"ზესტაფონის" 25 წლის ნახევარმცველი ბოლო ტურში ქუთაისის "ტორპედოსთან" შეხვედრაზე საუბრობს
შოთა გრიგალაშვილი "ზესტაფონში" 2009 წელს გადავიდა უმაღლესი ლიგიდან გავარდნილი "მესხეთიდან", იმერული კლუბის მაისურით უკვე 100-ზე მეტი შეხვედრა ჩაატარა და შედეგიანობითაც გამოირჩევა. 25 წლის ნახევარმცველი ზესტაფონელთა შეტევებს საკმაოდ ამწვავებს.

ის აქტიური იყო ბოლო ტურში "ტორპედოს" წინააღმდეგაც, თუმცა ყოფილი მწვრთნელის კლუბთან მაინც დამარცხდა.

- "ტორპედოსთან" მარცხის შემდეგ სატურნირო მდგომარეობა უფრო მეტად დაიძაბა. რისი წყალობით გაჯობათ მეტოქემ და, შენი აზრით, გაჯობათ თუ არა საერთოდ?

- გვაჯობეს იმით, რომ ქუთაისელებმა გატანა მოახერხეს, ჩვენ კი - ვერა. მთლიანობაში ძალიან კარგი თამაში გამოვიდა.

- იმსახურებდით წაგებას?

- არა, წაგებას ნამდვილად არ ვიმსახურებდით.

- თამაშისას რამდენიმე საეჭვო ეპიზოდი იყო, როცა ფეხბურთელებიც და გულშემატკივრებიც თერთმეტმეტრიანს ითხოვდნენ. იქონია თუ არა გავლენა მსაჯობამ მატჩის შედეგზე?

- შეცდომა ყველას მოსდის. ერთ ეპიზოდში პენალტი უნდა დანიშნულიყო. ორი საკამათო მომენტიდან ერთში თერთმეტმეტრიანის დაფიქსირება შეიძლებოდა. ხან დაინახავ ასეთ ეპიზოდებს, ხან ვერა. ჩვენ როცა გასატანი გვქონდა, მაშინ უნდა გაგვეტანა, თუმცა პენალტი რომ დანიშნულიყო, შესაძლოა, თამაში სხვანაირად წარმართულიყო და კიდევ გაგვეტანა.

- "ტორპედოს" მწვრთნელი ახლა გია გეგუჩაძეა, რომელიც სწორედ "ზესტაფონიდან" გადავიდა ქუთაისში. თამაშამდე ბევრი მითქმა-მოთქმა იყო, როგორ დახვდებიან ზესტაფონში გეგუჩაძესო. ამიტომაც მოულოდნელი იყო, რომ მოედანზე გამოსვლისას ზესტაფონელებმა ჯერ ყოფილი მწვრთნელი გადაკოცნეთ და შემდეგ მიესალმეთ გულშემატკივარს. ეს წინასწარ მოფიქრებული სცენა იყო თუ სპონტანურად მოხდა?

- ყველამ დავინახეთ, პატივს ვცემთ, მივედით, მივესალმეთ და წამოვედით, ამას რა დადგმა უნდა.

- თქვენი დამარცხება იმითაც ხომ არ იყო განპირობებული, რომ გეგუჩაძე "ზესტაფონს" ძალიან კარგად იცნობს?

- შესაძლოა, თუმცა მე მაინც ვფიქრობ, რომ მეტი შეგვეძლო. არ გაგვიმართლა კიდეც. უკლებლივ ყველამ დავაკელით რაღაც. მათ ჰქონდათ დავალება, სად რა ზონა დაეკეტათ და ვინ სად აეყვანათ, მაგრამ ისეთი ადგილებიც რჩებოდა, გამოყენება რომ შეგვეძლო, მომენტებიც შევქმენით, მაგრამ ვერ გავიტანეთ.

- გასაგებია, რომ გეგუჩაძე ძალიან კარგად იცნობს "ზესტაფონს", მაგრამ თუ იყო რაიმე სიახლე, რაც მას გააკვირვებდა?

- გეგუჩაძის წასვლის შემდეგ ისეთსავე ფეხბურთს ვთამაშობთ, როგორსაც მანამდე. გია ჭიაბრიშვილს და გია გეგუჩაძეს ერთნაირი საფეხბურთო გემოვნება აქვთ, ახალი არაფერი ყოფილა. შემტევი ფეხბურთი ვითამაშეთ.

- სეზონის ბოლოს კონტრაქტი გიმთავრდება, უკვე აქტუალურია ხმები შენს ტრანსფერთან დაკავშირებით. ამბობენ, რომ გეგუჩაძის ერთ-ერთ ფავორიტ ფეხბურთელს ახალი სეზონიდან "ტორპედოში" ვიხილავთ, ლაპარაკია "დინამოზეც".

- ახლა ვერაფერს გეტყვით. კლუბის პრეზიდენტთან წასვლაზე არ მილაპარაკია. კონტრაქტი მაისში კი მიმთავრდება, მაგრამ მოლაპარაკებები ექვსი თვით ადრე იწყება ხოლმე. პრეზიდენტის გარეშე ნაბიჯს არ გადავდგამ, ერთმანეთს პატივს ვცემთ, ამიტომ დავილაპარაკებთ, ერთ აზრზე დავდგებით და გადაწყვეტილებას, დავრჩები თუ წავალ გუნდიდან, ისე მივიღებ.

- ქუთაისში წასვლას გამორიცხავ?

- ყველაფერი შეიძლება მოხდეს, ახლა არ მინდა ამაზე ლაპარაკი.

- ბოლო რამდენიმე შეხვედრაა, თემურ ქეცბაია ნაკრებში გიძახებს. რამდენად გმატებს ეს სტიმულს და რას იტყოდი ნაკრების პერსპექტივაზე?

- ყოველთვის დიდი იმედით ვფიქრობ, რომ ჩვენს ნაკრებსაც ეშველება. კარგის იმედი უნდა გქონდეს, "ვაიმე დედა, არ გვეშველება"-ს ძახილით ვერაფერს შევძლებთ. ყველამ ჩვენი წვლილი უნდა შევიტანოთ წინსვლაში.

მადლობა ქეცბაიას, რომ მიწვევს. ვეცდები, ნდობა გავუმართლო. ამან დიდი სტიმული მომცა და შემომატრიალა არა მხოლოდ სპორტული თვალსაზრისით. მიხარია, რომ ბევრი ცუდი უკან დარჩა და სპორტული ცხოვრებით ვაგრძელებ ცხოვრებას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

vaja
შოთა კარგ ფორმაში ხარ და ბოლომდე ეგრე გააგრძელე, ნაკრებშიც სათანადოდ ასპარეზობ. გენაცვალე შენ, გეტყობა ხოლმე რომ ჯიგრით თამაშობ, ტექნიკაც გაქ და კარგი დარტყმაც. გვჭირდება შენნაირი ფეხბურთელები. წარმატებებს გისურვებ.
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
[VIDEO] "რამდენიმე ფეხბურთელს ვესაუბრებით" - "ტორპედოს" მწვრთნელმა შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა და შეკრება შეაფასა
თბილისის "დინამომ" ბოსნიელი მცველი დაიმატა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა