საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში ევროპის ჩემპიონატი მოიგო
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში ევროპის ჩემპიონატი მოიგო. ჩვენმა მორაგბეებმა ერთ წრედ გამართულ ტურნირში ყველა შეხვედრაში ისე გაიმარჯვეს, რომ ერთი ლელოც არ გაუშვიათ.

ბოლო, მესამე ტურის მატჩში "პატარა ბორჯღალოსნებმა" პორტუგალიის ნაკრებს სძლიეს 24:3. მეტოქემ სერიოზული წინააღმდეგობა პირველ ტაიმში გაგვიწია, თუმცა ჩვენმა მორაგბეებმა მე-15 წუთისთვის ლელოს გატანა შეძლეს და შესვენებაზე შვიდქულიანი უპირატესობით წავიდნენ. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ პორტუგალიელებმა ორი საჯარიმო ვერ გაიტანეს.

მეორე ნახევარში მატჩის არბიტრი წესის დარღვევას მხოლოდ ჩვენი მორაგბეების თამაშში ამჩნევდა. თუმცა "პატარა ბორჯღალოსნებმა" დასაწყისშივე იყოჩაღეს და პორტუგალიელებს კიდევ ერთი ლელო გაუტანეს, რომელიც, სამწუხაროდ, ვერ გარდავსახეთ - 12:0.

ამის მერე დაიწყო თუ დაიწყო. "პატარა ლობუშებმა" ერთი საჯარიმო გაგვიტანეს. მერე არბიტრმა ერთმანეთის მიყოლებით ორი მორაგბე გაგვისინბინა და მოედანზე ამდენივე მოთამაშით ნაკლები დავრჩით. პორტუგალიელებმა ათწუთიანი შტურმი მოაწყვეს, თუმცა ჩვენმა ბიჭებმა მეტოქე კონტრშეტევაზე დაიჭირეს და ცამეტმა თხუთმეტს მესამე ლელო გაუტანეს - 19:3.

აქ პორტუგალიელები საბოლოოდ გატყდნენ და ჩვენებმა მეოთხე ლელოს გატანაც მოახერხეს, რითაც ერთი პრემიარული ქულაც ირგუნეს.

ამრიგად, საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები, რომელმაც ბუქარესტის ტურნირზე პირველი ადგილი დაიკავა, გაისად ექვსი ერის გათამაშებაში მონაწილე ელიტარული სარაგბო ქვეყნების 18-წლამდელ გუნდებთან ერთად იასპარეზებს.

ჩვენი გუნდი B ჯგუფში მოხვდა ინგლისის, უელსისა და იტალიის ნეკრებებთან ერთად. A ჯგუფში კი ირლანდიის, საფრანგეთის, შოტლანდიისა და პორტუგალიის ნაკრბები იასპარეზებენ.

საქართველოს ნაკრები

რამაზ მაზმიშვილი, საბა შუბითიძე, გიორგი გოგლიძე, ბადრი ალხაზიშვილი, უჩა გურგენიძე, ილია მელაძე (ყველა-აკადემია), ბექა ფირიაშვილი (ყოჩები), ალექსანდრე ცისკარიშვილი, გიორგი აფციაური (ორივე-თიბისი), ნიკა ამაშუკელი, მიხეილ მასხარაშვილი, შოთა თევზაძე, ონისე მოგელაშვილი (ოთხივე-ჯიქები), ზაურ ხარებავა (რაინდები), საბა ჩიხლაძე, ლაშა ლაშხია (ორივე-ლელო), შალვა შაშიაშვილი, რევაზ ჯინჭველაშვილი, გიორგი ფრუიძე (სამივე-აია), გიორგი მარველანი, ვახტანგ ამირანაშვილი (ორივე-ივერია), რევაზ ბროძელი (არმაზი), ფარნავაზ გასვიანი (ლოკომოტივი), გიორგი ნათელაშვილი (ხარები), მურაზ გიორგაძე (ვეფხვები), დევი დევსურაშვილი (ხულიგანა).

ევროპის ჩემპინატი, U-18

III ტური

საქართველო-პორტუგალია 24:3, რუმინეთი-ბელგია 3:7

სატურნირო მდგომარეობა

1. საქართველო - 15 ქულა, 2. პორტუგალია - 8, 3. ბელგია - 5, 4. რუმინეთი - 1.

ელიტური

A ჯგუფი: ირლანდია, საფრანგეთი, შოტლანდია, პორტუგალია

B ჯგუფი: ინგლისი, უელსი, იტალია, საქართველო

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
18 წ. | ვიწყებთ საფრანგეთით
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალისთვის 26 მოთამაშე შეირჩა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა