გიორგი დევდარიანმა 19-წლამდელთა ნაკრების შეკრებაზე პოლონურ "იაგელონიას" ნახევარმცველსაც უხმო
გიორგი დევდარიანმა საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების შეკრებაზე გამოიძახა მერაბ გიგაური, რომელსაც უკვე უთამაშია 17 და 19-წლამდელთა ნაკრებებში. 18 წლის საყრდენი ნახევარმცველი ქუთაისის "ტორპედომ" ზაფხულში პოლონეთის ექსტრაკლასის ბიავისტოკის "იაგელონიაში" ნახევარწლიანი იჯარით და ტრანსფერის გამოსყიდვის უფლებით გაუშვა.

"ამ ახალგაზრდას თავის ქვეყანაში ნიჭიერი ფეხბურთელის რეპუტაცია აქვს. ფიზიკურად კარგად არის მომზადებული და გასული სეზონი მთავარ გუნდში მაღალ დონეზე ჩაატარა", - თქვა "იაგელონიას" მთავარმა მწვრთნელმა ჩესლავ მიშნიევიჩმა კონტრაქტის გაფორმების შემდეგ.

მერაბ გიგაური მას შემდეგ პირველად ჩამოვიდა საქართველოში.

- პოლონეთის უმაღლესი ლიგის გუნდში მოხვედრა შენი ასაკის ქართველისთვის წინგადადგმული ნაბიჯია.

- "იაგელონიაში" მოხვედრა ჩემთვის მართლაც მშვენიერი შანსია საიმისოდ, კარიერა რომ ავიწყო. გუნდში ყველაფერი მომწონს, კარგი ფეხბურთელები გვყავს, მწვრთნელი მენდობა, მოსამზადებელ და სავარჯიშო პირობებზე აღარაფერს ვამბობს.

- თუმცა ჯერ ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდები.

- 18-კაციან განაცხადში ხშირად ვარ, თუმცა ჯერ მხოლოდ ერთი შეხვედრა ჩავატარე, დუბლებში კი მუდმივი სათამაშო პრაქტიკა მაქვს. მთავარმა მწვრთნელმა რამდენჯერმე მითხრა, რომ ძირითადში მალე დამაწინაურებს. თამაშის გარდა არის სხვა ფაქტორებიც, რითაც კლუბს აფასებ - ამ მხრივაც კმაყოფილი ვარ. პოლონელებმა ძალიან თბილად და მეგობრულად მიმიღეს. უცხო ქვეყანაში, ახალ გარემოში ამას დიდი მნიშვნელობა აქვს.

- ენის პრობლემა არ გაბრკოლებს?

- პოლონურს უკვე ვსწავლობ და თანდათან თითქმის ყველაფერი მესმის.

- ისე, ზოგი ჭირი მართლა მარგებელია, "ტორპედოს" შემადგენლობაში ვერ ხვდებოდი და პოლონეთის უმაღლესი ლიგის გუნდში ჩაირიცხე.

- "ტორპედომ" ძალიან კარგი საქმე გამიკეთა. ვერ ვიტყვი, რომ გუნდის ხელმძღვანელობა არ მენდობოდა, ყველა მწვრთნელი ერთი შეხედულებისა ვერ იქნება, მაგრამ ნდობა რომ არ ჰქონოდათ, პოლონეთში კი არ გამიშვებდნენ, გუნდიდან დამითხოვდნენ.

- "იაგელონია" შენი კონტრაქტის გამოსყიდვას თუ აპირებს?

- ჯერ ვერაფერს გეტყვით, მაგრამ, ვატყობ, მწვრთნელს მოვწონვარ და ეს მაიმედებს.

- პოლონეთის ჩემპიონატზე რას იტყვი?

- ცხადია, პოლონური ლიგა პრიმერადივიზიონის რანგისა არ არის, მაგრამ საქართველოდან წასული მოთამაშისთვის საკმაოდ მაღალი დონის ჩემპიონატია. წვრილმანით დაწყებული და მსხვილმანით დამთავრებული, ყველაფერი მოწესრიგებულია - ლამაზი და კარგად მოვლილი სტადიონები, ხალიჩასავით მოედნები, სავსე ტრიბუნები და ძალიან კარგი სავარჯიშო პირობები. პოლონეთში ისეთი გარემო დამხვდა, რაზეც ფეხბურთელი ოცნებობს. თუ არ იზარმაცებ, აუცილებლად გაიზრდები.

პროგრესს მეც ვგრძნობ. ფიზიკურად აშკარად მოვუმატე, ამ საქმეში ხომ პოლონელებს ძლიერი სპეციალისტები ჰყავთ.

- პოლონეთის ჩემპიონატზეც გვითხარი.

- სწრაფ ფეხბურთს თამაშობენ. ეს მათი სტილია, ყველაფერი უნდა გააკეთო ტემპში, მოძრაობაში, გაჩერების, წამიერი მოდუნების უფლებას არავინ მოგცემს. თანაც, ძალისმიერ სტილს მისდევენ. სუსტად ისედაც არ ვგრძნობდი თავს, საკმაოდ კარგ ჯანზე ვიყავი, მაგრამ იქ საგრძნობლად მოვუმატე გამძლეობაშიც, ათლეტიზმშიც, სისწრაფეში და თეორიულადაც ბევრი ვისწავლე.

- 11 ნოემბერს თურქეთში 19-წლამდელების შესარჩევი ტურნირი დაიწყება. შენი აზრით, საქართველოს გასვლის შანსი აქვს?

- გიორგი დევდარიანმა უკვე დაამტკიცა, რომ ძლიერი მწვრთნელია და გუნდის კარგად მომზადება შეუძლია. თურქეთში "ვიტესიდან" გიორგი ჭანტურია და ვაკო ყაზაიშვილი დაგვემატებიან და გუნდს კიდევ უფრო გააძლიერებენ. ჩენი მიზანი ელიტრაუნდში გასვლაა და დიდი იმედიც გვაქვს, რომ ამას შევძლებთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე