ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

"დინამოში" ორ ენაზე ერთზე ფიქრობენ: რა იქნება თუ...

"დინამოში" ორ ენაზე ერთზე ფიქრობენ: რა იქნება თუ...

არავინ იცის, კლუბის მეპატრონის "ნდობის მანდატი" გარსიას და მისი თანამემამულეებისადმი სადამდე გაგრძელდება

საქართველოს თასის საპასუხო მერვედფინალურ მატჩებს უსენსაციოდ არ ჩაუვლია - ტურნირს გამოეთიშა ამ გათამაშების ერთ-ერთი რეალური ფავორიტი თბილისის "დინამო"! ეს კი იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ყველაზე ტიტულიანი კლუბი "დუბლს" ვერც ამ სეზონში შეასრულებს.

უსიამოვნო პარალელი

საერთოდ კი, ერთ სეზონში ორივე ტიტული (ჩემპიონობა, თასი) "დინამომ" რვა წლის წინ მოიპოვა, როცა გუნდს ხორვატი სპეციალისტი ივო შუშაკი წვრთნიდა. თუმცა, რომელ "დუბლზეა" ლაპარაკი, როცა "დინამო", შესაძლოა, საერთოდ უტიტულოდ დარჩეს: მართალია, ჯერ ჩემპიონატის პირველი ეტაპი არ დამთავრებულა და პირველ ადგილზე მყოფ "ზესტაფონთან" ჩამორჩენა მხოლოდ და მხოლოდ ერთი ქულაა, მაგრამ დინამოელთა არასტაბილური და, რაც მთავარია, არადამაჯერებელი ასპარეზობა გუნდის ერთგულ ქომაგებს, ცოტა არ იყოს, პესიმისტურ განწყობაზეც ამყოფებს.

თანაც, ნუ დაგვავიწყდება, რომ ამ ჩემპიონატის ახლებური და "ნოვატორული" ფორმატიდან გამომდინარე, "დინამო" დღესდღეობით 9 ქულით ჩამორჩება "ზესტაფონს". ოღონდ, ადრეც არაერთხელ აღვნიშნეთ და კვლავაც გავიმეორებთ, რომ ამ "მეორე ცხრილში" (სადაც პირველ-მერვე ადგილებზე მყოფ გუნდებს ერთმანეთში მოგროვილი ქულები გადაყვებათ) ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს. თუმცა, ის კი ნაღდია, რომ "დინამოს" სამომავლოდ მართლაც ძვირად დაუჯდება "ტორპედოსთან", "მეტალურგთან" და "ბაიასთან" წაგებები თუ "ზესტაფონთან" საშინაო ფრე; ანუ, იმ გუნდებთან ნაჩვენებ არასახარბიელო შედეგს ვგულისხმობთ, რომლებიც პირველი ეტაპის შემდეგ საუკეთესო რვა გუნდში მოხვედრა, ფაქტობრივად გარანტირებული აქვთ.

ისე, არცთუ "ლამაზი სურათიც იხატება": სეზონის დაწყებამდე ერთ-ერთ (ლამის, ერთადერთ) უმთავრეს ფავორიტად შერაცხული გუნდი თასის გათამაშებას მეტისმეტად ნაადრევ ეტაპზე ეთიშება და ჩემპიონატში ვერც ერთი კონკურენტის დამარცხებასაც ვერ ახერხებს! აქედან გამომდინარე, კი, ალბათ, იმის თქმაც შეიძლება, რომ ჩვენს ყველაზე ტიტულიან კლუბს და ნებისმერი სეზონის დაწყების წინ "მარადიულ ფავორიტად" მიჩნეულ გუნდს კრიზისი აქვს! არ დაგვავიწყდეს ის გარემოებაც, რომ გუნდის სამწვრთნელო შტაბსა თუ მოთამაშეებს არასაფეხბურთო თემებზე საწუწუნო არაფერი უნდა ჰქონდეთ: სეზონის დაწყების წინ გავლილი უცხოური შეკრებით, მართლაც შესაშური მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, დროული და სოლიდური ხელფას-პრემიებითა თუ კიდევ მრავალი სხვა "ნიუანსით" საქართველოში ბევრი კი არა, ალბათ, ვერც ერთი გუნდი ვერ მოიწონებს თავს.

აღარაფერს ვამბობთ კლუბის "უცხოურ დესანტზე": სეზონის დაწყების წინ "დინამოს" მთავარ მწვრთნელად "ბარსელონას" საფეხბურთო აკადემიაში ნამუშევარი ალექს გარსია დაინიშნა, რომლის რეკომენდაციითაც საქართველოში თანამემამულე მწვრთნელებიც (ერთი-ფიზმომზადების სპეციალისტი, მეორე-ბავშვთა აკადემიაში) ჩამოვიდნენ და ოთხი ფეხბურთელიც. ამ ოთხეულიდან სამი (ალვარო, კოტო, იაგუე) თუ მეტ-ნაკლებად უცნობი იყო ქართველი გულშემატკივარისათვის, აი, ჩისკოს კი "ზედმეტი" წარდგენა არ სჭირდებოდა და "ვალენსიას" ყოფილ ვარსკვლავს "დინამოს" უპირობო ლიდერობასაც სავსებით ლოგიკურად უწინასწარმეტყველებდნენ.

ნდობის მანდატი: როდემდე?

რამდენიმე წლის წინათ იყო, ჩვენი კოლეგის და მეგობრის კოტე გოგიშვილის "გემრიელი ფრაზა" (როგორც სჩვევია) რომ წავიკითხე: უცხოური საუცხოოს ყოველთვის არ ნიშნავსო; ძნელია ამ სიტყვებში არ დაეთანხმო, მით უფრო, რახან "დინამოზე" ვსაუბრობთ, აქ ხომ არაერთი უცხოელი მწვრთნელი თუ ფეხბურთელიც გვინახავს, ჩვნებურებს ვერაფრით რომ ჯობდნენ.

შორს ვართ იმ აზრისგან, რომ "დინამოს" თასიდან გამოვარდნა თუ ჩემპიონატში არცთუ შთამბეჭდავი ასპარეზობა, მხოლოდ და მხოლოდ ესპანელი მწვრთნელის თუ მისი თანამემამულე ფეხბურთელების ბრალია; ბოლოს და ბოლოს, ჩემპიონატის სტატისტიკას თუ გადავხედავთ, მეტოქეთა კარში გატანილი 25 გოლიდან ნახევარზე მეტი (16) ხომ სწორედ ესპანელების ანგარიშზეა: ჩისკო 8 ბურთით ბომბარდირობას იყოფს, ალვარომ 4 ბურთი გაიტანა, კოტომ - 3, იაგუემ - 1; ნურც ევროტურნირები დაგვავიწყდება - ესპანელებს დაახლოებით იგივე პროცენტული მაჩვენებელი ჰქონდათ და საერთოდაც, ამ ზაფხულს "დინამოს" ასპარეზობას მხოლოდ და მხოლოდ წარმატებული უნდა ვუწოდოთ: შვიდწლიანი პაუზის მერე გუნდმა პირველად შეძლო ევროტურნირებზე სამი ეტაპის გავლა და ერთი ნაბიჯიღა დააკლდა ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად.

არც ის იყო პატარა ამბავი, რომ ამ წარმატებას, ფაქტიურად, ახლადშექმნილმა გუნდმა მიაღწია: ალექს გარსია საქართველოში ხომ ივნისის დასაწყისში ჩამოვიდა და უკვე ერთ თვეში გუნდს ოფიციალური მატჩები ელოდა; ისიც გვიხაროდა, რომ "დინამო" საკმაოდ შედეგიანად თამაშობდა და შინ თუ გარეთ მეტოქეებს სოლიდურზე-სოლიდური ანგარიშებითაც (3:1, 4:1, 5:I) ამარცხებდა; თუმცა. ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ მეტოქეებშიც, ასე თუ ისე, გვიმართლებდა: მოლდოვური "მილსამიც", უელსური "ლანელიც" და ისლანდიური "რეიკიავიკიც" ნამდვილად არ განეკუთვნებოდნენ "უძლეველთა კატეგორიას"; გულახდილად რომ ვთქვათ, ბერძნული აეკ-იდანაც, როგორც იტყვიან, სახელიღა იყო დარჩენილი, - მით უფრო, რომ იმ დროისათვის ამ გუნდის ფეხბურთელთა აშკარად თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა არაოპტიმალურ კონდიციებში იმყოფებოდა (ახალ სეზონში პირველი ოფიციალური მატჩი სწორედ "დინამოსთან" ჩაატარეს) და პლუს, კლუბში (და საერთოდ, ბერძნულ ფეხბურთში) არსებული მწვავე ფინანსური კრიზისიც ჩვენს წისქვილზე ასხამდა წყალს.

სამწუხაროდ, აეკ-ის ძლევა ვერ მოხერხდა, მაგრამ ამის გამო "დინამოზე" ენა ვის მოუბრუნდებოდა, - უფრო პირიქით იყო, რის დასტურადაც ეროვნულ სტადიონზე 500 000 გულშემატკივრის მოსვლაც გამოდგებოდა! თანაც, კიდევ ვიმეორებთ, რომ ლაპარაკია მართლაც ახლადშექმნილ (გნებავთ, ახლადდაკომპლექტებულ) გუნდზე, ახალი ტაქტიური განლაგებით (4-3-3), ახალი მწვრთნელითა და ახალი ფეხბურთელებიც; ჰოდა, ევროტურნირებზე მთლიანობაში მაინც ღირსეული და, საერთო ჯამში, მაინც წარმატებული ასპარეზობიდან გამომდინარე, ლოგიკურიც იყო გვეფიქრა ჩვენც თუ გუნდის ერთგულ ქომაგებს, რომ საქართველოს ჩემპიონატში თუ თასზე "დინამო" უპრობლემოდ მიაღწევდა მიზანს. ამ "მიზანში" კი, რაღა თქმა უნდა, მხოლოდ და მხოლოდ, ერთადერთი რამ იგულისხმებოდა: ქართულ ფეხბურთში დაკარგული პოზიციების დაბრუნება!

ჰო, სხვა გუნდებისთვის, შესაძლოა, მართლაც წარმატება ყოფილიყო ბოლო სამ წელიწადში ზედიზედ სამჯერ მეორე ადგილზე გასვლა, მაგრამ "დინამოსთვის" ეს შედეგი მხოლოდ და მხოლოდ წარუმატებლობა იყო. ოღონდ, არ დაგვავიწყდეს, რომ 2008-10 წლების და დღევანდელი "დინამოს" ფინანსური (და არა მარტო) მდგომარეობა, როგორც ცა და დედამიწა ისე განსხვავდებოდა, - ამჟამად სიტუაცია ბევრად კი არა, შთამბეჭდავად უკეთესია. თუმცა, რად გინდა - საქართველოს თასის 21-წლიან ისტორიაში მესამედ მოხდა, როცა ამ გათამაშების აბსოლუტური რეკორდსმენი, თასის ცხრაგზის მფლობელი გუნდი ტურნირს მერვედფინალში გამოეთიშა! თანაც, "დინამო" არც რომელიმე ფავორიტთან (ვთქვათ "ზესტაფონთან", "ტორპედოსთან" , "მეტალურგთან") დამარცხებულა და არც ერთმატჩიან დრამატულ დაპირისპირებაში (ვთქვათ, დამატებით დროში, ან - პენალტების სერიაში) წაუგია; უბრალოდ, ორრაუნდიან პაექრობაში ვერც ერთი შეხვედრა ვერ მოუგო გორის "დილას" (შინ - 2:2, სტუმრად - 0:0) და "დინამოს" მწვრთნელ-ფეხბურთელებს ახლა მთელი ყურადღება მხოლოდ ჩემპიონატისკენ ექნებათ.

გასაგებია, რომ გორის "ქართლის" სტადიონის მოედნის საფარი ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს (იქ, საერთოდ, ოფიციალური მატჩების ჩატარებაც არ შეიძლება!), მაგრამ ყოველივე ეს გასამართლებელ საბუთად მაინც არ მიგვაჩნია. ისე, როგორც "დროისა თუ ადაპტაციის ფაქტორი", - "დინამოს" ესპანელმა თავკაცმა უკვე არაერთხელ ახსენა (მათ შორის, ჩვენთან ინტერვიუშიც), რომ ამა თუ იმ ფეხბურთელს, მხოლოდ და მხოლოდ, "დრო სჭირდება საკუთარი შესაძლებლობების სრულად გამოვლენაში";

შესაძლოა, ასეც არის, მაგრამ თასის გათმაშებას მერვედფინალში რომ გამოეთიშები და უშუალო კონკურენტებთან ვერც ერთ მატჩს რომ ვერ მოიგებ, ამ შემთხვევაში "დრო" ვის სასარგებლოდ არის "ჩართული"? იმასაც ვხვდებით, გარსიაც და მისი თანამემულე ფეხბურთელები გარკვეული კი არა, უკვე "საჯაროდ გაჟღერებული" ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ რომ იმყოფებიან: ბოლოს და ბოლოს, არავინ იცის, კლუბის მეპატრონის (გუნდს წარმატებული ასპარეზობისათვის ყველა პირობა რომ შეუქმნა) "ნდობის მანდატი" სადამდე გაგრძელდება.

P.S. სამ დღეში "დინამოს" არცთუ იოლი მატჩი ელოდება ბოლო წლების უპრინციპულეს მეტოქე "ვიტ ჯორჯიასთან". შემდეგ კი ორი ისეთი შეხვედრაც უნდა იყოს ("ტორპედოსთან" "ზესტაფონთან"), სატურნირო თვალსაზრისითაც რომ უმნიშვნელოვანესი იქნება და, ალბათ, "დინამოს" ესპანელი თავკაცისთვისაც.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• დაფიქრებული

ჩემი მეგობრის სიტყვები გამხსენდა ევროტურნირების კვალიფიკაციის დროს: ზესტაფონის თამაში რომ ვნახე სტადიონზე გუნდი თამაშობდა და არა უბნის ნიჭიერი ადამიანებიო. გუნდი უნდა შეიკრას და არა ჩისკოს და ლორიას იმედად მყოფი 9 კაცი. მუჯირი არ უნდა გაეშვათ, ასეთო დონის ქართველი ფეხბურთელი რომ გყავს უნდა გაუფრთხილდე. თორემ ვერც სხვას დაიბრუნებ, ვითომ რომ იძახიან ვცდილობთო. რა ჰქონდა მუჯირს დასაწუნი. ჩისკოზე ვერაფერს ვიტყვი და დანარჩენ 3 ესპანელს ათი თავით სჯობს. ქართველებიც ვერ ბრწყინავენ, თუმცა ტაქტიკასაც უნდა შეჩვევა. ჯერ კიდევ ევროტურნირების შემდეგ შევშინდი - ჩემპიონატში უმოტივაციონი იქნებიან 50 000 კაცის მაგივრად 1000 იც რომ არ მივა-თქო

• zviadi

სტატიის ავტორს ჟურნალისტობა რომ ესწავლა კარგი იქნებოდა. აქ დინამო არაფერ შუაშია უბრალოდ ჩემპიონატის დონემ და გუნდების ამბიციამ მოიმატა. აბა ის იყო კარგი 9 ჯერ რომ გახდა დინამო თასის მფლობელი? ტუხაშვილო იმ დროს მისტირი? თქვე ძალათ ჟურნალისტებო!

• irakli

მაგარი სირცხვილია დინამოსი 8/1 გამოვარდნა,სამარცხვინოაააააააა

• dato

ან მოიგებს სამივე თამაშს ვიტ ჯორჯიასთან ზესტაფონთან და ტორპედოსთან თუ ვერ მოიგო ნამდვილად გასაგდებია არანაირი შედეგი და არც ლამაზ ფეხბურთს არ აჩვენებს დინამო

OPTA-ს სუპერკომპიუტერმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტები დაასახელა

რას ვნახავთ დეკემბერში - პსჟ-ს მატჩები და თბილისის "დინამო" ახალგაზრდულ ლიგაზე

"ვინისიუსის მსგავსი ფეხბურთელი არ უნდა გააბრაზო" - პერესმა ალონსო გააფრთხილა

"ახლა გუნდებს სჯერათ, რომ ჩვენთან დადებითი შედეგის მიღწევა შეუძლიათ" - სლოტმა "სანდერლენდთან" მატჩი შეაფასა

კიტეიშვილის "შტურმი" სახლში დამარცხდა და ვერ გალიდერდა

ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს

[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა

პირველად "ბარსელონას" ისტორიაში - ლევანდოვსკიმ ანტი-რეკორდი დაამყარა

[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ

[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ

სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან

"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს

[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო

20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"

"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს

"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა

მამის ნაკვალევზე - ისაგო სილვამ "ჩელსისთან" კონტრაქტი გააფორმა

"შეცდომებს დაუშვებს - დრო მიეცით" - ზაბარნიზე კომენტარი საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა გააკეთა

იტალიაში საუკეთესოები აღიარეს - მაკტომინეი, "ნაპოლი", კონტე

რაფინიას პრემიერ ლიგაში უხმობენ - "ბარსელონას" ფინანსური პრობლემების გამო შესაძლოა, ფეხბურთელის დათმობა მოუწიოს

"ბრენტფორდს" კიდევ ერთ ფორვარდს გამოსტაცებენ? - 50-მილიონიანი ტრანსფერი დაიგეგმა

"ბაიერნის" პრეზიდენტმა ჰარი კეინის მომავალზე ისაუბრა

დიდი დაბრუნება სამწვრთნელო პოსტზე "რეალში"? - ალონსოს მუშაობა შესაძლოა, ძალიან მოკლევადიანი აღმოჩნდეს