მოსკოვის "სპარტაკის" ქართველმა ნახევარმცველმა ტრავმის მოშუშების შემდეგ თავი დუბლშემადგენლობაში გამოიჩინა
საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის "სპარტაკის" ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ კოჭის ტრავმა მოიშუშა და თითქმის ორთვიანი შესვენების შემდეგ მოედანს დაუბრუნდა.

"სპარტაკის" მწვრთნელთა შტაბის გადაწყვეტილებით, 19 წლის ქართველი, სანამ სათანადო ფორმას აღიდგენდეს, დროებით მოსკოვური კლუბის დუბლშემადგენლობაში გაირჯება.

ჯანო "სპარტაკისა" და მოსკოვის "დინამოს" ახალგაზრდული გუნდების მატჩში 37-ე წუთიდან ჩაერთო, გოლი კი მე-60-ე წუთზე გაიტანა, რითაც ანგარიშში სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა. დინამოელებმა ერთი ბურთის გაქვითვა მატჩის მიწურულს შეძლეს.

შეგახსენებთ, რომ ჯანო ანანიძე თემურ ქეცბაიას სანაკრებო სიაშია, რომელიც 11 ნოემბერს მოლდოვის ეროვნულ გუნდთან გასამართი ამხანაგური მატჩისთვის შეკრებას რამდენიმე დღეში დაიწყებს.

მომზადებულია championat.com-ის მიხედვით

L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელ მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა