ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

გიორგი ლორია: "დილა" არაფერ შუაშია, მოედანი არ ვარგოდა!

გიორგი ლორია: "დილა" არაფერ შუაშია, მოედანი არ ვარგოდა!

თბილისის "დინამოს" გოლკიპერმა საქართველოში სტადიონების მდგომარეობაზე წუხილი გამოთქვა
საქართველოს თასის მერვედფინალურ შეხვედრებში მთავარი სენსაცია გორში დაფიქსირდა. თბილისურ მატჩში 2:2-ის შემდეგ "ქართლზე" გამართულ განმეორებით შეხვედრაში "დილა" თბილისის "დინამოს" უგოლო ფრით გაეყარა და ქვეყნის ყველაზე ტიტულიანი კლუბი მეოთხედფინალის მიღმა დატოვა.

შედეგით უკმაყოფილო "დინამოს" 25 წლის მეკარემ გიორგი ლორიამ მატჩის შემდეგ "საზოგადოებრივ მაუწყებელთან" ემოციური კომენტარი გააკეთა.

"(წაგების) მიზეზი ის არის, ძლიერი გუნდი ეთამაშებოდა დაბალი კლასის გუნდს, რომელიც ყანაში თამაშობს და გამოვიდა, რომ ყანაბურთში, ჩხუბში მოგვიგეს. ჩვენი ფეხბურთი ვერ ვითამაშეთ იმის გამო, რომ მინდორი არ ვარგოდა და მაქსიმალური შესაძლებლობები ვერ გამოვავლინეთ. თორემ, ჩემი აზრით, ნორმალურ მოედანზე ყველაფერი ჩვენს სასარგებლოდ დამთავრდებოდა," - თქვა ლორიამ.

საქართველოს ნაკრების მეკარის ამ კომენტარმა გორელები გაანაწყენა, თუმცა ლორიამ "ლელოს" განუცხადა, რომ გორელების შეურაცხყოფა არც უფიქრია:

- "დილასა" და მისი ფეხბურთელების შეურაცხყოფა აზრადაც არ მქონია. იქ ჩემი ძმაკაცები თამაშობდნენ და ასეც რომ არ იყოს, ელემენტარული კოლეგიალობის ამბავია, მეტოქეს პატივისცემით უნდა მოექცე.

ცხელ გულზე იმ სატკივარზე ვილაპარაკე, რომელიც მხოლოდ მე არ მაწუხებს - ასეთ სტადიონსა და მოედანზე თამაში არ შეიძლება! ვთქვი და ვიმეორებ, "ქართლზე" ყანაბურთი ვითამაშეთ და "დინამომ" მისთვის ჩვეულად ბურთის გაგორება ვერ მოახერხა. ამით წაგების გამართლებას არ ვაპირებ, მაგრამ მხოლოდ მე აღმოვაჩინე, რომ ამ სტადიონზე მოედანი და გასახდელები არ ვარგა? ან ვინ შემედავება, რომ "დინამო" "დილაზე" ძლიერი გუნდია? ეს შეურაცხყოფა კი არა, ფაქტია.

ბოლო დროს გაუმჯობესდა მოედნების მდგომარეობა, ქუთაისში, ზესტაფონში, "ბასაზე" და "მიხეილ მესხზე" თამაში ერთი სიამოვნებაა.

"დინამოს" ბაზაზე და ეროვნულ სტადიონზეც ძალიან კარგი საფარი დააგეს. ყველგან ასეთი მოედნები რომ იყოს, ბევრად უკეთესი ჩემპიონატი გვექნებოდა, რადგან სამი-ოთხი შეხების ნაცვლად ბურთს ერთი შეხებით გადააწოდებ და თამაშის ტემპი აუცილებლად მოიმატებს, რაც საბოლოოდ ჩემპიონატის ხარისხზე აისახება.

მაგრამ მხოლოდ მოედნების მოვლა არ კმარა, სტადიონებსაც უნდა მიეხედოს, რათა გასახდელებიდან დაწყებული, ტრიბუნებით დასრულებული, ყველაფერი კოხტა და კომფორტული იყოს.

განახლებული "მიხეილ მესხი" გაიხსენეთ - გასახდელიდან მოედნამდე გასასვლელი შეცვალეს და მესერი აიღეს, თითქოს უმნიშვნელო დეტალია, მაგრამ ამით სტადიონს იერი ისე სასიკეთოდ შეეცვალა, ფეხბურთელს თამაში უხარია, გულშემატკივარს - ასეთ არენაზე მოსვლა და ქომაგობა. ალბათ, თქვენც, ჟურნალისტები თამაშის მიმოხილვებს მეტი ხალისით დაწერთ."

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• უძლევი

ლორია, კარგი ფეხბურთელია მარა ასეთი იაფი არგუმენტები არადამაჯერებელია მისგან. დინამოს პრობლემები აქვს და ცუდი მინდორი და გასახდელი ყველაზე ბოლოა ამ პრობლემებში. დინამომ ზევიდან არ უნდა უყუროს სხვა გუნდებს და თამაშზე გააკეთოს კონცენტრაცია სჯობს. საქართველოში კიდევ დიდხანს მოგიწევს ყანებში თამაში და შენი ლოგიკით დღევანდელი დინამო ყანებში ვერასდროს ვერ ანახებს შედეგს! დაბრუნდით დედამიწაზე დინამოელებო! :)

• ika

მაშინ რისთვისღა ატარებენ თასის გათამაშებას პირდაპირ დინამო გახდეს ჩემპიონი ხო ფაქტია რო ყველაზე ძლიერია? კარგი მოედნიდან არ იყო ცაუნიამ რო დაგირტყა ჯარიმა?:D

• GIA

გიორგი, გასაგების მოედანი არ ვარგოდა, მაგრამ ეს მინდორი მარტო დინამოსთვის არ ვარგოდა? თბილისშიც უვარგისი მინდორი იყო რომ ვერ მოიგეთ თამაშიი? ასეთი არგუმენტი რბილად რომ ვთქვათ სასაცილოა. მე ვერც კი ვიხსენებ დინამო 1/8 ფინალიდან გამოვარდნილიყოს თასის გათამაშებიდან. პრობლემა სხვა რამეშია და ჯობია ამას მიხედოთ სანამ ჩემპიონატიდანაც არ გავარდნილხართ.

• ლეო ძია

თავის თავზე დიდი წარმოდგენები რომ აქვთ და ზედმეტად აფასებენ საკუთარ შესაძლებლობებს, მეტოქეებს სათანადოდ არ აფასებენ და ჰგონიათ რომ ცალი ფეხით დაამარცხებენ ამიტომაც ვერ აღწევს იმ წარმატებას რომელიც უნდა დინამო. დილა თუ არაფერ შუაშია პირველ მატჩშიც ცუდი საფარი იყო დილასთვის საერთოდ არაფრით არ უჯობნიათ? დააფასეთ დინამოელებო მეტოქეები! სახელები, გვარები და ფული არ იგებს თამაშებს, თამაშს იგებს თამაში! ვოტ!

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...

VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...

VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა