მოსკოვში, ფედერაციის თასის ფინალს კირილენკო და კვიტოვა გახსნიან
ფედერაციის თასის ფინალის წინ სერიოზული დანაკლისი განიცადა რუსეთის ნაკრებმა. 5-6 ნოემბერს, მოსკოვში ჩეხეთის ნაკრების წინააღმდეგ ვერ ითამაშებს მსოფლიოს მეექვსე ნომერი ვერა ზვონარევა. მის ადგილს ნაკრებში ელენა ვესნინა დაიკავებს, რომელიც 57-ე ნომერია ქალ ჩოგბურთელთა ასოციაციის რეიტინგში და მე-10 პოზიციაზე იმყოფება წყვილების კლასიფიკაციაში.

ეს უკვე მეორე ცვლილებაა რუსების გუნდში - უფრო ადრე მასპინძლების დამრიგებელმა შამილ ტარპიშჩევმა ეკატერინა მაკაროვა მარია კირილენკოთი შეცვალა. საბოლოოდ, რუსების შემადგენლობა ფინალური მატჩისთვის ასე გამოიყურება: ანასტასია პავლიუჩენკოვა, სვეტლანა კუზნეცოვა, მარია კირილენკო და ელენა ვესნინა.

ჩეხეთის ნაკრებს ოპტიმალური შემადგენლობა ჰყავს. ამ გუნდს სათავეში უდგას მსოფლიოს მეორე ჩოგანი, ცოტა ხნის წინ წლის შემაჯამებელი ტურნირის ტრიუმფატორი პეტრა კვიტოვა. მისი თანაგუნდელები არიან: ლუსი საფაროვა, ლუსი ჰრადეცკა და კვეტა პეშკე.

რუსეთის ნაკრები ფედერაციის თასის ოთხგზის ჩემპიონია. მისი ბოლო ტრიუმფი 2008 წლით თარიღდება. რაც შეეხება ჩეხეთის ნაკრებს, ეს გუნდი პირველად თამაშობს ამ ტურნირის ფინალში.

გუშინ ფინალური მატჩის წილისყრა გარმართა და გაირკვა ჩოგბურთელთა კორტზე გასვლის განრიგი.

შაბათს, 14 საათზე პირველები დაიწყებენ ბრძოლას რუსების მეორე ნომერი მარია კირილენკო და ჩეხების ლიდერი პეტრა კვიტოვა. მათ შემდეგ სვეტლანა კუზნეცოვა და ლუსი საფაროვა გავლენ კორტზე.

კვირის პირველ მატჩში კუზნეცოვა კვიტოვას შეხვდება, მეორეში კირილენკო - საფაროვას. ბოლო მატჩში წყვილების დაპირისპირება შედგება. რუსების დუეტს ანასტასია პავლიუჩენკოვა და ელენა ვესნინა შეადგენენ, ჩეხებისა - ლუსი ჰრადეცკა და კვეტა პეშკე.

წესების თანახმად, გუნდების კაპიტნებს მატჩების დაწყებიდან ერთი საათით ადრე შეეძლებათ შემადგენლობაში ცვლილების შეტანა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე