ცურვა. მსოფლიოს თასი
სინგაპურში მსოფლიოს თასის ეტაპზე შედგა ლეგენდარული ავსტრალიელი მოცურავის იან ტორპის დიდ სპორტში დაბრუნება. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში თავის პირველ ოფიციალურ სტარტზე "ტორპედომ" მეშვიდე ადგილი დაიკავა.

სინგაპურის ეტაპისთვის დიდი ყურადღება შეიძლება არც მიგვექცია, რომ არა ერთი ადამიანი - იან ტორპი. სწორედ სინგაპურში გადაწყვიტა ხუთგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ცურვაში დაბრუნების შემდეგ პირველი სტარტის გამართვა.

ტორპი გასულ ათწლეულის პირველ ნახევარში საუკეთესო იყო თავისუფალი სტილით ცურვაში 200 და 400 მეტრ დისტანციებზე. მისი კარიერა კიდევ უფრო შთამბეჭდავი იქნებოდა, 23 წლის ასაკში ჯანმრთელობის პრობლემები რომ არ შექმნოდა. 2005 წელს მან გამოტოვა მსოფლიოს ჩემპიონატი, მომდევნო სეზონში დაბრუნება სცადა, მაგრამ ვერ შეძლო და 24 წლის ასაკში დაასრულა სპორტული კარიერა.

2011 წლის თებერვალში ტორპმა დიდ სპორტში დაბრუნების შესახებ სენსაციური განცხადება გააკეთა და მიზნად ლონდონის ოლიმპიადაზე მოხვედრა დაისახა. იანს 2012 წლის თამაშებზე 100 და 200 მეტრზე კროლში გამოსვლის იმედი აქვს, აგრეთვე უნდა ავსტრალიის ნაკრებს ესტაფეტებში დაეხმაროს. მაგრამ ეს მომავალის გეგმებია, სინგაპურში კი მან 100 მეტრი ბატერფლაი და 100 მეტრი კომპლექსი აირჩია.

გუშინ, ავსტრალიელი 100 მეტრი კომპლექსურის ფინალში გამოდიოდა, სადაც მეექვსე შედეგით შევიდა. იანისგან სასწაულს არავინ ელოდა, მით უმეტეს, რომ ეს არ იყო ის დისტანცია, სადაც ის პირველივე ცდაზე ბრწყინვალე შედეგს აჩვენებდა.

გაცურვამ დაგვანახა, რომ ტორპს ჯერ კიდევ ბევრი აქვს სამუშაო. ავსტრალიელმა 100 მეტრი 56,33 წამში გაცურა და მეშვიდე ადგილი დაიკავა. გამარჯვებულ სამხრეთაფრიკელ ჩად ლე კლოსთან მან სამ წამზე მეტი წააგო. მიუხედავად ამისა, ნანატრი დაბრუნება შედგა და შეგვიძლია მივულოცოთ ტორპსა და მის მრავალრიცხოვან გულშემატკივარს.

საერთოდ, ავსტრალიელებმა სინგაპურში მრავალრიცხოვანი გუნდი ჩაიყვანეს და სასტარტო ოქმებზე დაკვირვებისას ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ ეს იყო არა მსოფლიოს თასის ეტაპი, არამედ ავსტრალიის ჩემპიონატი. პარასკევს, ავსტრალიელებმა 17 ფინალიდან ხუთი მოიგეს.

მსოფლიოს თასის საერთო ჩათვლაში მეოთხე გამარჯვებას უმიზნებს ლეგენდარული შვედი ვეტერანი ტერეზა ალშამარი. მელისა ფრანკლინმა ბერლინის ეტაპზე მსოფლიოს რეკორდის დამყარებით სერიოზულად გაურთულა საქმე სკანდინავიელს, მაგრამ ამერიკელი სინგაპურში არ გამოდის, ასე რომ, ამ ეტაპზე წარმატების შემთხვევაში შვედი შეიძლება გაუთანაბრდეს საერთო ჩათვლაში ფრანკლინს. გუშინ, ალშამარმა სერიოზული განაცხადი გააკეთა საბოლოო წარმატებაზე. 100 მეტრზე ბატერფლაიში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა (56,03 წამი) და 948 ქულა დააგროვა. ის ასევე პირველი იყო 100 მეტრზე თავისუფალი სტილით ცურვაში.

მამაკაცებს შორის მსოფლიოს თასის ლიდერი ჩად ლე კლო აგრძელებს დომინირებას. გუშინ მან სამი გაცურვა მოიგო - 100 და 400 მეტრი კომპლექსში, აგრეთვე 200 მეტრი ბატერფლაით. ამ დისტანციაზე 100 მეტრის შემდეგ ის კაიო ალმეიდას მსოფლიოს რეკორდის გრაფიკით ცურავდა, მაგრამ დისტანციის მეორე ნახევარზე სამხრეთაფრიკელმა წააგო მსოფლიო ორიენტირთან, მაგრამ მაინც კარგი შედეგი ჰქონდა - 1.51,05.

დღეს კიდევ 17 ფინალი გაიმართება. იან ტორპი 100 მეტრს ბატერფლაით გაცურავს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მამაკაცმა მოცურავეების წინ გაისეირნა და აუზში პირდაპირ თავით გადახტა - კადრები სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა [VIDEO]
ნოე ფანცხავამ პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე 41-ე ადგილი დაიკავა
15 წლის ანა ნიჟარაძემ ოლიმპიადაზე გამოსვლა დაასრულა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა