. იქვე შენობაში ოთახი ავიღეთ და გასახდელები მოვაწყვეთ. წყალი და საშხაპეები არ გვაქვს. აი ასეთ პირობებში ვავარჯიშებდით ბავშვებსაც და პირველი ლიგის გუნდსაც.

- საქართველოს 18 და 19-წლამდელთა ნაკრებები ამჟამად რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში წარმატებულად ასპარეზობენ. ამ ნაკრებებში თუ ჰყავს წარმომადგენლები "ჯიქებს"?

- ჩვენი მორაგბეები თითქმის ყველა ასკობრივ ნაკრებებში თამაშობენ. საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებში ოთხი ჩვენი აღზრდილი ასპარეზობს: შოთა თევზაძე, ონისე მოგელაშვილი, ნიკა ამაშუკელი და მიხეილ მასხარაშვილი. 19-წლამდელთა შორის კი გურამ შენგელია ირიცხება. გვყავდა რამდენიმე მოთამაშე მივლენილი საფესტივალო, 15-წლამდელთა ნაკრებშიც.

- მომავალ წელს უმაღლეს ლიგაში მეტოქეები სერიოზული გეყოლებათ, თამაშიც საკმაოდ გაგირთულდებათ. იქ ღირსეულად სააპარეზოდ სათანადო პირობებია საჭირო. ალბათ, გუნდის ახალი მოთამაშეებით გაძლიერებაც აუცილებელი გახდება.

- უმაღლეს ლიგაში თამაში მართლაც ძალიან ძნელი იქნება. მომავალი წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული გვაქვს თანხა საიმისოდ, რომ უმაღლესი ლიგის და დუბლების გუნდისთვის "ავჭალის" ან "შევარდენის" სარაგბო სტადიონებზე ვიქირაოთ მოედანი სავარჯიშოდ. ეს, ცხადია, რაგბის კავშირის კეთილ ნებაზეც იქნება დამოკიდებული.

რაც შეეხება გუნდში ახალი მოთამაშეების გამოჩენას, გვინდა მინიმუმ ოთხი გამოცდილი მორაგბე დავიმატოთ. ორი შერკინებაში და ორიც უკანახაზში. ამასთან ვაპირებთ უკანახაზის მწვრთნელიც მოვიწვიოთ, რომლის დახმარებითაც შერკინებისა და უკანა ხაზის თამაში უფრო დაბალანსებული გახდება.

ეს ყოველივე აუცილებელია, რადგან ახალგაზრდა მოთამაშეები მთელი წლის განმავლობაში უბრალოდ ფიზიკურად ვერ გაძლებენ. ასე რომ, გეგმები სერიოზული გვაქვს, შედეგი კი ჩვენს გარჯაზე იქნება დამოკიდებული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• gogola

ერთი 97-98-იანები არიან სუსტები

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

"შავი ლომი" | 30-ივე მორაგბით სეზონის პირველ მატჩში

ილია ზედგინიძე ქართულ რაგბში დაბრუნდა

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა

დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!