ლიგა 1. XIII ტურის წინ: "ბორდო" საბრძოლოდაა განწყობილი და პსჟ-ს სამი ქულისთვის სერიოზულად მოუწევს ბრძოლა
ერთი შეხედვით ვითომ არაფერ შუაშია, მაგრამ ტურის მიმოხილვაზე ლაპარაკი იმით უნდა დავიწყოთ, რომ შაბათს პარიზში მსოფლიოს 20 ყველაზე განვითარებული ქვეყნის ფინანსთა მინისტრი უნდა შეიკრიბოს, რათა გაჭიანურებულ მსოფლიო ფინანსურ კრიზისზე იმსჯელონ.

მსგავს თავყრილობებს, როგორც წესი, ანტიგლობალისტების საპროტესტო აქციები უძღვის ხოლმე წინ. საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ლიგა 1-ის სთხოვა, ანგარიში გაეწია ამ მოვლენისთვის და შაბათს დაგეგმილი მატჩები მეორე დღისთვის გადაედო. პროფესიული ფეხბურთის ლიგამ გაითვალისწინა სამართალდამცავთა ინტერესი და “ლილი”-“ევიანის” გარდა ყველა მატჩი მეორე დღისთვის გადადო. მოკლედ, ცოტა უცნაური ტურია.

“ბორდოსა” და “პარი სენ-ჟერმენის” მატჩის შემდეგ დედაქალაქურ გრანდს “მონპელიესთან” მინიმუმ 3-ქულიანი უპირატესობის შენარჩუნების ამბიცია აქვს და საამისოდ წლევანდელი სეზონის ერთ-ერთ იმედგაცრუება “ბორდოსთან” გასვლით შეხვედრაში გამარჯვება მართებს. ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ მის ამჟამინდელ უშუალო კონკურენტს არცთუ ყველაზე იოლი მატჩი ელის “სენტ ეტიენთან” და თანაც “ჟოფრუა გიშარზე”, შესაძლებელია ისეც მოხდეს, რომ ანტუან კომბუარეს გუნდმა უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდოს. ოღონდ აქ ერთი წინაპირობაა - “ბორდომ” წინა ტურში როგორც იქნა ის თამაში აჩვენა, რასაც მისგან სეზონის დაწყებიდან ელოდნენ.

ჟირონდელები შეიძლება ითქვას, საბრძოლოდ არიან განწყობილები და პსჟ-ს სამი ქულისთვის სერიოზულად მოუწევს ბრძოლა. დიახ, ჩემპიონატში ზედიზედ 6 მოგებული მატჩის მიუხედავად, სეზონის დასაწყისში ნაჩვენები ფეერიული მატჩების შემდეგ “ლურჯ-წითლებმა” სერიოზულად რომ მოუკლეს, ამას დიდი კამათი არ სჭირდება. თანაც “შაბან დელმა” დედაქალაქელებისთვის ტრადიციულად უხერხული არენა. 36 გასვლითი მატჩიდან მათ ანგარიშზე სულ 6 მოგებაა, აქედან მხოლოდ 1 უკანასკნელი 21 მატჩიდან. “ბორდომ” ბოლო 4 თამაში მოიგო, ბოლო პარიზელი სტუმარი, რომელმაც გოლის გატანა შეძლო პედრო პაულეტა იყო. ეს 2005 წელს მოხდა.

მოკლედ ისე გამოგვდის, რომ დედაქალაქელებს იმედი გადავუწურეთ, მაგრამ მხოლოდ სტატისტიკა რომ არაფერს წყვეტს, “პარი სენ-ჟერმენმა” “აიაჩოსაც” დაუმტკიცა, როცა სულ ცოტა ხნის წინ პირველად ისტორიაში გასვლითი მატჩი მოუგო. “ჩვენ კარგი ტემპი გვაქვს აკრეფილი და ძალიან გვინდა, მისი შენარჩუნება. ასევე გვსურს, რომ “პარკ დე პრენსი” აუღებელ ციხე სიმაგრედ ვაქციოთ და თავად ისედ გუნდად ჩამოვყალიბდეთ, რომლისაც მეტოქეებს შეეშინდებათ,” - განაცხადა გუნდის კაპიტანმა მამადუ სახომ.

თავის მხრივ “ბორდოს” ნამდვილად აქვს საფუძველი, რომ შიშით ელოდოს მრისხანე მეტოქეს. ფრანსის ჟიიოს გუნდი ჩემპიონატში ერთადერთია, ვისაც შინ ჩატარებულ მატჩებში ჯერ მოგება არ აქვს. 6 შეხვედრაში - 5 ფრე და წაგება. მასზე ნაკლები ქულა საკუთარ არენაზე მხოლოდ “აიაჩოს” აქვს აღებული. აი, “პარი სენ-ჟერმენი” კი გასვლაზე ყველაზე მრისხანედ გამოიყურება - 7-დან 6 მოგება.

ბორდოელები ბოლო ტურში გამარჯვების შემდეგ ცოტა უკეთეს განწყობაზე არიან-თქო, ზემოთ ვახსენეთ. მატჩის წინ ეს ფაქტორი შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს. “ვფიქრობ, გუნდი დამაკმაყოფილებლად თამაშობდა, რაც ჩვენი ბოლოდროინდელი გამოსვლების ფონზე ერთობ დამაიმედებელია, - განაცხადა ფრანსის ჟიიომ. - ვიცოდი, რომ თუ ამ შეხვედრას ვერ მოვიგებდით, შინ “პარი სენ-ჟერმენთან” გამკლავებაც გაგვიჭირდებოდა. ჩვენ გავაკეთეთ ის, რაც გვევალებოდა. გუნდს სუსტი წერტილები პრაქტიკულად არ უჩვენებია. ეს საშუალებას მოგვცემს სეზონის დარჩენილ ნაწილში თავი უფრო დამაჯერებლად ვიგრძნოთ”.

ლიგა 1. XIII ტური

დღეს:

ლილი-ევიანი 24:00

ხვალ:

ოსერი-ტულუზი 20:00

კანი-დიჟონი 20:00

ლორიანი-აიაჩო 20:00

მარსელი-ნიცა 20:00

ნანსი-ბრესტი 20:00

რენი-ვალანსიენი 20:00

სტ. ეტიენი-მონპელიე 20:00

სოშო-ლიონი 20:00

ბორდო-პსჟ 24:00

თ მ ფ წ ბ ქ

1. პსჟ 12 9 2 1 25-10 29

2. მონპელიე 12 8 2 2 27-15 26

3. ლილი 12 6 5 1 21-12 23

4. ლიონი 12 7 2 3 20-13 23

5. ტულუზი 12 6 4 2 13-10 22

6. რენი 12 6 3 3 21-15 21

7. ლორიანი 12 4 5 3 13-12 17

8. სტ. ეტიენი 12 4 4 4 11-15 16

9. მარსელი 12 3 6 3 15-14 15

10. კანი 12 4 3 5 17-19 15

11. სოშო 12 3 5 4 18-24 14

12. ბრესტი 12 1 9 2 12-12 12

13. ოსერი 12 2 6 4 17-18 12

14. ევიანი 12 2 6 4 14-17 12

15. ბორდო 12 2 6 4 14-18 12

16. ნიცა 12 2 5 5 12-12 11

17. დიჟონი 12 3 2 7 13-25 11

18. ვალანსიენი 12 2 4 6 12-13 10

19. ნანსი 12 1 5 6 8-15 8

20. აიაჩო 12 1 4 7 10-24 7

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"პსჟ-ის მიზანი ამ სეზონში სწორედ ესაა" - დემბელემ "ლივერპულთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა